ინტერვიუ. პედრო ლეონი

გუშინ მადრიდის "რეალის" ახალმა შენაძენმა პედრო ლეონმა კლუბის ოფიციალურ საიტს პირველი ინტერვიუ მისცა.

- გილოცავთ, როგორც ვიცით, ბავშვობის ოცნება აგიხდათ...

- მადლობა, "რეალი" პლანეტის საუკეთესო კლუბია. ბავშვობიდან მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა, აქ, ამ გუნდის მაისურით მეთამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ.

- თქვენ ძალიან გულთბილი შეხვედრა მოგიწყვეს გულშემატკივრებმა, თუ ელოდით ამას?

- ისინი ძალიან მაგრები არიან. მართლა არ მეგონა თუ ასეთი ცნობილი ვიყავი. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა დღეს.

- ფლორენტინო პერესმა შეგაქოთ და აღნიშნა, რომ გასულ სეზონში თქვენ ძალიან კარგი თამაშით დაიმსახურეთ "რეალის" მაისურა...

- შარშანდელი სეზონის შემდეგ მართლაც ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ როგორც გავიგე, რომ "რეალიც" იყო დაინტერესებული, ჩემს აგენტს ვუთხარი, სხვა ყველა ვარიანტი გადაეხაზა. თავი ახლაც სიზმარში მგონია. ფეხბურთში ამაზე კარგ შანსს ვერავინ მოგანიჭებს, რაც მე მივიღე - მოვხვდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და საუკეთესო მწვრთნელია. უნდა მოვინდომო და ბევრი ვიშრომო. მსურს დიდ პროგრესს მივაღწიო.

- ჯერ მხოლოდ 23 წლის ხართ, მაგრამ უკვე მოასწარით თამაში "მურსიაში", "ლევანტეში", "ვალიადოლიდში" და "ხეტაფეში", მოგზაურობა გიყვართ?

- არა, "რეალს" ვეძებდი. ნელნელა ვუმატებდი და კლუბსაც შესაბამისად ვიცვლიდი. ახლა კი გაჩერების დროა. "რეალის" ღირსებას თავდაუზოგავი თამაშით დავიცავ.

- თქვენი ყველა ყოფილი მწვრთნელი აღფრთივანებით საუბრობს პედრო ლეონის კარგ თამაშზე.

- მეც დიდი მადლიერი ვარ მათი, განსაკუთრებით მენდილიბარის.

- ჟოზე მოურინიო მომთხოვნი მწვრთნელია, რომელიც დღედაღამ მუშაობს და არც სხვას აძლევს მოსვენების საშუალებას, რა იფიქრეთ, როცა გაიგეთ, რომ მისი შეგირდი გახდებოდით?

- ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ის ხომ საუკეთესოა მთელს მსოფლიოში, ამიტომაც დაამარცხა "ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე. ვიმედოვებ, რომ სეზონის ბოლოს მეც კმაყოფილი ვიქნები და მოურინიოც.

- როგორი ფეხბურთელია პედრო ლეონი, რომელიც მემარჯვენეა, მაგრამ ორივე ფლანგზე ბრწყინვალედ თამაშობს?

- მოდით, ფეხბურთელი პედრო ლეონი სხვამ შეაფასოს და არა პედრო ლეონმა. მწვრთნელი თავად განსაზღვრავს, სად და როგორ გამომიყენოს.

- როგორია კრიშტიანო რონალდოს, ქარიმ ბენზემას და კაკას დარ ვარსკვლავების გვერდით თამაში?

- ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. ერთი სული მაქვს, როდის გადავიცმევ "რეალის" მაისურას და სათამაშოდ შევალ.

- რას ეტყვით ჩვენს გულშემატკივარს?

- მინდა იცოდნენ, რომ დიდ პატივს ვგრძნობ "რეალის" ღირსების დაცვა რომ მომიწევს. სანამ შემეძლება არასოდეს გავჩერდები, მინდა გულშემატკივრები გავახარო. ჰალა მადრიდ!

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა