10 სექტემბერს, ლას ვეგასში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ
ლას ვეგასში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში გუშინ, 10 სექტემბერს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაებნენ, ოღონდ მხოლოდ ერთი წონის წარმომადგენლები. შესაბამისად, მონაწილეც ერთი გვყავდა - ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი ალექსანდრე კენჭაძე (65), ვინც მესამე წრეში გავიდა, თუმცა იქ აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასკაროვთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანელი იტალიელ ფრანკ ჩამიზოსთან 5:10 დამარცხდა და კენჭაძეს ბრძოლის ბრინჯაოსთვის გაგრძელების შანსი აღარ მისცემია.

კენჭაძეს მესამე წრემდე მისაღწევად დიდი ჯაფა არც დასდგომია - პირველ წრეში ყირგიზი ულუკმან მამატოვი არ გამოუცხადდა, მეორეში კი მეტოქედ ვიეტნამელი ხუან დინ ნგუენი ერგო. ის აშკარად ვერ აღმოჩნდა ქართველის შესაფერისი კონკურენტი და კენჭაძე უკვე 20 წამის შემდეგ 6:0 იგებდა - ჯერ კარგად შევიდა ფეხში და დაბლა ჩაიყვანა, იქ კი ორჯერ დაატრიალა. ბევრი დრო არც მომდევნო ქულების მოპოვებაზე დაუხარჯავს - ისევ ჩაყვანა-დატრიალება და 1.20 წუთში წმინდად მოიგო - 10:0.

ქართველ ფალავანს ნამდვილი გამოცდის ჩაბარება მესამე წრეში, მერვედფინალში მოუწია, სადაც აზერბაიჯანელთა ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასკაროვს შეხვდა.

ასკეროვს ლონდონის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ნამდვილად არ ედგა კარგი დროება, მაგრამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის დაუბრუნდა ლეიბს და ივნისში ბაქოში პირველი ევროპული თამაშებიც მოიგო. შეიძლება ამაში დიდი როლი საკუთარი კედლების ფაქტორმაც ითამაშა, მაგრამ ურიგოდ არც ლას ვეგასში გამოიყურებოდა და მეორე წრეში დამაჯერებლად, 8:2 დაამარცხა სომეხთა შარშანწინდელი მსოფლიოს ჩემპიონი დავით საფარიანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საფარიანი საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა, თითქოს შიშით ეჭიდავებოდა ასკაროვს.

ის რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა, კენჭაძესთანაც გამოჩნდა, რომელიც ვერც ერთხელ ვერ დაატრიალა ჩოქბჯენიდან, თუმცა გამოცდილების ხარჯზე პირველივე წუთზე ორჯერ დაიჭირა მოძრაობაზე და დაბლა ჩაყვანით 4:0 დაწინაურდა. მალე წრიდან გაყვანისთვის კიდევ ერთი ქულა მიიღო, რასაც მსწრაფლ 4-ქულიანი მოგვერდი მიაყოლა - 9:0 მის სასარგებლოდ.

კენჭაძემ იყოჩაღა და იმ მომენტში ბეჭებზე დადება არ დაანება, მერე კი არც დატრიალების ნება მისცა. ჩვენებურს პასიურობას ნამდვილად ვერ დავწამებთ, მაგრამ ჯერ აკლია გამოცდილებაც, ოსტატობაც, კლასიც... ის საფარიანზე ბევრად თამამად ეჭიდავა ასკაროვს და გაცილებით მეტი პრობლემაც შეუქმნა, თუმცა, ძირითადად, მხოლოდ ფეხში შეხტომას ცდილობდა, ამაზე კი მეტოქე ყოველთვის მომზადებული დაუხვდა.

ბოლო წამებზე ასკაროვმაც გარისკა, რაც კენჭაძემ არ აპატია და 2-ქულიანზე გადაიყვანა, თუმცა დრო არ ეყო, თორემ ერთხელ დაატრიალა კიდეც. საბოლოოდ ქართველი 2:9 დამარცხდა.

დღეს, 11 სექტემბერს, ტურნირში სამი წონის - 61, 86 და 97-ის ფალავნები ჩაებმებიან და ჩვენთვის სამივე მათგანი საყურადღებოა, ვინაიდან იჭიდავებენ ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონები, ბექა ლომთაძე (61), ელიზბარ ოდიკაძე (97) და იმავე შეჯიბრების მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
უარი უფროს გოგონებთან ურთიერთობაზე - იამალმა ეს გადაწყვეტილება ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
აერო[ს]პორტული ემოცია - ლადო გმირია. კალათბურთელები?
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: ქართველების ბრინჯაო და ორი ლიცენზია
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, პეტრიაშვილი - პრიზიორი! [VIDEO]
კიდევ ერთი ოქრო - ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
10-წლიანი ლოდინის შემდეგ - ჩემპიონმა ჩემპიონი გამოზარდა [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
მწარედ მახსოვდა და ვერ ვივიწყებდი - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი
ლომთაძის ვერცხლი და კენჭაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე - პეტრიაშვილის ოქროს ველით [VIDEO]
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ბაქო 2015: რეკორდის დღე - ირაკლი თავაძე ბაქოდან
კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის გამოხმაურება: ვინ დაინახა რიო ლას ვეგასიდან