საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური
20-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა თერჯოლის "საპოვნელამ" პირველი ქულა საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ "სიონთან" მოიპოვა. ბოლნისელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს და მორიგი გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ადგილზე გადაინაცვლებდნენ, მაგრამ, დიდი უპირატესობის მიუხედავად, თერჯოლელთა გატეხა ვერ მოახერხეს.

მამუკა ხუნდაძის გუნდმა, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე სამივე შეხვედრა წააგო, "სიონთან" შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა, ცოტა ფორტუნაც წაეხმარა და წაგებათა სერიას წერტილი დაუსვა. ისე კი, ბოლო წუთებზე გიორგი ბუხაიძეს ან გიორგი ტყეშელაშვილს დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ ეყოჩაღათ, ბოლნისელთა სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება, შესაძლოა, თერჯოლელებს დარჩენოდათ...

მატჩი კი ბოლნისელთა შეტევებით დაიწყო. ქვემოქართლელები განსაკუთრებით სახიფათოდ მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც კობა შალამბერიძე აქტიურობდა. მისი პირველივე საჯარიმო დარტყმა სახიფათო გამოდგა - თერჯოლელთა ახალგაზრდა მეკარე ალექსანდრე გიორგაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, იქიდან მოწოდებულს კი ალექსანდრე გოგობერიშვილი გზავნიდა კარში, მაგრამ ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, ხოლო შემდეგ კარის ხაზზე დაეცა. ბოლნისელები გოლს ითხოვდნენ, მაგრამ - ამაოდ...

მორიგი სახიფათო ეპიზოდიც შალამბერიძის აქტიურობას მოჰყვა. მან 3 მცველი ჩამოიცილა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ვილი იასიანი, რომლის დარტყმაც უზუსტო გამოდგა.

შემდეგ თავად შალამბერიძემ სცადა გატანა, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და კარს მცირედით ასცდა. ტაიმის ბოლოს გიორგი ვასაძესაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დიმიტრი ტატანაშვილის თავური პასის შემდეგ ხეირიანად ვერ გაისარჯა.

რაც შეეხება ნომინალურ მასპინძლებს, ისინი ძირითადად კონტრშეტევების იმედად იყვნენ, მაგრამ აქაც სისწრაფე აკლდათ. თუ არ ჩავთლით ნიკა შალამბერიძისა და შალვა ცქიფურიშვილის სუსტ დარტყმებს, რაც მირზა მერლანის იოლი ნადავლი გახდა, პირველ ტაიმში "საპოვნელას" სხვა მომენტი არ შეუქმნია.

მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ბოლნისელები უტევდნენ და საგოლე მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდათ. კობა შალამბერიძის თავური დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს, ფოფხაძის მცდელობის შემდეგ მასპინძლები მეკარმ გადაარჩინა.

მანვე, ტაიმის შუა წელში იმავე შალამბერიძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია. ერთ ეპიზოდში, ბოლნისელები თერჯოლელთაგან ხელით თამაშისთვის პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.

ვარლამ კილასონია ბოლოს ვა-ბანკზეც წავიდა - შეტევების გასაძლიერებლად, მცველი დავით სვანიძე გაიყვანა და მოედანზე მეორე ფორვარდი, ჯაბა უგულავა შეუშვა. "სიონი" ბოლომდე უტევდა და გოლთანაც ახლოს იყო - ოთარ კობახიძის ჩაწოდებისა და ტატანაშვილის თავურის შემდეგ თერჯოლელები აშკარა გოლისგან ძელმა იხსნა...

ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ სტუმრები კინაღამ დაისაჯნენ, მაგრამ ბოლო წუთზე იმერლებმა ორი კარგი მომენტი გააცუდეს და შეხვედრაც უგოლოდ დამთავრდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური

12.08. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 450 მაყურებელი

საპოვნელა-სიონი 0:0

საპოვნელა (3-2-3-2): გიორგაძე - რობაქიძე (56. ბერუაშვილი), ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი - მურადაშვილი (51. ბანძელაძე), ნ. შალამბერიძე - ამბროლაძე (67. მაკარიძე), ცქიფურიშვილი, ალავიძე - ბუხაიძე, ტყეშელაშვილი.

სათადარიგოები: კახეთელიძე, ბუცხრიკიძე, აბესაძე, თავაძე

მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე

სიონი (4-2-3-1): მერლანი - ფოფხაძე, სვანიძე (82. უგულავა), ჯაფიაშვილი, გაფრინდაშვილი - რაზმაძე, გოგობერიშვილი - ისიანი (55. კობახიძე), ვასაძე (60. მანჯგალაძე), კ. შალამბერიძე - ტატანაშვილი.

სათადარიგოები: ნანიევი, მიქაბერიძე, ჭიკაიძე, საჯაია

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: ჯაფიაშვილი (19), ვასაძე (53), მანჯგალაძე (68), ბანძელაძე (69), კობახიძე (85)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ბომბარდირები

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4

ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4

ო. მარცვალაძე (დილა) 4

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4

15-16 სექტემბერი

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები

V ტური

20 სექტემბერი, კვირა

სიონი-ლოკომოტივი

შუქურა-საპოვნელა

ტორპედო-კოლხეთი

ცხინვალი-დინამო (ბთ)

ჩიხურა-დილა

დინამო (თბ)-ზუგდიდი

სამტრედია-მერანი

გურია-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]