"დიდი ოთხეულის" კიდევ ერთი წევრი ჩავარდა
ამერიკის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და "დიდი ოთხეულის" მეორე წევრმა ვერ გააღწია მეოთხედფინალში. რაფაელ ნადალის ბედი ენდი მარეიმ გაიზიარა, რომელმაც ოთხ სეტში წააგო კევინ ანდერსონთან.

ანდერსონი დიდი ხანია რეიტინგის მეორე ათეულის მოთამაშეა, მაგრამ კარიერაში დიდი გამარჯვებები არ ჰქონია. მაგალითად, "დიდი სლემის" ტურნირებზე არასოდეს ჰყავდა დამარცხებული TOP10-ის წევრი და არასოდეს იყო გასული ამ სერიის ჩემპიონატების მეოთხედფინალში. წელს, უიმბლდონზე ის სეტებში 2:0-ს უგებდა ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ ისევ წააგო. მეოთხედფინალში გასვლის მერვე ცდა იყო გუშინ, ბრიტანელ ენდი მარეისთან დაპირისპირება.

უკვე პირველ სეტში ცხადი გახდა, რომ თამაში დროში გაიწელებოდა. იყო არაერთი დაძაბული გეიმი და საბოლოოდ, ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე ერთი საათის შემდეგ მივიდნენ. სეტის განმავლობაში მარეი უფრო ახლოს იყო ბრეიკთან, მაგრამ ტაი-ბრეიკზე უფრო ზუსტად ანდერსონი თამაშობდა. და მას დარჩა სასტარტო პარტია. მარეიმ მხოლოდ სამი შეცდომა დაუშვა, სამაგიეროდ, მეტოქე აქტიურობაში სჯობდა.

მეორე სეტში ენდის ჩოგბურთის ხარისხი დაეცა. სამხრეთაფრიკელი მეტოქეს გაექცა - 5:1 და მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა ენდი. მან ერთი დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, მეორეში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ კევინმა მაინც არ გაუშვა ხელიდან დიდი უპირატესობა.

ამ ტურნირზე იყო ერთი მატჩი, როცა მარეიმ 0:2-დან შეძლო მოგება. ეს მოხდა მეორე რაუნდში ადრიან მანარინოსთან მატჩში. ენდიმ დათმო მესამე პარტიაში პირველივე გეიმი საკუთარ მოწოდებაზე და აგრძელებდა თავის სტილში ლანძღვას. მან მალე შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება, შემდეგ კი ბრეიკით დაწინაურება. თითქოს მატჩში გარდამტეხი მომენტი დადგა, მაგრამ სამხრეთაფრიკელმა შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება. ენდის ეს არ მოეწონა და ჩოგანი დაამტვრია. კევინმა დაალაგა მოწოდება და მშვიდად მივიდა ტაი-ბრეიკამდე. ბრიტანელი მე-13 გეიმში შესანიშნავად მოქმედებდა და შეძლო სეტის აღება.

უნდა აღინიშნოს, რომ კევინი შესანიშნავად იყო მზად ფიზიკურად. მის მოწოდებაზე მხოლოდ ერთ გეიმში დაფიქსირდა ანგარიში 30:30, დანარჩენ შემთხვევებში, იოლად ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს, ენდის კი ბრეიკ-პოინტების მოგერიება უწევდა. საქმე მატჩში მესამე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ანდერსონმა იდეალური თამაში აჩვენა - ენდიმ კარიერაში მხოლოდ მეორედ წააგო მე-13 გეიმი "მშრალი" ანგარიშით - 7:6(5), 6:3, 6:7(2), 7:6(0). თამაში 4 საათი და 17 წუთი გაგრძელდა.

მარეიმ პირველად ვერ შეძლო "დიდი სლემის" ბოლო 18 ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა, ანდერსონი კი პირველი სამხრეთაფრიკელია 2003 წლის შემდეგ, ვინც "დიდ სლემზე" მეოთხედფინალამდე მიაღწია. ბოლოს ეს უეინ ფერეირამ შეძლო.

კევინი მეოთხედფინალში სტენ ვავრინკას შეხვდება, რომელმაც პირველად წააგო სეტი ტურნირზე, მაგრამ მაინც დამაჯერებლად დაამარცხა დონალდ იანგი - 6:4, 1:, 6:1, 6:3.

იანგის გავარდნის შემდეგ, ჯონ ისნერი ბოლო ამერიკელი დარჩა მამაკაცთა ტურნირზე. მერვედფინალში მას მეტოქედ როჯერ ფედერერი ჰყავდა.

პირველ პარტიაში მსოფლიოს მეორე ჩოგანი კომფორტულად გრძნობდა თავს. როჯერი ძალიან დამაჯერებლად ინარჩუნებდა მოწოდებას. ისნერიც ბევრის საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს საკუთარ გეიმებში, თუმცა სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მაინც მოუწია. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ფედერერი უბრალოდ დომინირებდა მეტოქეზე და მას არც ერთი ქულა არ მისცა.

მეორე სეტში ყველაფერი შეიცვალა. ისნერს შანსები მიეცა მიღებაზე - ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (მათ შორის, სამმაგი) სტარტზე და კიდევ ერთი - სეტი ბოლოს. მაგრამ ფედერერმა სიმშვიდე შეინარჩუნა. ისევ ტაი-ბრეიკი დაინიშნა, სადაც ისნერს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. როჯერი ბრწყინვალედ თამაშობდა გადამწყვეტ მომენტებში და მეორე ტაი-ბრეიკიც მოიგო.

მესამე სეტში როჯერმა დაალაგა თამაში მოწოდებაზე და ჯონს რეალური შანსი აღარ ჰქონია. ისნერიც დიდი ხანი ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, თუმცა სეტის ბოლოს ძალიან გაუჭირდა. მან სამი დაფარული მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მალე ფედერერმა სამი რეალური მატჩბოლი მიიღო. მეათე ბრეიკ-პოინტიდან როჯერმა მაინც აიღო მეტოქის მოწოდება - 7:6(0), 7:6(6), 7:5.

ისნერი 2013 წლიდან მოყოლებული არ აგებდა საკუთარ მოწოდებას აშშ-ის ღიაზე - სულ მან ზედიზედ 110 საკუთარი გეიმი მოიგო. და ეს სერია ფედერერმა შეწყვიტა. შვეიცარიელმა გაინაღდა ამ ტურნირის შემდეგ რეიტინგში მეორე ადგილის შენარჩუნება.

როჯერის შემდეგი მეტოქე რიშარ გასკე იქნება. ფრანგმა "დიდი სლემის" ზედიზედ მეორე ტურნირზე გადალახა მერვედფინალის ბარიერი. რიშარმა წარუმატებლად დაიწყო მატჩი ტომაშ ბერდიხთან და პირველი სეტი ორმაგი ბრეიკით წააგო. მაგრამ, მეორე პარტიიდან მოყოლებული, გასკეს აშკარა უპირატესობა ჰქონდა - 2:6, 6:3, 6:4, 6:1

კაცები

1/8 ფინალი

სტენ ვავრინკა (შვეიც, 5)-დონალდ იანგი (აშშ) 6:4, 1:6, 6:3, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 7:6(5), 6:3, 6:7(2), 7:6(0); რიშარ გასკე (საფ, 12)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 2:6, 6:3, 6:4, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჯონ ისნერი (აშშ, 13) 7:6(0), 7:6(6), 7:5.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ლოპესი (18); ცონგა (19)-ჩილიჩი (9); ვავრინკა (5)-ანდერსონი (15); გასკე (12)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება