"ზესტაფონმა" რევაზ ძოძუაშვილის აკადემიის გუნდი 4:1 დაამარცხა, "დინამომ" კი "ვიტ ჯორჯიას" 3:0 სძლია
"ბენდელას თასზე" პირველი ტური დასრულდა. A ჯგუფში "ზესტაფონის" დუბლებმა რევაზ ძოძუაშვილის აკადემიის გუნდი შინ 4:1 დაამარცხეს და ტურნირის დებულების თანახმად 4 ქულა მიითვალეს (სამი ან მეტი გოლის სხვაობით მოგებაზე დამატებით ერთი ქულა იწერება). ამ ჯგუფში მეორე ადგილზე 2 ქულით ცხინვალის "სპარტაკია", რომელმაც მარტვილის "მერანს" პენალტების სერიაში 3:2 სძლია.

თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობამ "ვიტ ჯორჯიას" სარეზერვო გუნდი 3:0 დაამარცხა და B ჯგუფში გალიდერდა. რუსთავის "იმედმა" კი "ზოოვეტს" 11-მეტრიანების სერიაში 4:2 მოუგო და 2 ქულით მეორე ადგილზეა.

მეორე ტურის შეხვედრები ხვალ, 25 იანვარს გაიმართება. A ჯგუფში თბილისში "სპარტაკი" "ზესტაფონის" დუბლებს ეთამაშება, ზესტაფონში კი მარტვილის "მერანი" ძოძუაშვილის აკადემიის გუნდს შეხვდება. რაც შეეხება B ჯგუფს, რუსთავში, ჯერ "გაგრა" და "ვიტ ჯორჯია" ითამაშებენ, მერე კი - "დინამო" და "ზოოვეტი".

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"