68-ე ეროვნული ჩემპიონატი ლომინეიშვილმა და ხოტენაშვილმა 8,5-8,5 ქულით დაამთავრეს
ექვსი მოგება, ხუთი ყაიმი და ერთი მარცხი - ასეთი მონაგრით დაამთავრეს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი მაია ლომინეიშვილმა (2345) და ბელა ხოტენაშვილმა (2440), რომლებმაც საბოლოოდ 8,5-8,5 ქულა მოაგროვეს.

შაბათს ბოლოსწინა ტურში ლომინეიშვილმა მირანდა მიქაძე (2362) დაამარცხა, გუშინ კი ნინო ხურციძეს (2436) დაუზავდა, ხოტენაშვილმა ნინო ბაციაშვილთან (2396) და მარიამ დანელიასთან (2248) პაექრობისას ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, თუმცა, ვერცხლის მედალს მაინც ვერ გასცდა, რადგან მაიამ, რომლის დაოსტატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ გოგი მაჭარაშვილს, კოეფიციენტით აჯობა მეტოქეს და ჩემპიონობაც მეხუთედ მოიპოვა.

ბოლო ორი ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა:

XII ტური. სოფიკო ხუხაშვილი (2437)-სალომე მელია (2449) 0,5:0,5, ნაზი პაიკიძე (2455)-მერი არაბიძე (2315) 0,5:0,5, მარიამ დანელია (2248)-მაკა ფურცელაძე (2323) 0,5:0,5, ლელა ჯავახიშვილი (2438)-სოფიო ნიკოლაძე (2254) 1:0. XIII ტური. დაზავდნენ: ფურცელაძე-ჯავახიშვილი, არაბიძე-ბაციაშვილი, მელია-პაიკიძე, მიქაძე-ხუხაშვილი.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა:

1. მაია ლომინეიშვილი (8,5), 2. ბელა ხოტენაშვილი (8,5), 3. ნინო ხურციძე (7), 4. მაკა ფურცელაძე (7), 5. ლელა ჯავახიშვილი (6,5), 6. სალომე მელია (6,5), 7. სოფიკო ხუხაშვილი (5,5), 8. სოფიო ნიკოლაძე (5,5), 9. ნაზი პაიკიძე (5), 10. მირანდა მიქაძე (5), 11. ნინო ბაციაშვილი (5), 12. მარიამ დანელია (4,5), 13. მერი არაბიძე (3,5) ქულა.

გამარჯვებულსა და პრიზიორებს სხვადასხვა სინჯის მედლები და ფულადი ჯილდოები (შესაბამისად, 4000, 3500 და 3000 ლარი) გადაეცათ. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამივე დიდოსტატს ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

kopala
არ მიმაცნია მართებულად ჩემპიონის კოეფიციენტით გამოვლენა.მატჩი ,მხოლოდ მატჩი
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო