ჯიჯი ბუფონის მე-40 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
იტალიას ახლა იმდენი ძლიერი გუნდი აღარ ჰყავს, რამდენიც ადრე ჰყავდა. იქაური ჩემპიონატის დონე დაეცა და გრანდების ჯახებსაც ბრწყინვალება მოაკლდა. ამის მიუხედავად, ტიფოზები მაინც თავიანთ სიმაღლესა და ამპლუაში არიან.

"ინტერის" ფანი ვერასოდეს შეურიგდება "მილანის" ჰეგემონიას და ვერც მის ფეხბურთელებს შეიყვარებს. "რომასა" და "ლაციოს" შემთხვევაშიც ასეთივე სიტუაციაა. "იუვენტუსი" ბევრს უყვარს იტალიაში, მაგრამ ყველას არა.

შეუძლებელია, ყველას უყვარდე. სამაგიეროდ, "ბებერ ქალბატონს" ჰყავს ერთი ფეხბურთელი, რომელზეც მთელი იტალია გიჟდება. ეს ჯიჯი ბუფონია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. იქნებ, სიტყვა "ერთ-ერთი" აქ ზედმეტიც იყოს, თუმცა ჩვენ მაინც თავი დავიზღვიოთ.

არ აქვს მნიშვნელობა, იტალიის რომელ სტადიონზე თამაშობს "იუვე" და რომელი გუნდია მისი მოწინააღმდეგე - ბუფონს მაინც ტაშით აცილებენ. ანდრეა პირლოსთან ერთად ის გამარჯვებული იტალიის სიმბოლოა, 2006 წელს ყველასათვის მოულოდნელად, რომ დაიპყრო საფეხბურთო მსოფლიო.

იტალიაში აფასებენ წარსულს. იტალიაში იციან ფეხბურთი. აპენინებზე მშვენივრად უწყიან,რომ შეიძლება დიდი დრო გავიდეს და "სკუადრა აძურა" ვეღარ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. იტალიური ფეხბურთის ქომაგებო, ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ....

...ბუფონი 37 წლისაა და ის დიდებულ ფორმაშია. იმას, რასაც "იუვენტუსის" ლიდერმა "სიტისთან" გასვლით მატჩში აკეთა, ჩვენ მხოლოდ ჯადოქრობას თუ დავარქმევთ. ეს ნაღდი სასწაული იყო. "სიტიმ", ძალიან რომ გაძლიერდა სეზონთაშორის პერიოდში, ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო და ამაში მთავარი დამნაშავე ბუფონია.

იტალიის ნაკრების უბერებელმა მეკარემ აიღო პრაქტიკულად ყველა ბურთი, რომელიც მისი კარის მიმართულებით გაფრინდა - გაშვებულ გოლში მას ბრალი არ მიუძღვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ეპიზოდი, როცა ბუფონმა ზედიზედ ორი დიდებული ნახტომით იხსნა თავისიანები.

არადა, ამ შეხვედრის წინ "იუვენტუსისა" არავის სჯეროდა. მასიმილიანო ალეგრის გასწვრთნილმა გუნდმა კოშმარულად დაიწყო იტალიის ჩემპიონატი და, რა თქმა უნდა, "ქალბატონს" კიდევ უფრო უნდა გასჭირვებოდა ჩემპიონთა ლიგაზე.

დავამატთ ამას ისიც, რომ "იუვენტუსს" აღარ ჰყავს ოდინდელი ლიდერები, ანდრეა პირლო, კარლოს ტევესი და არტურო ვიდალი. ისინი წავიდნენ. ბუფონი არსად წასულა. ჯიჯის ერთგულება არ ესწავლება. ის მაშინაც კი არსად წასულა, როცა "იუვე" იტალიის რანგით მეორე ლიგაში დააქვეითეს.

ამიტომაცაა, ბუფონი განსაკუთრებით რომ უყვართ "იუვენტუსის" გულშემატკივრებს. ბუფონი მათთვის ყველაფერია - ერთგულება, ტრადიცია, გამარჯვება... ჯიჯის ვერავინ შეცვლის - ასეთია მათი წარმოდგენა. რა თქმა უნდა, შეუცვლელი არავინაა, თუმცა ბუფონის შემთხვევაში ეს ძალიან უნდა გაჭირდეს.

არავინ იცის, რას იზამს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვე" - შეცვლილი გუნდი, ახალი ლიდერებითა და ნიჭიერი ახალგაზრდებით, რომლებმაც სეზონის მიმდინარეობისას, პროცესში აუცილებლად უნდა მოუმატონ.

ის კი ფაქტია, რომ მანჩესტწერში გამარჯვება იოლი არასოდეს არის. რას ფიქრობს ბუფონი გუნდის პერსპექტივებზე?

"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ეს ინგლისში გამართულ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე და იმისაც მჯერა, რომ ინგლისში გამარჯვება ამ დიდი გზის დასაწყისია.

ჩემპიონატში ცუდი სტარტის შემდეგ "იუვენტუსისათვის" აუცილებელი იყო ინგლისში წარმატებით ტამაში და გახარებული ვარ, ეს რომ შევძელით." - ამბობს ბუფონი, ვინც "სიტის" ჩილელი დამრიგებლის, მანუელ პელეგრინის აზრით, უდიდესი წვლილი შეიტანა "ბებერი ქალბატონის" ინგლისურ ტრიუმფში.

ბუფონი არ იღლება. მას ძველებურად სიამოვნებს ფეხბურთის თამაში. ის 37 წლისაა და კვლავ ანთებული თვალები აქვს. მისი მოტივაცია ბევრ დამწყებს შეშურდება. არადა, ჯიჯიმ პრაქტილულად ყველაფერი მოიგო.

როგორ ახერხებს იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ დარჩენას ასეთ სოლიდურ ასაკში? ამაზე ჯანლუიჯი ბუფონს თავისი პასუხი აქვს.

"ჩემი აზრით, აქ განსაკუთრებული არაფერია. მე ფანატიკურად მიყვარს ფეხბურთი. ის ჩემი ცხოვრებაა და მე მას ვეკუთვნი. მე მსიამოვნებს თამაში და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ხვალაც. მე არასოდეს დამირღვევია რეჟიმი და ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვინმე მაძალებს. უბრალოდ, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს სპორტული ცხოვრება."

როგორც ირკვევა, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს. ჯიჯი ამბობს:

"ჩემი მიზანი და ოცნებაა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო. ამ დროისათვის მე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ვიყო." - თქვა ბუფონმა.

ჯიჯი ფორმაშია. იტალიას უყვარს ბუფონი, ბუფონს ფეხბურთი.

ბუფონი არ უნდა წავიდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :)))))
86-ში ფავორიტებად ითვლებოდნენ, 90-შიც, 90-ში კი საერთოდ არავინ ელოდა მათ გამოთიშვას. 94-ში ფინალში პენალტებით წააგეს, 98-შიც მეოთხედფინალში პენალტებით დათმეს მასპინძელ ფრანგებთან. 2002 წელი, სამარცხვინო მსოფლიო ჩემპიონატი (გამარჯვებული ღირსეული, მაგრამ თვითონ ჩემპიონატი სამარცხვინო), გახსოვთ ალობათ მსაჯობა, სხვათაშორის ის "ნარკორეალიზატორი" ეკვადორელი მსაჯი ციხეში ზის, სასჯელს იხდის, ასეთი სამარცხვინო მსაჯობა ჯერ ფიფას ალბათ არ ახსოვს, იმავე მსოფლიოზე მეოთხედფინალში ესპანეთი "გააგდეს", როგორც იტალია, დიახ ამას გაგდების გარდა არაფერი ჰქვია (ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა იტალიას, ისევე როგორც ესპანეთს). 2006-ში ტრიუმფი, თქვენთვის შეიძლება მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ჩამოთვლილ "ბექგრაუნდს" თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ ფეხბურთში ჩაუხედავი ადამიანი თუ ჩათვლიდა 2006-ში იტალიის გაჩემპიონებას მოულოდნელად. აი ბოლო ორი ჩემპიონატი კი....... აი რა იყო მოულოდნელობა და არა იტალიის გაჩემპიონება. სანამ რაღაცას დაწერთ ცოტა დაფიქრდით, წაიკითხეთ, ან ვიღაცას ჰკითხეთ მაინც, ისე, ცოტა აზრზე მაინც რომ იყოთ, თორემ "მარშუტკაში" მონაყოლი ჭორის "ქახალდზე" გადმოტანა, რა ვიცი, რა ვიცი.....
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ენრიკეს ყოფილი სასიძო თავისთან მიჰყავს - პსჟ-ის მწვრთნელს შეტევაში ახალი გეგმები აქვს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"ძირითადი მეკარეობა დაიმსახურა, მაგრამ..." - პირლომ საფონოვზე ისაუბრა
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან