"ვალენსია" "მესტალიაზე" გაამწარეს
"ვალენსიას" თავკაცი ნუნუ ესპირიტო სანტუ თამაშის წინ გაიძახოდა, რომ "ზენიტი" მხოლოდ ჰალკი არაა, თუმცა სწორედ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა გაუჩინა თავსატეხი "ღამურებს მშობლიურ "მესტალიაზე", რომელსაც ისინი ვერ გაუმკლავდნენ.

მე-9 წუთზე პორტუგალიელმა დანიმ ლამის მთელი მინდორი გადმოირბინა ბურთით და ჰალკს გაატანინა. ტაიმის მიწურულს კი ჰალკს ბურთი თავით არტიომ ძიუბამ დაუგდო. ორივე შემთხვევაში უკეთ მართებდა მოქმედება "ვალენსიას" მესამე მეკარე ხაუმე დომენეჩს, რომელიც პირველი ორის ტრავმის გამო თამაშობდა.

55-ე წუთზე კანსელომ ერთი გაქვითა, პორტუგალიელ მცველს ჩაწოდება სურდა, თუმცა კარში დარტყმა გამოუვიდა. შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა პორტუგალიელმა, ანდრე გომეშმა საჯარიმოში შესვლით გაათანაბრა, მაგრამ ეს არ იყო "ვალენსიას" დღე - სამ წუთზე აქსელ ვიტსელმა "მესტალია" დაადუმა - 2:3.

"ვალენსია" ჯერჯერობით, ვერ ამართლებს საკმაოდ სუსტ ჯგუფად მიჩნეული კვარტეტის ფავორიტობას.

"ვალენსიას" ფანებს, ალბათ, გაუხარდათ, როცა მეორე შეხვედრის შედეგი გაიგეს - ბელგიის ჩემპიონმა "გენტმა" 9 კაცით შეძლო ქულის მოპოვება "ლიონთან". შეცვლაზე შესულმა კრისტოფ ჟალემ 58-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ზუსტად ათ წუთში შვეიცარიელმა დანიელ მილიჩევიჩმა გაათანაბრა. "ლიონს" მოგება შეეძლო, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტი ვერ გაიტანა - 1:1. შეგახსენებთ, რომ "გენტი" ლიგის დებიუტანტია.

ვალენსია-ზენიტი 2:3

გოლები: 0:1 ჰალკი (9), 0:2 ჰალკი (45), 1:2 კანსელო (55), 2:2 ანდრე გომეში (73), 2:3 ვიტსელი (76)

ვალენსია (4-2-3-1): ხაუმე - კანსელო, მუსტაფი, აბდენური, გაია - ე. პერესი, ფუეგო (46. პ. ალკასერი) - ფეგული (71. როდრიგო), პარეხო, პიატი (46. ანდრე გომეში) - ნეგრედო

ზენიტი (5-3-2): ლოდიგინი - სმოლნიკოვი (69. შატოვი), გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო, ანიუკოვი (77. ნეტო) - ხ. გარსია, დანი, ვიტსელი - ძიუბა (59. ფაიზულინი), ჰალკი

გაფრთხილება: ალკასერი, მუსტაფი, გომეში - სმოლნიკოვი, ვიტსელი, ჰალკი

კუთხური: 12-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 15-7 (4-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 25 010

იხილეთ ვიდეო

გენტი-ლიონი 1:1

გოლები: 0:1 ჟალე (58), 1:1 მილიჩევიჩი (68)

გენტი (3-4-3): ზელსი - ნილსენი, მიტროვიჩი, ასარე - ფოკე, კუმსი, რენატო ნეტო, დეჟაგერე - დეპუატრი, მილიჩევიჩი (82. მატონი), საიმონი (69. რამანი (90. რაფინია))

ლიონი (4-3-1-2): ა. ლოპეში - რაფაელი (46. ჟალე), იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი - ფერი (81. მალბრანკი), გონალონი, ვალბუენა - ტოლისო - ლაკაზეტი, ბოვიე (69. კალულუ)

შენიშვნა: ლაკაზეტმა ვერ გაიტანა პენალტი (88)

გაფრთხილება: დეპუატრი - ფერი, უმტიტი, მალბრანკი

გაძევება: დეჟაგერე (41)

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-17 (5-5); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 19 000

იხილეთ ვიდეო

მომდევნო ტური

29 სექტემბერი:

ლიონი-ვალენსია, ზენიტი-გენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
"შახტარი" დავით ხოჭოლავას კონკურენტს "ზენიტს" 10 მილიონად მიყიდის
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ევროპა ლიგა. 1/16 ფინალი: "ფენერბახჩე" პეტერბურგში ერთბურთიანი ფორით მიემგზავრება
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ინტერი" წაგებას 90+2-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]
"ზენიტში" გადასული იაროსლავ რაკიცკი უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთეს
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
"შახტარიდან" "ზენიტში" გადასულ იაროსლავ რაკიცკის უკრაინელები იუდას და მოღალატეს უწოდებენ
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა