ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
ევრობასკეტზე გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ. ლიტვამ იტალია დაამარცხა, სერბეთმა - ჩეხეთი და მივიღეთ საინტერესო წყვილი: ლიტვა-სერბეთი. მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს რომ დაუპირისპირდება, გუშინ მოგახსენეთ.

2009 წლის შემდეგ სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევრობასკეტის ნახევარფინალში. მაშინ, ამ გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა მას მერე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, მთავარმა მწვრთნელმა საშა ჯორჯევიჩმა კალათბურთელების ერთ მუშტად შეკვრა მოახერხა და სერბები სამართლიანად ითვლებიან ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტებად.

როგორც წესი, ჩემპიონობის მაძიებელ ნაკრებებს შემადგენლობებიც დაბალანსებული ჰყავთ და მწვრთნელებს ორი თანაბარი ხუთეულის გამოყვანა შეუძლიათ. სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვა გუშინ სერბეთის ნაკრებმა: სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულმა მეფარეებმა ზორან ერცეგმა და მიროსლავ რადულიცამ ერთობლივად 36 ქულას მოუყარეს თავი, მაშინ, როცა ჩეხეთის ნაკრების სათადარიგოებმა სულ 14 ქულა ჩააგდეს.

14 პასი შეასრულა სერბეთის ნაკრებისა და ცსკა-ს გამთამაშებელმა მილოშ ტეოდოსიჩმა, რომელიც მატჩის გმირად იქცა. არც დითირამბები მოჰკლებია მთავარი მწვრთნელის საშა ჯორჯევიჩისგან:

- ტეოდოსიჩი ვარჯიშებზე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. საოცარი პასის კულტურა და მოედნის ხედვა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კალათბურთელი ჩემს გუნდში თამაშობს.

1/4 ფინალი

სერბეთი-ჩეხეთი 89:75

21:21, 24:21, 22:21, 22:12

სერბეთი: ტეოდოსიჩი (12+14 პასი), მარკოვიჩი (11), კალინიჩი (2), ბიელიცა (14+10 მოხსნა), კუზმიჩი, ერცეგი (20), რადულიცა (16), ნედოვიჩი (8), ბოგდანოვიჩი (6), სიმონოვიჩი, მილოსავლიევიჩი, მილუტინოვი.

ჩეხეთი: სატორანსკი (20), შილბი (11), პუმპრლა (5+4 პასი), ვესელი (23+10 მოხსნა), ბენდა (2), ჰრუბანი (5), ჰოუსკა (5), ველში (4), ბარტონი, აუდა, ჟელინეკი, შირჟინა.

რეალიზაციის პროცენტი:

თამაშიდან 24/33 (72%) - 22/39 (56%)

სამქულიანები 7/25 (28%) - 6/20 (30%)

საჯარიმოები: 20/24 (83%) - 13/18 (72%)

იხილეთ ვიდეო

მერვედფინალში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ლიტველ იონას ვალანჩუნასს 5 ქულა, 4 ფოლი, 3 შეცდომა და 0 მოხსნა ჰქონდა. NBA-ს ცენტრის ასეთი თამაში ნამატჩევს მწვრთნელმა იონას კაზლაუსკასმა მოხერხებულად გაამართლა - ბოლო შეხვედრებია თავს კარგად ვერ გრძნობსო. მწვრთნელს არ უნდოდა საჯაროდ ეღიარებინა, რომ მისი შეგირდი ზაზა ფაჩულიამ დაჩაგრა.

თურმე, ერთ დღეში ვალანჩუნასი სულ სხვა კალათბურთელად გარდაიქმნა, ფორმაშიც შევიდა და იტალიასთან მეოთხედფინალში მატჩის გმირიც გახდა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: იონასმა 26 ქულას 15 მოხსნა მიამატა, მისმა გუნდმა კი დამატებით დროში, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა იტალია.

აპენინელებს მოედანზე NBA-ს სამი კალათბურთელი ჰყავდათ, მაგრამ მხოლოდ ტოპ-ლიგაში თამაში ნახევარფინალში გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ საქმისთვის გაცილებით მეტად ფასობს გუნდურობა, რაც გუშინდელ შეხვედრაში ლიტველებმა შესანიშნავად გამოამჟღავნეს - სეიბუტისისა (9 პასი) და კალნიეტისის (11 პასი) დამსახურებით ბალტიისპირელებმა 28 შედეგიანი გადაცემა მიითვალეს, რაც მეტისმეტად მაღალი მაჩვენებელია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამატებით დროში გამარჯვებულის ბედი სირენამდე 1:49 წუთით ადრე გადაწყდა, როცა კალნიეტისმა სამქულიანით ლიტვა 86:81 დააწინაურა. იტალიელებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ ბოლო წუთებზე ჩვეული სიზუსტით ვერ სტყორცნეს და ისღა დარჩენიათ, ბრძოლა ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში მოხვედრისთვის განაგრძონ.

იტალია-ლიტვა 85:95

20:21, 16:16, 23:23, 20:19, 6:16

იტალია: ბელინელი (18+4 პასი), არადორი (8), ჯენტილე (12), გალინარი (17+6 მოხსნა+4 პასი), ბარნიანი (12+5 მოხსნა), კაზინი (4), მელი (2), ჩინჩარინი (3+5 პასი), ჰაკეტი.

ლიტვა: კალნიეტისი (14+11 ქულა), მაციულისი (19+10 მოხსნა, 3 პასი), სეიბუტისი (6+9 პასი), იანკუნასი (7), იავტოკასი (1), ვალანჩუნასი (26+15 მოხსნა), კუზმინსკასი (13), მილაკნისი (9), ლეკავიჩუსი.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shaqman
ისე ცნობისთვის, ბარნიანის ეგ სტატისტიკა მესამე მეოტხედში ქონდა მარტო (ნუ 2 მოხსნით ნაკლები) და დანარჩენ მეოთხედებს აღარ უთვლით? :)))
anatoli
პრობლემა არის მოკლე სატადარირო სკამი ნაკრების
lasha
ამ თამაშის მერე უფრო დამწყდა გული ჩვენს ნაკრებზე... ცოტა მეტი თავდაჯერებულობა, ცოტა იღბალიც რომ გვქონოდა და ლიტვის ბარიერი გადაგველახა, აშკარად გამოჩნდა რომ წარმატების იმედი იტალიასთანაც არ იყო ფანტაზიის სფეროდან...
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]