ადრიანო კორეია კამპ ნოუზე!

გუშინ "ბარსელონა" "სევილიას" ადრიანო კორეიას ტრანსფერზე შეუთანხმდა. ბრაზილიელი მცველი "კამპ ნოუზე" 9.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება ანდალუსიიდან, თან შესაძლოა სატრანსფერო თანხას 4 მილიონი ევრო დაემატოს. ხელმოწერა მას შემდეგ შედგება, რაც უნივერსალური მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. დღეს ადრიანო სწორედ ამიტომ ჩავა ბარსელონაში.

ადრიანო "ბარსელონას" მხოლოდ მეორე შენამატია ამ ზაფხულში დავიდ ვილიას შემდეგ, რომელიც კატალონიაში 40 მილიონ ევროდ გადაბარგდა "ვალენსიადან". 25 წლის ბრაზილიელმა ბოლო 6 სეზონი გაატარა "სევილიაში", სადაც თითქმის ყველა პოზიციაზე ათამაშეს. მისი უნივერსალიზმი მართლაც გასაოცარია, ადრიანოს შეუძლია თამაში დაცვისა და ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე, ცენტრში. მსოფლიოში იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც ასე მაღალ დონეზე შეეძლოს ორი ფეხით ერთნაირად თამაში და ნებისმიერი დავალების შესრულება დაცვასა და ნახევარდაცვაში. ბრაზილიელი გამორჩიევა გონივრული პასებით, რის გამოც "სევილიაში" დიდი პოპულარულობით სარგებლობდა გულშემატკივართა შორის. მას ბრაზილიის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. "ბარსელონაში" ისევ აღდგება დანი ალვეშისა და ადრიანოს ბრწყინვალედ შეთამაშებული წყვილი, რომელიც "რამონ სანჩეს პისხუანზე" ოთხი წლის განმავლობაში ბრწყინავდა.

ლეო, ჰეტ თრიკი და ჰაიტი

მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი იმედგაცრუება ელოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ლეო მესის და მის ნაკრებს. არგენტინის ნაკრები გერმანიამ მეოთხედფინალიდან "დაიფრინა" (4:0 მოუგო), ხოლო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარმა კანდიდატმა აფრიკის მიწა ისე დატოვა, გოლი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მუნდიალის შემდეგ პირველივე მატჩში ლეომ ჰეტ თრიკი შეასრულა - ეს თამაში პანამაში გაიმართა, სადაც მესის მეგობრებმა "დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები" 6:4 დაამარცხეს. მესიმ 25-ათასიანი პუბლიკის გასახარად გოლები 32-ე, 45-ე და 87-ე წუთებზე გაიტანა. თამაშში მონაწილეობა მესის გარდა კიდევ ორმა ბარსელონელმა მიიღო, ჟოზე მანუელ პინტომ და გაბრიელ მილიტომ, იყო კიდევ ერთი ყოფილი "ბლაუგრანაც", პორტუგალიელი ფერნანდო კოუტუ.

სხვა ცნობილი ფეხბურთელებიდან საქველმოქმედო შოუში მონაწილეობა მიიღეს: კრისტიან ვიერიმ, მარკო მატერაციმ, ედგარ დავიდსმა, კევინ კურანიმ, მარკო იეპესმა, ბურიტო ორტეგამ და მარტინ პალერმომ, აგრეთვე ორმა ესპანელმა, ფერნანდო მორიენტესმა და ივან ელგერამ. მესის მეგობრები 4:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ბლას პერესის ჰეტ თრიკის წყალობით "მსოფლიოს ნაკრებმა" გათანაბრება შეძლო, თუმცა ბოლოს ორი გოლი მაინც მესის მეგობრებმა (ერთი თავად მესიმ) გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ამის შემდეგ მესიმ მიწისძვრისგან განადგურებული ჰაიტი მოინახულა. ეს იყო მესის პირველი ვიზიტი, როგორც უნისეფ-ის მსოფლიო ელჩისა. ის ეწვია დაზარალებულთა ბანაკს, სადაც 50 ათასამდე უსახლკარო ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ იანვრის მიწისძვრამ 220 ათასი ჰაიტელის სიცოცხლე შეიწირა.

როსელი: პეპს 6-წლიანს ვთავაზობდი

"ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი სანდრო როსელი მისი გაჩარხული პირველი საქმით ერთობ კმაყოფილია - შეგახსენებთ, რომ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გააგრძელა.

"ჩვენ პეპს საუკეთესო ვარიანტი შევთავაზეთ - ექვსწლიანი კონტრაქტი, რომლის გაგრძელება ყოველწლიურად იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ რადგან მწვრთნელმა ეს ვარიანტი აირჩია, ჩვენც კმაყოფილნი ვართ მისი გადაწყვეტილებით. ჩვენი სურვილია, მან საუკეთესოდ იგრძნოს თავი კლუბში. პეპთან ურთიერთობაში მოთმინება უებარი რამაა, მისგან იმდენად ბევრს ითხოვენ, რომ თავადაც სურვილი აქვს ყოველწლიურად დაამტკიცოს თავისი სიძლიერე. მაგრამ, დამერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ ერთი სეზონით გააფორმა კონტრაქტი, მასთან ხელშეკრულება მომავალი ექვსი სეზონის განმავლობაში ავტომატურად გაგრძელდება სეზონის ბოლოს, საჭიროა მხოლოდ მისი ერთი სიტყვა "მსურს".

ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმდენად გაფუჭდა ურთიერთობა "ბარსელონასა" და "არსენალს" შორის (რაც, სხვათა შორის, ჟოან ლაპორტას მმართველობის პერიოდს მიაწერა), რომ ლონდონურ კლუბთან სესკ ფაბრეგასის საკითხზე დალაპარაკებას აღარ აპირებს: "არსენალში" თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. მათ არ უნდათ არანაირი წინადადების მოსმენა, საერთოდ არ აპირებენ სესკის გაყიდვას. თვეების წინ გუნდებს შორის კულისებში დიდი შეხლა-შემოხლა იყო და ინგლისელებს ძველი წყენა არ დაუვიწყიათ".

როსელმა "კამპ ნოუს" განახლების აუცილებლობაზეც ილაპარაკა: "ჩვენ ყველას დიდებული სახლი გვაქვს, მაგრამ დრო გადის და "კამპ ნოუც" მოძველებულად გამოიყურება. აუცილებელია კარგი ხელის შევლება. არ ვამბობ, რომ ჩვენ სტადიონის განახლებაზე 300-400 მილიონ ევროს დავხარჯავთ, თუმცა ამ საქმეს 60-80 მილიონს მოვახმართ და ეს თანხა სავსებით საკმარისი იქნება".

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე