2017 წლიდან მსოფლიოს შესარჩევი იწყება
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ, ქალაქ ლილში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა სანაკრებო დონეზე შესარჩევი ტურნირების ახალი ფორმატი, რომელიც 2017 წლიდან შევა ძალაში.

პირველი ტურნირი, რომელზეც გამოცდიან ახალ კონცეპციას, იქნება 2019 წელს, ჩინეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია.

შესარჩევი ტურნირი 15 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა კონტინენტის 140 ქვეყანა.

კალენდარში გამოყოფილი იქნება ექვსი სპეციალური ფანჯარა. თითოეულის ხანგრძლივობა ცხრა დღე იქნება. ტურები გაიმართება 2017 წლის ნოემბერში, 2018 წლის თებერვალში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში, აგრეთვე, 2019 წლის თებერვალში. გუნდები "შინ და გარეთ" სისტემით ითამაშებენ.

ამ სიახლეს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების კალათბურთის ფედერაცია. სავარაუდოდ, ამ ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობას განვითარების ლიგაში (D-ლიგა) მოთამაშე კალათბურთელებით დააკომპლექტებს.

როგორც ESPN აღნიშნავს, თეორიულად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები ივნისის ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შეძლებენ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ნოემბერსა და თებერვალში, როცა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატი მიმდინარეობს, იქაური კლუბები არ მოისურვებენ კალათბურთელების ნაკრებში გაშვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა