როგორია ფეხბურთი ქვეყანაში, რომლის ნაკრებმა ამ შესარჩევში ორჯერ მოუგო საბერძნეთს, ხოლო საქართველოს ფიფას რეიტინგში გადაუსწრო
რა არ ხდება - ადრე ქართველი ყაზახეთში რომ მიდიოდა, დაცინვის საგანი ხდებოდა. ახლა კი ყაზახეთში მოხვედრაზე ნაკრების წევრებიც ოცნებობენ, ისეთი ანაზღაურებაა. საერთოდაც, სადაც უნდა წავიდეს ფეხბურთელი, ყველას გვესმის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენი ქვეყნისა და უშუალოდ ქართულ ფეხბურთში არსებულმა გაჭირვებამ აიძულა.

ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და სანამ დროა, ცხადია, პირად მატერიალურ ყოფაზეც უნდა იფიქრონ.

ალბათ, სწორედ ამიტომ მოხვდა ფარერის კუნძულების ჩემპიონატში მარტვილის "მერანის" ორი ყოფილი ფეხბურთელი - ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი და თავდამსხმელი მამუკა ტორონჯაძე. ისინი ვაგურის "სუდუროის" ღირსებას იცავენ.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება, როგორი ფეხბურთია ქვეყანაში, რომლის ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევში ორჯერ დაამარცხა ევროპის ყოფილი ჩემპიონი საბერძნეთი, ხოლო საქართველოს უეფასა და ფიფას რეიტინგებში გადაუსწრო. არადა, ამ ქვეყანაში სულ 48 400 მოსახლეა (უფრო ნაკლები, ვიდრე ნაძალადევსა და მუხიანში) და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 205-ე ადგილზეა.

სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით მამუკა ტორონჯაძეს...

- ჯერ იმით დავიწყოთ, როგორ მოხვდით ფარერის კუნძულებზე?

- ფარერებზე ადრეც ვთამაშობდი, ჩემი მეგობარი იყო სამენეჯერო სააგენტოში. სწორედ ამ სააგენტოდან, 2010 წელს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი აგენტი დამიკავშირდა, რომელსაც ფარერელ მენეჯერთან ჰქონდა ურთიერთობა და ასე მოვხვდი კუნძულზე. ჯერ "სუდუროიში" ვთამაშობდი, მერე "რუნავიკში". მერე საქართველოში ვითამაშე.

მაგრამ ახლა უკვე პირდაპირ კლუბი დამიკავშირდა და ჩამოვედი. ჩემთან ერთად არის "მერანის" და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ვალერი იობაშვილიც.

- ადრე კუნძულებზე ისეთი დაბალი დონე იყო, ჩვენი კლუბები და ნაკრებები იოლად უგებდნენ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს, მაგრამ ახლა ფიფასა და უეფას რეიტინგებშიც გაგვასწრეს. ნუთუ ასე კარგად განავითარეს ფეხბურთი ფარერებზე?

- მახსოვს, ადრე რა კლუბები და ნაკრებებიც ჰყავდათ და ახლაც ვუყურებ, რა დონეზე არიან. დონე მართლაც ამაღლდა. ფარერების ნაკრების ბოლო ორი თამაში ვნახე და წინსვლა აშკარად აქვთ. ბოლოს კაცი გაუგდეს, თორემ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მინიმუმ ფრეს მაინც ითამაშებდნენ.

კლუბებიც გაიზარდნენ და დღეს მათთან ძველებურად იოლად ვეღარ ითამაშებ.

- საინტერესოა, ფარერების და ჩვენი კლუბების სავარჯიშო პირობებს თუ შეადარებთ, რა განსხვავებაა?

- კუნძულებზე რა კლიმატიც არის, ალბათ, გეცოდინებათ. აქ ნორმალური ამინდები ზაფხულშიც არ არის. ამის გამო, იძულებულები არიან, ხელოვნურსაფარიანი მოედნები გააკეთონ. ისე, სავარჯიშო პირობებს რაც შეეხება, არანაირი პრობლემა არ არის - არც ინვენტარის, არც ეკიპირების, არც მომზადების და ასე შემდეგ.

"მერანში", "გურიასა" და "მეტალურგში" მითამაშია და დამიჯერეთ, მსგავსი პირობები ძალიან ბევრ ქართულ კლუბს არ აქვს. თავად მეც, აქ უკეთეს პირობებში ვარ, ვიდრე მანდ ვიყავი. აწყობილი, დალაგებული ქვეყანაა. ფარერები ხომ დანიის სამეფოში შედის, რომელიც მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა და ასეთი საკითხების მოგვარება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ძალიან უბრალო ამბავია.

- ისიც გვაინტერესებს, სახელმწიფო ფეხბურთს, მაგალითად, კლუბებს, თუ ეხმარება?

- ეს საკითხიც მოგვარებულია. სახელმწიფო ფეხბურთს ასე ეხმარება: ყველა ქალაქი კლუბს ურიცხავს თანხას. მაგალითად, მოედნის გამოცვლა რომ სჭირდებათ, სახელმწიფო ფულს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დებს. თუმცა, ფეხბურთში მაინც არ არის იმდენი ფული, რომ მარტო ფეხბურთით იცხოვრო. ამიტომაც არიან კლუბებში მეთევზეები და სხვა პროფესიის ხალხი.

- "სუდუროიში" დარჩენას თუ აპირებთ?

- გუნდში სულ სამი უცხოელი ვართ - მე, ვალერი იობაშვილი და ერთი ამერიკელი. მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. წლეულს გადმოვედით ლიგაში და ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ამ დონეზე თამაშს მიჩვეული არ არის.

ბოლო ტური 3 ოქტომბერს გაიმართება და მერე არ ვიცი, რა და როგორ იქნება. შესაძლოა, სკანდინავიის რომელიმე გუნდში გადასვლის ვარიანტი გამოჩნდეს და მეც და იობაშვილმაც ბედი ვცადოთ. ისე, როგორც ვიცი, სკანდინავიაში კონტრაქტის გაფორმება იანვრამდე არ შეგვიძლია, თუ არ ვცდები, საქართველოში შეიძლება თამაში და ვნახოთ, თუ ინტერესი იქნება, გამორიცხული არაა, იანვრამდე საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
სიურპრიზი, სახელად "საპოვნელა" - I ლიგა. B ჯგუფი. I ეტაპის შეჯამება
ტორპედო-გურია 1:0 - საბედისწერო წითელი [VIDEO]
რუსთავის "მეტალურგმა" თურქულ შეკრებაზე თურქმენეთის ნაკრებთან საკონტროლო მატჩი გამართა
ლეგიონის უქმეები: მათეს და საბას გოლები, ყენიას პასი, უჩას გადაფურთხება [VIDEO]
რუსთავის "მეტალურგის" სასარგებლო სპარინგი აზერბაიჯანულ გუნდთან
ლეგიონის უქმეები: მათეგოლი და ვაკოს ბენეფისი [VIDEO]
რუსთავის "მეტალურგი": ბრძოლა არსებობისათვის გრძელდება!
ᓐᓚᓔᓥᓡᓘ ᓑᓔᓜᓐᓨᓕᓘᓚᓘ: ᓥᓣᓗᓐᓘᓡᓘᓡ "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝᓓᓐᓜ" ᓖᓐᓠᓡ ᓕᓔᓚᓝᓓᓔᓑᓘ
ზურაბ იონანიძე: რადგან დავიწყე, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო
ლეგიონის უქმეები: 4 გოლი, ქეცბაიას მოგება, მუქარა კობახიძეს და დებიუტები [VIDEO]