მესი არ იწყებს, მაგრამ იგებს
* კრიშტიანო რონალდომ 231 გოლი გაიტანა ლა ლიგაში და "რეალის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

* კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით 32 თამაშში გაიტანა სამი და მეტი გოლი.

* ლიონელ მესიმ "ატლეტიკოს" კარი დალაშქრა და გოლი ახალდაბადებულ ვაჟს უძღვნა.

კრიშტიანო რონალდომ ერთიანად იფეთქა, ლიონელ მესიმ თამაში უჩვეულოდ "სკამიდან" დაიწყო, მაგრამ ჩვეულად დაასრულა. "ბარსამ" მადრიდში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა...

Gun's N'zonzi

უნაი ემერის ახალი "სევილია" ჯერ ვერ დაიქოქა. ალბათ, ამის მიზეზი ბევრი ახალწვეულია, რომელთაგანაც ერთიანი ანსამბლი ბასკმა სპეციალისტმა ჯერ ვერ ჩამოაყალიბა. გუნდი კვლავ მოუგებელია სტივენ ნ'ზონზის სუპერგოლსა და "სევილიას" კარგ თამაშს პირველ ტაიმში, "ლევანტემ" მეორეში გამოცოცხლებით უპასუხა - ვერსას დარტყმულს, რომელიც ხარიხამ აისხლიტა, ვიქტორ კამარასამ დაამატა - 1:1.

ემერის ისედაც ბევრი ტრავმირებული ჰყავს და ამ მატჩს მათ რიცხვს გაელ კაკუტა მიემატა, რომელიც პირველ ტაიმში გახდა შესაცვლელი. მოკლედ, ანდალუსიურ გუნდს ფალსსტარტი გამოუვიდა, მაგრამ, როცა ფერნანდო ლორენტე, იევჰენ კონოპლიანკა, სტივენ ნ'ზონზი და სხვები შეთამაშდებიან, ეს გუნდი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს.

რონალდო "რეალის" ისტორიაში

ბარსელონაში "ესპანიოლის" რბევის მთავარი გმირი კრიშტიანო რონალდო იყო, რომელმაც 6-დან 5 გოლი გაიტანა და მეექვსეში საგოლე პასით გამოიჩინა თავი. პენტა თრიკი შესრულებაში რონალდოს გარეთ ბეილი (ორი საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი), ლუკა მოდრიჩი და ლუკას ვასკესი დაეხმარნენ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლა ლიგაში უკვე 231 გოლი გაიტანა და ამით მან რაულ გონსალეს ბლანკოს (228) შედეგი გააუმჯობესა და "რეალის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში.

ეს მან 203 მატჩში მოახერხა, როცა რაულის რეკორდს 550 შეხვედრა დასჭირდა. კრიშტიანომ სტუმრად 104 გოლი გაიტანა და "რეალის" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სტუმრად 100-გოლიანი ზღვარი გადალახა. პორტუგალიელი ახლა ლა ლიგის ისტორიაში მეოთხე გოლეადორია. მას საშუალოდ 1,13 გოლი გააქვს ლა ლიგაში და ეს საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ბომბარდირს შორის.

რაფა ბენიტესი (რეალი): "ციფრები თავისით მეტყველებენ ყველაფერზე. ის, ვინც ამდენი გოლი გაიტანა, საფეხბურთო ისტორიის ნაწილია. მისი გოლები "რეალს" დიდად ეხმარება მიზნის მიღწევაში. მან 5 გოლი გაიტანა და კიდევ მეტის გატანა შეეძლო. ამის მიუხედავად, უნდა გავაგრძელოთ შრომა, რათა კიდევ უკეთ ვითამაშოთ მომავალში. ანგარიშის მიუხედავად, იოლი თამაში არ იყო, კიდევ გვაქვს დასახვეწი თამაში".

"მარკამ" 10-ბალიანი სისტემით რონალდოს თამაში 9 ბალით შეაფასა.

იხილეთ ვიდეო

"ვალენსიას" პირველი გამარჯვება

"ვალენსია" ხიხონის "სპორტინგს" ესტუმრა და 1:0 მოიგო, ეს გუნდის პირველი გამარჯვებაა ახალ სეზონში. ნუნუ ესპირიტუ სანტუმ შეცვლები გამოიცნო, როცა მოედანზე პაკო ალკასერი და ზაკარია ბაკალი შეუშვა, მარცხენა ფლანგიდან ბელგიელის ტექნიკურ ჩაწოდებას ესპანეთის ნაკრების ფორვარდის გამარჯვების თავური მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, წარმატებასთან ახლოს უფრო ასტურიული კლუბი იყო, მაგრამ ან მისი ფორვარდები სცოდავდნენ, ან მოწოდების სიმაღლეზე იყო "ვალენსიას" მესამე გოლკიპერი, 24 წლის დებიუტანტი ხაუმე დომენეჩ სანჩესი. გუნდში დებიუტი ჰქონდა ტუნისელ მცველ აიმენ აბდენურსაც, რომელმაც საიმედოდ ითამაშა.

პაკო ალკასერი: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშში გამარჯვება. ყველაფერს ვაკეთებ გუნდისთვის და პირველ რიგში, ამაში გოლების გატანას ვგულისხმობ. ორი ფრის შემდეგ ჩვენ მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა. ახლა ყველანი ჩემპიონთა ლიგის თამაშს ველით".

მესი სკამზე, მესი გმირი

ტურის ცენტრალურ მატჩის მთავარი სიურპრიზი ლიონელ მესის "ბარსას" სასტარტოში არყოფნა იყო - მესი ამერიკაში ნაკრების მატჩებში თამაშობდა, შემდეგ კი მას მეორე ვაჟი შეეძინა, ვარჯიშით კი "ბარსელონაში" ვერ ივარჯიშა ხეირიანად. თუმცა "ატლეტიკოსთან" მატჩის გმირად მაინც მესი იქცა, რომელმაც 77-ე წუთზე ლუის სუარესის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

ანგარიში ფერნანდო ტორესმა გახსნა, რომელმაც "ატლეტიკოს" შესანიშნავი კომბინაცია გოლით დაასრულა. "ელ ნინიომ" მეათედ გაუტანა კარიერაში "ბარსას", მაგრამ მალევე ნეიმარმა დიდებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. "მარკამ" საუკეთესოდ მესი აღიარა - 8 ბალი.

"ბარსამ" ტრავმის გამო ბელგიელი მცველი თომას ვერმალენი დაკარგა, რომელმაც 28-ე წუთზე შეწყვიტა თამაში.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მომეწონა ჩვენი დღევანდელი თამაში. ორივე გუნდს სურდა გამარჯვება. ძალიან რთული კალენდარი გვაქვს და სასიხარულოა, უშუალო კონკურენტთან გამარჯვება. მესი იმიტომ დავსვი სკამზე, რომ ის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და უნდა გავუფრთხილდეთ".

იხილეთ ვიდეო

ხოაკინის დაბრუნება

ხოაკინ სანჩესმა მარჯვნიდან ჩააწოდა და "ბეტისმა" მორიგი გოლი გაიტანა... წლებია, ასეთი წინადადება არ დაგვიწერია, თუმცა ხოაკინი დაბრუნდა და მან პირველი საგოლე პასიც ჩაიწერა, რომელსაც რუბენ კასტრო გამოეხმაურა - 1:0. ეს ტაიმის მიწურულს მოხდა და მალევე "ბეტისი" ბრაზილიელმა პეტროშმა დააღალატა, მაგრამ პეპე მელის გუნდმა 10 კაცითაც შეძლო "რეალ სოსიედადის" დამარცხება.

სხვა მატჩები

"წყალქვეშა ნავმა" ანდალუსიაში დამსახურებულად მოიგო. ამჯერად, რობერტო სოლდადოს თავი არ გამოუჩენია, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა იყოჩაღეს - ჯერ მანუელ ტრიგეროსმა დაინახა წინ გამოსული მეკარე და შორიდან გაუტანა, შემდეგ ახლო მანძილიდან თავი სედრიკ ბაკამბუმ გამოიჩინა, ბოლოს კი დამატებაზე სამუ გარსიამ ივარგა. მეორესა და მესამე გოლებს შორის ფრან რიკომ "გრანადას" იმედი მისცა, თუმცა სულ ტყუილად.

ბილბაოს "ატლეტიკმა" ესპანეთის სუპერთასი მოიგო, მაგრამ სეზონი ასევე ვეღარ გააგრძელა, საწყის ორ ტურში წააგო. და აი, ბასკურმა პირველი ქულები მოიპოვა "სან მამეს ბარიაზე" მასსავით აუტსაიდერ "ხეტაფეს" 3:1 მოუგო. არიც ადურისმა თავი დუბლით გამოიჩინა.

