"ამერიკიდან წამოსულს რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ თბილისის "დინამოში" ვარჯიში, ამ კლუბის სახელი ქართველებისთვის ბევრს ნიშნავს"
"ლელო" აპრილში წერდა უცნობ ფეხბურთელზე - გიორგი ბარათაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კანდიდატი გახლდათ და "ვაკე 91"-ში კოტე დოლიძესთან ვარჯიშობდა გიორგი პაპუნაშვილის, დავით ჯიქიასა და ლაშა დვალის გვერდით. იყო გუბაზ დოლიძის "ივერიის", აგრეთვე, "ლოკომოტივის", რუსთავის "მეტალურგისა" და "ზესტაფონის" ასაკობრივი გუნდის წევრი.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი ამერიკაში წლეულს წავიდა და თავდაპირველად, დაბალი ლიგის "ისტჰემპტონში" მივიდა, რომელიც ნიუ იორკთან მდებარე ლონგაილენდის გუნდია და მშვენიერი სავარჯიშო პირობები აქვს. მთავარ მწვრთნელს, ჯონ რომეროს (ის ამერიკაში გაზრდილი მექსიკელია) ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი მოეწონა და დააიმედა, რომ მეიჯორლიგის (MLS) კლუბში ჩარიცხავდა.

"ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკიდან წამოსვლა მომიხდა. საქმე ისაა, რომ იქ ერთი მენეჯერი მპირდებოდა, რომ ნიუ იორკის "რედ ბულის" დუბლშემადგენლობაში ჩამრიცხავდა.

მას მამაჩემი იცნობდა, ყოფილი საბჭოეთიდან გახლდათ და იმდენად დამაჯერებელი იყო, ამის გამო რომეროს "ნიუ იორკ კოსმოსის" დუბლებში გასინჯვაზე უარი ვუთხარი.

კონკრეტული თარიღიც წინასწარ მითხრა - 15 ივლისს გუნდის ბაზაზე უნდა გამოვცხადებულიყავი... მაგრამ დადგა ეს დღე და როცა მენეჯერი არ შემეხმიანა, ჩემს ზარებს კი არ უპასუხა, მივხვდი, რომ ტყუილად მაიმედებდა", - ამბობს ბარათაშვილი.

ამ ყველაფერს სხვა ამბავიც დაემატა და ბარათაშვილი იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო:

"რომერო ამერიკულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედული და შევცდი, რომ არ დავუჯერე. მან ჩემი ამბავი გაიგო და მითხრა, რომ ოქტომბერში "კოსმოსში" მაინც მიმიყვანდა.

არ ვტრაბახობ - ამ კაცმა კარგად შემისწავლა, მენდობა და ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებულია. სხვა რა გზა იყო, დალოდებას ვაპირებდი, მაგრამ საქართველოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი რაიონის კომისარიატში თუ არ გამოვცხადდებოდი, დეზერტირობის ბრალდებით საქმეს აღძრავდნენ.

ჩამოვედი საქართველოში და ყველა იურიდიული საკითხი მოვაგვარე, მაგრამ ამასობაში, "კოსმოსში" გასინჯვის შანსი გამოირიცხა".

ბარათაშვილმა გუშინ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა:

"ამერიკიდან წამოსულს რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ თბილისის "დინამოში" ვარჯიში, ამ კლუბის სახელი ქართველებისთვის ბევრს ნიშნავს. დღეს დუბლშემადგენლობაში პირველად ვივარჯიშე.

მაგრამ ჩემი საკითხი ჯერ გადასაწყვეტია. დავრჩები თუ არა, ეს მალე მეცოდინება. იმედია, გუნდში დავრჩები და კარიერას ავიწყობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
არაუშავს ბოლომდე მიაწექი !!!
hm
ტიპიური გრუზინული ტრაბახი!!
vova
ძალზე თავდაჯერებულია! მომავალი ჭანტურიაა

ააააიიიი ხედაააავთ რას გვიშვება სავალდებულო სამხედრო სამსახური. აგერ კაცი ამერიკაში იყო ცხოვრების აწყობამდე არაპერი ეკლდა და ჩაუშალეს ყველაფერი, სხვათაშორის სხა ბევრსაც შეუქმნეს პრობლემები არამარტო სპორცმენებს არამედ ხელოვანებსაც და ა.შ. ხოდა გააუქმეთ რა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ორნი იქა, აქა... ანუ შერმადინი - გერმანიაში, ბარათაშვილი - მეიჯორლიგაში
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს
გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...
"...პაპუნაშვილს მანამდე არც დუბლებში ათამაშებდნენ და არც - "დინამო 2"-ში"
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია
დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა