ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აშშ-ის ღია პირველობა: სერენას ორი ნაბიჯი დარჩა

აშშ-ის ღია პირველობა: სერენას ორი ნაბიჯი დარჩა

დები უილიამსების ორთაბრძოლაში ისევ უმცროსმა იმარჯვა
გუშინდელი სათამაშო დღე დაიწყო მატჩით, რომელსაც მოკრძალებული აფიშა ჰქონდა - კრისტინა მლადენოვიჩი რობერტა ვინჩის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს, ბადის მხრივ, ძალიან გაუმართლა - მეოთხედფინალამდე WTA-ის რეიტინგის TOP75-ის არც ერთ წევრს არ შეხვედრია.

იტალიელს ეჟენი ბუშართან უნდა ეთამაშა, მაგრამ კანადელი ტრავმის გამო არ გავიდა კორტზე. მლადენოვიჩს უფრო რთული გზა ჰქონდა - მას სამი რუსი ჩოგბურთელის დამარცხება მოუწია, მათ შორის, TOP10-ის წევრის ეკატერინა მაკაროვასი.

პირველი სეტი უკეთ ვინჩიმ დაიწყო - 3:0 დაწინაურდა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. მლადენოვიჩი, რომელიც კარიერაში პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" მეოთხედფინალში, ზედმეტად ნერვიულობდა, თუმცა მეორე სეტში მოახერხა სათანადო განწყობა. პარტიის ბოლოს აღებული ბრეიკის წყალობით, ფრანგმა სეტებში ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, უფრო ზუსტად მარათონულმა მეცხრე გეიმმა, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა. ვინჩიმ შეძლო ბრეიკის შესრულება და შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა, რამაც კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ნახევარფინალი მოუტანა.

სერენა უილიამსს ორი ნაბიჯიღა დარჩა ისტორიულ მიღწევამდე - კალენდარულ "დიდ სლემამდე". ნახევარფინალში გასასვლელად მას კარიერაში ყველაზე რთული მეტოქის, უფროსი დის ვინუსის დამარცხება სჭირდებოდა, რომელთანაც 25 მატჩში 11-ჯერ ჰქონდა წაგებული. ბოლოს მათ წლევანდელ უიმბლდონზე ითამაშეს და სერენამ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო, სულ კი ბოლო შვიდი მატჩში ექვსჯერ ჰყავდა დამარცხებული ვინუსი.

პირველი გათამაშებებიდან უფროსი უილიამსი სწრაფად და აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ მეტოქეს ვერაფერი დააკლო. ამ სწრაფ ჩოგბურთში სერენა უკეთ გამოიყურებოდა - მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა და 15 "ვინერსი" ჰქონდა. ამან პირველ სეტში იოლი გამარჯვება მოიტანა - 6:2.

მაგრამ, მეორე სეტში სერენას რაღაც დაემართა. მან გაუმართლებელი შეცდომების დაშვება დაიწყო და ვინუსის პასუხმაც არ დააყოვნა - 1:1-ზე მან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და ერთი საათის შემდეგ, სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

სერენას სასწრაფოდ სჭირდებოდა კონცენტრაცია. ამ მხრივ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მესამე სეტის პირველ გეიმში შესრულებული ორი ეისი. ამას მოჰყვა მეორე გეიმში შესრულებული ბრეიკი - 2:0.

მესამე სეტში უმცროსი უილიამსი ბრწყინვალედ აწვდიდა - რვა ეისი შესრულა და მხოლოდ ოთხი ქულა დათმო პირველ მოწოდებაზე. ასე რომ, ვინუსს მიღებაზე თითქმის არ ჰქონია შანსი - 6:2, 1:6, 6:3.

ქალები

1/4 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვინუს უილიამსი (აშშ, 23) 6:2, 1:6, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:3, 5:7, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...

"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა

ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება

ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია

23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა

ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია

ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]

უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი

Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]

"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს

"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა

როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]

ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა