დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ევრობასკეტის ჯგუფიდან 1/8-ფინალში გასვლის ბედი წყდება
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ევრობასკეტის ჯგუფიდან 1/8-ფინალში გასვლის ბედი წყდება.

დღეს C ჯგუფში, ისევე, როგორც ყველა დანარჩენში - ბოლო ტურია. ზაგრებში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ჯგუფის 3 მოწინავე მომდევნო 3 ნაკრებს ხვდება. მატჩები ამ თანმიმდევრობით გაიმართება:

სლოვენია-მაკედონია 17:00 (თბილისის დრო)

ხორვატია-საქართველო 20:00

საბერძნეთი-ჰოლანდია 23:00

სამივე ფავორიტმა რომ მოიგოს, რაც ყველაზე მეტად მოსალოდნელია, გამარჯვებულებთან ერთად ჯგუფიდან საქართველო გავა. როგორც ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილიდან ხედავთ, საქართველოს, ჰოლანდიას და მაკედონიას თითო გამარჯვება აქვთ და თუკი ბოლო ტურის შემდეგაც ასევე დარჩებათ, ამოქმედდება დებულების ის ნაწილი, რომელიც თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობას ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ ბურთებს ანიჭებს.

ეს მაჩვენებელი კი საქართველოს აღნიშნულ გუნდებთან - მაკედონიასთან და ჰოლანდიასთან მიმართებაში საუკეთესო აქვს.

გავიხსენოთ ამ სამეულის ერთმანეთში ჩატარებული მატჩებიც: ჰოლანდიამ 73:72 მოუგო საქართველოს, მაკედონიამ 68:61 სძლია ჰოლანდიას, ხოლო საქართველომ 90:75 დაამარცხა მაკედონია. არითმეტიკა გვეუბნება, რომ აღნიშნულ მატჩებში ქართველების ჩაგდებული და მიღებული ბურთების შეფარდებაა +14, ჰოლანდიელების -6, ხოლო მაკედონიელების -8.

ასე და ამგვარად, თუკი დღევანდელ სამ მატჩში ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და ფავორიტებმა იმარჯვეს, საქართველო ამავე ღამეს ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული ჩარტერული რეისით საფრანგეთის ქალაქ ლილში გაფრინდება, სადაც მერვედფინალურ მატჩში D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება.

არის საფრთხე, რომ მაკედონიამ სლოვენიას მოუგოს ან ჰოლანდიამ - საბერძნეთს. თუმცა იგივე წარმატებით შესაძლებელია, ქართველებმაც მოუგონ ხორვატებს, თუმცა, თუკი მხოლოდ ჰოლანდია მოახერხებს სენსაციის მოხდენას, საქართველოს შანსი ეწურება (ჰოლანდიელებთან პირადი წაგების გამო). თუკი სამივე აუტსაიდერმა მოიგო (რაც სენსაცია კი არა, სასწაული იქნება), პლეი ოფში საქართველო გავა.

არის დამატებითი ფაქტორი საქართველოს სასარგებლოდ: დღის პირველი მატჩი სლოვენია - მაკედონიაა. სლოვენიელებმა რომ წააგონ, ჯგუფში თითქმის გარანტირებულად გადიან მე-4 ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში D ჯგუფის გამარჯვებულს - სავარაუდოდ, ლიტვას შეხვდებიან. ბალტიისპირელ გრანდთან დაჯახება კი სლოვენიელთა გეგმებში არ უნდა შედიოდეს და ამის თავიდან ასაცილებლად ქართველებისგან დათრგუნული მაკედონიის დამარცხებაა საჭირო.

ასე და ამგვარად, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათისთვის გვეცოდინება, მიდის საქართველოს ნაკრები ლილში თუ...

ნებისმიერ შემთხვევაში, მაკედონია წააგებს თუ არა სლოვენიასთან, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მოსაგებად გავა, რადგან უმოტივაციოდ დარჩენილი მასპინძლების დამარცხება ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლის საწინდარი შეიძლება გახდეს. ესეც რომ არ იყოს, ქართველები არასდროს თამაშობენ უმოტივაციოდ და ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან.

C ჯგუფი

1. საბერძნეთი 4 4/0 319/275 8

2. ხორვატია 4 3/1 301/272 7

3. სლოვენია 4 2/2 305/305 6

4. საქართველო 4 1/3 298/306 5

5. ჰოლანდია 4 1/3 290/309 5

6. მაკედონია 4 1/3 273/319 5.

წყარო: www.gbf.ge

Vakhtang
სრულიად ვეთანხმები თეიმურაზს.გაზეთმა უფრო კვალიფიციური გათვლა უნდა გააკეთოს. საქართველო-ხორვატიის თამაშს არავითარი სატურნირო დატვირთვა არ აქვს. მთავარია ჰოლანდიამ წააგოს.
Teimuraz
მოკლედ, ჩვენს ქვეჯგუფში მდგომარეობა შემდეგია: 1. საბერძნეთი (უვარიანტოდ); 2. ხორვატია (უვარიანტოდ); 3. სლოვენია (თუ არ წააგო მაკედონიასთან, ან წააგო 8 ქულაზე ნაკლებით და მოიგო საქართველომ), ან მაკედონია (მოიგო სლოვენიასთან ნებისმიერი სხვაობით თუ ჩვენ წავაგეთ, ან მოიგო 20 ქულით ან მეტით ყველანაირ ვარიანტში), ან საქართველო (ასეთი ვარიანტიც არის, თუ მაკედონია მოიგებს 8-დან 19 ქულამდე სლოვენიასთან, ჩვენ კი ნებისმიერი სხვაობით ხორვატიასთან, ჰოლანდია კი აგებს საბერძნეთთან); 4. საქართველო (თუ წააგო მაკედონიამაც და ჰოლანდიამაც, ან მოიგო მაკედონიამ 8 ქულაზე ნაკლებით და ჩვენ მოვუგეთ ხორვატიას, თანაც წააგო ჰოლანდიამ), ან ჰოლანდია (მოუგო საბერძნეთს, წააგო მაკედონიამ, ჩვენს თამაშს მნიშვნელობა არ აქვს), ან მაკედონია (მოუგო სლოვენიას, მაგრამ მცირე სხვაობით, და მოიგო ან საქართველომ, ან ჰოლანდიამ).
Teimuraz
არ არის სწორი გათვლები. სამივე აუტსაიდერმა თუ მოიგო, მაშინ გავლენ სლოვენია და მაკედონია, რადგანაც 4 გუნდს უგროვდება ორ-ორი მოგება და მხოლოდ ამ ორ გუნდს ექნება 2 მოგება კონკურენტებთან. ასე რომ, ჰოლანდიამ თუ მოიგო, არანაირი შანსი არ გვაქვს. იმედია, ბერძნები არ იმამაძაღლებენ.
გიორგი
საბერძნეთი სავარაუდოდ დაისვენებს იმიტომ რომ გარანტირებული აქვს პირველი ადგილი ;) ასე რომ დიდი შანსია ჰოლანდიამ მოიგოს და თუ ასე მოხდა ერთადერთი გასვლის შანსი გვრჩება რომ ჩვენც მოვიგოთ და მაკედონიამაც და ორივე ძალიან რთულია იმიტომ რომ ადგილის შეცვლა ხორვატიასაც შეუძლია და მაკედონიასაც. ორივეს უნდა სუსტი მეტოქე მერვედფინალში. მაკედონია საერთოდ უშანსოდაა :) ძალიან დაბალი დონეა :) მთავარი მატჩი დღეს არის ჰოლანდია საბერძნეთი და იმედია ბერძნები არ დაიკიდებენ :)
glaxuna
თუ უკანა ხაზი , რომელიც აშკარად ფორმაში არ არის - 8-10 3 ქულიანს ჩააგდებს...ხ ო რ ვ ა ტ ი ა ს ა ც მოვუგებთ!!! მიუხედავად შეცდომებისა,თუნდაც უმარტივესი სიტიაციებიდან ა : დიდი შემართება,მონდომება,დაცვაში მჭიდრო თამაში და ჯერ-ჯერობით ფიზიკურადაც კარგად გამოიყურებიან, მაღლები მოწოდების სიმაღლეზე არიან!!!
bacho
გამაგებინეტ სლოვენიამ რომ წააგოს და ჩვენ მოვუგოთ ხორვატიას ხომ გავდივართ>>???
რომან
თუ მაკედონიამ წააგო,ჰოლანდიას ჩვენი ჯგუფში ჩატოვების შანსი ექნება.და თუ მაკედონია მოიგებს,მაშინ ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული-მოვიგებთ ლილში მივდივართ,წავაგებთ თბილისში.ასე რომ მე მაკედონიას ვბალეშიკობ.
ბარსა
ერთი რაგაც დაგავიწყდა ავტორ, თუ მაკედონიამ მოუგო სლოვენიას და ჩვენ მოვუგეთ ხორვატიას. მაშჰინ შეიძლება სლოვენია საერთოდ გავარდეს
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო