ნიუს ვაჟის პირველი გამარჯვება
გასულ უქმეებზე საინტერესო მოვლენები მოხდა ფორმულა 4-ის საავტომობილო სერიაში. "რედ ბულის" ტექნიკური დირექტორის ედრიან ნიუის ვაჟმა - ჰარისონ ნიუიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა ბრიტანულ ფორმულა 4-ში.

17 წლის პილოტი პირველი მივიდა ფინიშთან დონინგტონის ტრასაზე. მან პოულიდან აიღო სტარტი და მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობდა. წარმატებული უქმეების წყალობით (პირველ რბოლაში ტრიუმფის შემდეგ, უმცროსმა ნიუიმ მესამე ადგილი დაიკავა მესამე რბოლაში), ინგლისელი მეორე ადგილზე გადავიდა გენერალურ კლასიფიკაციაში.

გერმანიაში ოშერსლებენის ტრასაზე კი გერმანული ფორმულა 4-ის მორიგი ეტაპი გაიმართა და აქ თავი გამოიჩინა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა - მიკ შუმახერმა. მან უქმეების მეორე რბოლაში მესამე ადგილი დაკავა და პოდიუმზე ავიდა.

უმცროსი შუმახერისთვის ეს მეორე წარმატებაა ჩემპიონატში მას შემდეგ, რაც სეზონის სტარტზე, იმავე ოშერსლებენის ტრასაზე სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია. საერთო ჩათვლაში მიკ შუმახერი მე-11 ადგილზეა, დებიუტანტებს შორის - მესამე პოზიციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა