საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელმაც ამ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს, 15 სექტემბერს გაიმართება
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელმაც ამ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს, 15 სექტემბერს გაიმართება.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე გუშინ, 8 სექტემბერს, "ლელოს" რედაქციაში გვეწვია და თეზისებით კოლეგებთან იმ ძირითად საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა, რომლებსაც ყრილობას ვრცლად გააცნობს.

ლაშა გოდუაძე რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს ორგანიზაციის წესდებაში, რაც უფრო მობილურს გახდის და გაააქტიურებს ასოციაციის საქმიანობას. პრეზიდენტობის კანდიდატს გამოკვეთილი აქვს ძირითადი მიმართულებები: სპორტულ ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, კოლეგების უფლებების დაცვა და სოციალური მხარდაჭერა, ვეტერანების ჯეროვანი დაფასება, სპორტულ ჟურნალისტთა აქტიურობები, ასოციაციის აღმასკომის ფუნქციის ამაღლება, კონკრეტული პროექტებით საქმიანი ურთიერთობები სპორტულ ორგანიზაციებთან, ასოციაციის საიტისა და ვებგვერდის, პრესკლუბის, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მუზეუმის შექმნა, წლის რჩეულ სპორტსმენთა, მწვრთნელთა და გუნდების გამოსავლენად ყოველწლიური ტრადიციული სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციული დონის ამაღლება, რჩეულთა დაჯილდოების შინაარსის დახვეწა და ა.შ.

"ყველაფერი კარგად მაქვს გააზრებულ-გაანალიზებული და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში თანამოაზრეებით დაკომპლექტებულ შტაბთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ წინასაარჩევნო პროგრამის სარეალიზაციოდ, წინ წავალთ ერთსულოვნებით", - ამბობს ლაშა გოდუაძე.

თენგიზ თომაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ლაშა დვალიშვილი: საარჩევნო კამპანიას "ლელოს" რედაქციიდან ვიწყებ!..
ჟურნალისებმა საქართველოს 2018 წლის საუკეთესოები დაასახელეს
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ბოულინგში მედიატურნირი ჩაატარა