გალისიაში "სელტამ" და "ლას პალმასმა" უხვგოლიანი მატჩი ითამაშეს - 3:3. არადა, კანარელებს თავიდანვე გაუძევეს მეკარე ხავი ვარასი, მაგრამ სტუმრებმა 1:3-ის "ამოქაჩვა" შეძლეს. სერხიო არაუხომ დუბლი შეასრულა ვიგოელთა კარში.

III ტური

11 სექტემბერი

ლევანტე-სევილია 1:1

გოლები: 0:1 ნ'ზონზი (12), 1:1 კამარასა (58)

ლევანტე (5-3-2): რუბენი - მორალესი (69. ი. ლოპესი), ტრუხილიო, ფედალი, ხუანფრანი, ტონიო - კამარასა, ხოსე მარი, ვერსა - ღილასი (86. როხერი), დეივერსონი (69. ვ. კასადესუსი)

სევილია (4-4-2): ბეტო - კოკე, ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ვიტოლო, ნ'ზონზი, კრიხოვიაკი, კაკუტა (31. კონოპლიანკა) - ფ. ლორენტე (68. იმობილე), გამეირო (77. კრონ-დელი)

გაფრთხილება: მორალესი, ხუანფრანი, ღილასი - კაკუტა, კონოპლიანკა, ტრემულინა

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-8 (4-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 16 191

12 სექტემბერი

ესპანიოლი-რეალი 0:6

გოლები: 0:1 რონალდო (7), 0:2 რონალდო (17-პენ), 0:3 რონალდო (20), 0:4 ბენზემა (28), 0:5 რონალდო (61), 0:6 რონალდო (81)

ესპანიოლი (4-4-2): პაუ ლოპესი - არბილია, ა. გონსალესი, სიანი (45. მონტანიესი), დუარტე - სევილია, ვ. სანჩესი (65. ჟორდანი), ხ. ლოპესი (46. კანიასი), ვ. ალვარესი - კაისედო, მორენო

რეალი (4-2-3-1): ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი (75. ვარანი), მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი (56. კოვაჩიჩი) - ისკო, ბეილი, რონალდო - ბენზემა (63. ლ. ვასკესი)

გაფრთხილება: გონსალესი, კანიასი - ბენზემა, კოვაჩიჩი

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 19-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14-15 (3-8); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 32 155

სპორტინგი-ვალენსია 0:1

გოლი: 0:1პ. ალკასერი (91)

სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, ბერნარდო, ლოპეს ბლანკო - პ. პერესი (82. კარმონა), ს. ალვარესი, მასკარელი (61. კასესი), ხონი - ჰალილოვიჩი (70. გერერო), სანაბრია

ვალენსია (4-3-3): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი, აბდენური, გაია - პარეხო, ფუეგო, ე. პერესი (67. ანდრე გომეში) - ფეგული, ნეგრედო (75. პ. ალკასერი), პიატი (82. ბაკალი)

გაფრთხილება: მასკარელი, ლოპესი, პერესი - პარეხო, პერესი, ფუეგო

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16-17 (8-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 23 206

ატლეტიკო-ბარსელონა 1:2

გოლები: 1:0 ფ. ტორესი (51), 1:1 ნეიმარი (55), 1:2 მესი (77)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ო. ტორესი (60. კარასკო-ფერეირა), გაბი (81. ვიეტო), ტიაგო, კოკე - ფ. ტორესი (62. ჯ. მარტინესი), გრიზმანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, ვერმალენი (28. მატიო), ალბა - რაკიტიჩი (60. მესი), ბუსკეტსი, ინიესტა - რაფინია, ლ. სუარესი, ნეიმარი

გაფრთხილება: ო. ტორესი, ფილიპე ლუიში, ხ. ხიმენესი - ინიესტა

კუთხური: 1-10; ჯარიმა: 17-5; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-13 (3-5); ბურთის ფლობა: 30%-70%.

მაყურებელი: 53 491

ბეტისი-სოსიედადი 1:0

გოლი: 1:0 რ. კასტრო (41)

ბეტისი (4-4-2): ადანი - პიცინი (78. მოლინერო), ბრუნო, ვესტერმანი, ვარგასი - ხოაკინი (66. სეხუდო), პეტროში, ნ'დიაიე, პორტილიო - რ. კასტრო, მოლინა (46. სებალიოსი)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო, დ. რეიესი, მ. გონსალესი, დე ლა ბელია (70. აგირეჩე) - პარდო (82. კანალესი), ილიარამენდი - ბრუმა, ველა, ჩაბი პრიეტო (47. გ. კასტრო) - ჟონათასი

გაფრთხილება: ნ'დიაიე, ბრუნო, პეტროში, სებალიოსი, პორტილიო - დე ლა ბელია, პარდო, რეიესი

გაძევება: პეტროში (45)

კუთხური: 2-4; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 9-15 (2-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 38 768

13 სექტემბერი

გრანადა-ვილიარეალი 1:3

გოლები: 0:1 ტრიგეროსი (48), 0:2 ბაკამბუ (51), 1:2 ფ. რიკო (73), 1:3 სამუ გარსია (91)

გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში (72. ტიევი), ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - კრჰინი, რ. პერესი (21. ფ. რიკო) - საქსესი, ხ. მარკესი (63. იბანიესი), როჩინა - ელ-არაბი

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - ნ. ლეივა (58. დ. სუარესი), ტრიგეროსი, პინა, კასტილიეხო (66. სამუ გარსია) - ბაკამბუ (79. ადრიანი), სოლდადო

გაფრთხილება: ბაბენი, ლოპეში - პინა, სოლდადო, ბაილი, არეოლა

კუთხური: 8-6; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 13-8 (2-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 13 954

ბილბაო-ხეტაფე 3:1

გოლები: 1:0 ადურისი (6), 2:0 რ. გარსია (24), 2:1 ველასკესი (70), 3:1 ადურისი (83)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი,ეჩეიტა, ლეკუე - სან ხოსე, ბენიატი (88. მ. რიკო) - სუსაეტა, რაულ გარსია (79. ერასო), აკეჩე (68. ი. გომესი) - ადურისი

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ველასკესი, ალექსისი, ლაგო - ხ. როდრიგესი (63. ვანდერსონი), ლასენი - პედრო ლეონი (63. მედრანი), ვ. როდრიგესი (82. ა. ვასკესი), ლაფიტა - სჩეპოვიჩი

გაფრთხილება: სან ხოსე - ლაფიტა, ლაგო, ველასკესი

კუთხური: 12-5; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 13-11 (6-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 39 003

სელტა-ლას პალმასი 3:3

გოლები: 1:0 ორელიანა (13-პენ), 2:0 ვასი (18), 2:1 არაუხო (23), 3:1 ნოლიტო (48), 3:2 არაუხო (61), 3:3 სიმონი (74)

სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო (84. ბონგონდა), კაბრალი, ფონტასი, ხონი - ვასი, ა. ფერნანდესი, პ. ერნანდესი (66. გუიდეტი) - ორელიანა, ასპასი, ნოლიტო

ლას პალმასი (4-4-2): ვარასი - სიმონი, ალკარასი, ბიგასი, კასტელიანო - მესა (57. აიტამი), ერნანი, კულიო, ვიერა (86. ვაკასო) - ვილიან ჟოზე (13. რაული), არაუხო

გაფრთხილება: - ალკარასი, აიტამი, არაუხო

გაძევება: ვარასი (11)

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 26-9 (12-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 19 048

მალაგა-ეიბარი 0:0

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ანხელერი, ბოკა - რესიო, ტისონე - ორტა (55. დუდა), ამრაბატი (83. ტიგადუინი), ხუან კარლოსი (68. კოპი) - შარლესი

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, რამისი, მ. დოს სანტოსი, ლუნა - დ. გარსია, ადრიანი - კეკო, ესკალანტე (66. ისრაფილოვი), ბერხონი (66. ჟუნკა) - ენრიჩი (81. ბასტონი)

გაფრთხილება: რესიო, ანხელერი - ესკალანტე, ისრაფილოვი, კეკო, რამისი

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-7 (4-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 19 836

14 სექტემბერი

ვალეკანო-დეპორტივო 22:30

ბომბარდირები: 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 3 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), ნოლიტო (სელტა).

მომდევნო ტური

18 სექტემბერი:

ხეტაფე-მალაგა.

19 სექტემბერი:

რეალი-გრანადა, ვალენსია-ბეტისი, ეიბარი-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ესპანიოლი.

20 სექტემბერი:

სევილია-სელტა, დეპორტივო-სპორტინგი, ვილიარეალი-ბილბაო, ლას პალმასი-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-ლევანტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

real
მოდი და დამაჯერე რომ ესე თამაში გაყიდული არ იყო? რონალდოს ვაფშე არ იყვანდნენ და დაცვის თამაშს დააკვირდით. სასწაულია ბოლო სამი გოლი. ხელი არ შეუშლიათ ფაქტობრივად
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი