"ვალენსიას" და "სევილიას" კრიზისი
* დენის ჩერიშევი გახდა პირველი რუსი ფეხბურთელი, რომელმაც "რეალის" რიგებში პრიმერაში ითამაშა.

* კეილორ ნავასმა პირველი ოთხი სასტარტო ტური კარი მშრალად შეინახა, მან "რეალის" ძველი მეკარის, მიგელ ანხელის რეკორდი გაიმეორა (1975 წ).

* კეილორ ნავასს 10 წუთი აშორებს იკერ კასილიასის რეკორდამდე, რომელიც მან 2008-09 წლების სეზონში დაამყარა - 460 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვა.

27 სექტემბერს კატალონიაში არჩევნებია, სადაც ვარაუდობენ, რომ დამოუკიდებლობის მომხრეები იმარჯვებენ. საფეხბურთო კატალონიაც ემზადება და ახლახან კატალონიის ფეხბურთის ასოციაციის დარეგისტრირება მოხერხდა (ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაასაჩივრა). თუმცა ჯერ ლა ლიგის დაშლამდე დიდი დროა, იბერიის ნახევარკუნძულზე IV ტურის მატჩები გაიმართა...

მოხეტიალე ფორვარდის გოლით

ლა ლიგაში უქულოდ აღარავინაა - "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ფრან ესკრიბას "ხეტაფემ" პირველი ქულები მოიპოვა - მე-2 წუთზე მათმა სერბმა ფორვარდმა სტეფან შჩეპოვიჩმა იყოჩაღა, 25 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც უკვე მოასწრო ნახევარი ევროპის შემოვლა, ვარდნაში თავით გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი "მალაგას" კარში - 1:0.

"სელტიკის" ექსფორვარდის დარტყმის გარდა ერთი-ორი მწვავე მომენტი კიდევ იყო სხვა მხრივ ძალზე მოსაწყენ შეხვედრაში, რომელსაც მადრიდში სულ რაღაც 5 ათასი ადამიანი დაესწრო.

რეკორდსმენი და გმირი

მადრიდის "რეალმა" "გრანადა" მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა - 1:0. გამარჯვების გოლი ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა, რომელმაც ისკოს პასით გაიტანა. ჩვეულად აქტიურობდა კრიშტიანო რონალდო, ის ერთხელ მეკარესთან პირისპირაც გავიდა, მაგრამ დუელში დამარცხდა. "გრანადას" თავი ნამდვილად არ შეურცხვენია, ერთხელ სტუმრებს ოფსაიდის გამო, გოლი გაუუქმეს, მინიმუმ, სამჯერ კი გუნდი აშკარა გოლისგან კეილორ ნავასმა იხსნა.

რაფა ბენიტესი (რეალი): "ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, ძალიან ორგანიზებული გუნდია "გრანადა", რომელიც კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. ჩვენ კი ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ".

ხოსე რამონ სანდოვალი (გრანადა): "მე მხოლოდ მოგება მაკმაყოფილებს. არავის სჯეროდა ჩვენი, "რეალიც" ზემოდან გვიყურებდა, მათ ოფიციალურ საიტზე ბჭობდნენ, გაგვიტანდნენ თუ ვერა ცხრა გოლს. ახლა კი, მარცხის მიუხედავად, ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ".

იხილეთ ვიდეო

უცნაური კრიზისი

"ვალენსიას" მდგომარეობას უკვე შეგვიძლია დავარქვათ მინი-კრიზისი - "ბეტისთან" "ღამურებმა" ნახევარი თამაში რიცხობრივ უპირატესობაში ჩაატარეს, მაგრამ ამით ნუნუ ესპირიტო სანტუს გუნდმა ხეირი ვერ ნახა - 0:0. კრიზისი იმის მიუხედავად, რომ გუნდს ლა ლიგაში ჯერ არ წაუგია და მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული, თუმცა "მესტალია" ასე ფიქრობს - ფანებმა სიმღერით მოსთხოვეს ნუნუს გადაგდომა. სხვათა შორის, "მესტალია" ძალზე თბილად შეხვდა "ბეტისის" ვეტერან ხოაკინ სანჩესს, რომელიც "ვალენსიას" ექსფეხბურთელია.

ნუნუ (ვალენსია): "გუნდი მომენტებს ქმნის, მაგრამ ვერ იყენებს. ჩვენ ამაზე მუშაობა გვმართებს. ფანების რისხვა გასაგებია, მაგრამ, მენდეთ, "ვალენსიაში" ყველაფერი დალაგდება. ჩვენ ისევ მივაღწევთ წარმატებებს".

ტორესი გამოცოცხლდა

დიეგო სიმეონე იმიტომაც არის ძლიერი მწვრთნელი, რომ მისი გუნდისთვის არასახარბიელოდ განვითარებული მოვლენების შეცვლა შეუძლია. "ეიბართან" მატჩის გმირები არგენტინელი ანხელ კორეა და ფერნანდო ტორესი გახდნენ, მათ ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია, ორივე მოედანზე შეცვლაზე შევიდა, "ატლეტიკომ" კი სტუმრად ისეთივე ანგარიშით მოიგო, როგორც ეს "გალათასარაისთან" შეძლო სტამბოლში - 2:0.

"ელ ნინიომ" თითქმის ისეთივე გოლი გაიტანა, როგორიც მან ევრო 2008-ის ფინალში გერმანიის ნაკრებს გაუტანა. მატჩის მიწურულს ხუანფრანი კინაღამ უნიკალური ავტოგოლის ავტორი გახდა, მაგრამ ბურთს კარის ხაზზე ისევ თავად მიუსწრო. "ატლეტიკომ" ტრავმის გამო კოკე დაკარგა, რომლის თამაშიც დერბიში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ, საეჭვოა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "კორეას დამსახურება დიდია, რომ მოვიგეთ, მან ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა ყველაზე საჭირო მომენტში. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, როგორც სასტარტოს ფეხბურთელები, ისე შემცვლელები".

იხილეთ ვიდეო

უხვგოლიანი დრამა "ანოეტაზე"

"ანოეტაზე", თითქოს, ყველაფერი კარგად დაიწყო "რეალ სოსიედადისთვის", როცა იმანოლ აგირეჩემ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა, პარაგვაელმა ერნან პერესმა თავურით ლამის დახვრიტა ოიერ ოლასაბალის კარი - 3:2 სტუმარი "ესპანიოლის" სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში საკვანძო ეპიზოდი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, როცა მეკარე რულიმ სტუმართა ტალანტი მარკო ასენსიო წააქცია, ბასკებმა პენალტიც მიიღეს და კაცნაკლულნიც დარჩნენ. მოკლედ, დევიდ მოეიესის თავზე შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი.

"სევილია" - უჩვეულო აუტსაიდერი

კვირადღის ადრეული მატჩი მშვენიერი სანახავი გამოდგა, თუმცა "სანჩეს პისხუანზე" შეკრებილი პუბლიკა შინ გაწბილებული წავიდა - ვიგოს "სელტამ" "სევილია" 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში გალისიელთა აშკარა უპირატესობა ნოლიტოსა და დანიელ ვასის გოლებში აისახა, თუმცა შესვენების შემდეგ შემოსულმა ფერნანდო ლორენტემ "სევილიას" თამაში გამოაცოცხლა. ლორენტემა თავურით "სევილიას" რიგებში პირველი გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს ქულის გადასარჩენად საკმარისი არ იყო.

"ბარსა" უდანაკარგოა

"კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დანი ალვეში დაუბრუნდა და გუნდმა 4:1 გაანადგურა "ლევანტე". ლიონელ მესი ძალიან ახლოს იყო ჰეთ თრიკის შესრულებასთან, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა და დუბლით დაკმაყოფილდა. "ბარსა" ერთადერთი კლუბია ლა ლიგაში, რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს.

იხილეთ ვიდეო

კვირის სხვა მატჩებში ხიხონის "სპორტინგმა" სტუმრად 3:2 დაამარცხა "დეპორტივო", ხოლო "ვილიარეალმა" 3:1 მოუგო ბილბაოს "ატლეტიკს". კანარის კუნძულებზე "რაიო ვალეკანომ" სეზონის პირველი გამარჯვება ჩაიწერა - 1:0.

IV ტური

18 სექტემბერი

ხეტაფე-მალაგა 1:0

გოლი: 1:0 შჩეპოვიჩი (2)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ველასკესი, ალექსისი, ლაგო (68. ვერხინი) - მედრანი, ლასენი - ვანდერსონი (67. პედრო ლეონი), ვ. როდრიგესი, ლაფიტა (87. მენსა) - შჩეპოვიჩი

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ანხელერი, ბოკა (82. ხუან კარლოსი) - ტისონე, რესიო - დუდა, ამრაბატი (46. კოპი), ორტა (59. ტიგადუინი) - შარლესი

გაფრთხილება: ველასკესი, მედრანი, ლაგო, ლასენი, როდრიგესი - ამრაბატი, ტისონე

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 10-13 (4-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 5 808

19 სექტემბერი

რეალი-გრანადა 1:0

გოლი: 1:0 ბენზემა (55)

რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი (62. კოვაჩიჩი) - ლ. ვასკესი, ისკო (85. კაზემირო), რონალდო - ბენზემა (77. ჩერიშევი)

გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ლოპეში, დორია, ლომბანი, ბირაგი - კრჰინი, ხ. მარკესი - საქსესი (61. იბანიესი), როჩინა (67. ფ. რიკო), ე. მენდესი (77. ნ. ლოპესი) - ელ არაბი

გაფრთხილება: ისკო - მენდესი, მარკესი, კრჰინი

კუთხური: 11-1; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 20-11 (10-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 71 786

ვალენსია-ბეტისი 0:0

ვალენსია (4-3-3): ხაუმე დომენეჩი - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური, ორბანი (66. დე პაული) - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში (46. ბაკალი) - ფეგული, პ. ალკასერი, როდრიგო (83. მინა)

ბეტისი (4-4-2): ადანი - მოლინერო, გონსალეს კაბრერა, ვესტერმანი, ვარგასი - ხოაკინი (68. რენელა), ნ'დიაიე, სებალიოსი, პორტილიო (60. სეხუდო) - მოლინა (52. ხ. ტორესი), რ. კასტრო

გაფრთხილება: ორბანი, მუსტაფი, დე პაული, ფუეგო - სებალიოსი, ვარგასი, ადანი

გაძევება: სებალიოსი (48)

კუთხური: 7-1; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 22-3 (5-1); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 40 560

ეიბარი-ატლეტიკო 0:2

გოლები: 0:1 ა. კორეა (62), 0:2 ფ. ტორესი (77)

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ლუნა - დ. გარსია, ესკალანტე (82. არუაბარენა) - კეკო, ადრიანი (71. ბასტონი), ს. ბერხონი (71. ვერდი) - ენრიჩი

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (61. ა. კორეა), ტიაგო, გაბი - ვიეტო (46. ო. ტორესი), ჯ. მარტინესი (46. ფ. ტორესი), გრიზმანი

გაფრთხილება: გარსია, ესკალანტე - კორეა

კუთხური: 1-4; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-14 (3-6); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 5 126

სოსიედადი-ესპანიოლი 2:3

გოლები: 1:0 აგირეჩე (20), 1:1 მორენო (44-პენ), 1:2 როკო (71), 2:2 ჟონათასი (86), 2:3 ე. პერესი (90)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ელუსტონდო, დ. რეიესი, მ. გონსალესი, დე ლა ბელია - გრანერო, ილიარამენდი - ბრუმა (43. ოიერი), კანალესი, ველა (80. გ. კასტრო) - აგირეჩე (80. ჟონათასი)

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ ლოპესი - რ. კორეა (79. ხ. ლოპესი), ა. გონსალესი, როკო, ფუენტესი - დიოპი, ვ. სანჩესი - ე. პერესი, ასენსიო (86. კანიასი), ვ. ალვარესი (66. ბურგუი) - მორენო

გაფრთხილება: გრანერო, ილიარამენდი - როკო, ალვარესი, მორენო

გაძევება: რული (42)

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10-18 (3-6); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 17 481

20 სექტემბერი

სევილია-სელტა 1:2

გოლები: 0:1 ნოლიტო (15), 0:2 ვასი (26), 1:2 ფ. ლორენტე (54)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, ანდრეოლი, კოლოძეიჩაკი, მარიანო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ვიტოლო (30. კრონ-დელი), ბანეგა (46. ფ. ლორენტე), ხ. რეიესი (73. კონოპლიანკა) - გამეირო

სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, გომეს სოლა, კაბრალი (58. ფონტასი), ხონი - ა. ფერნანდესი, ვასი - ორელიანა, პ. ერნანდესი (63. რადოია), ნოლიტო - ასპასი (79. გუიდეტი)

გაფრთხილება: ბანეგა, კრიხოვიაკი, რეიესი - გომესი, ასპასი, მალიო, ორელიანა, ფერნანდესი

გაძევება: ხონი (91)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 13-14 (5-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 35 744

დეპორტივო-სპორტინგი 2:3

გოლები: 0:1 სანაბრია (4), 0:2 სანაბრია (8), 1:2 ხუანფრანი (16), 2:2 ლუის ალბერტო (28), 2:3 მენენდესი (34)

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ფ. ნავარო (62. ლუიზინიო) - მოსკერა, ბორხესი - ხუანფრანი (62. ხ. როდრიგესი), ფაირი (82. ფედე კარტაბია), ლუის ალბერტო - ლ. პერესი

სპორტინგი (4-4-2): ალბერტო - ლორა, ლ. ერნანდესი, ესპინოსა, კანელია - ჰალილოვიჩი (67. კარმონა), ს. ალვარესი, კასესი (83. მასკარელი), მენენდესი - სანაბრია, გერერო (78. პ. პერესი)

გაფრთხილება: ფაირი, სიდნეი, ლუიზინიო - კასესი, კარმონა, სანაბრია

კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 11-16; კარში დარტყმა: 19-4 (9-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 25 801

ვილიარეალი-ბილბაო 3:1

გოლები: 1:0 ბრუნო სორიანო (43-პენ), 2:0 მარიო (67), 3:0 ლეო ბაპტიშტაო (80), 3:1 ადურისი (92)

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - ნ. ლეივა (74. დ. სუარესი), ბრუნო სორიანო, პინა, კასტილიეხო - ბაკამბუ (15. ლეო ბაპტიშტაო), სოლდადო (46. ადრიანი)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო (68. ბენიატი) - აკეჩე, ერასო (62. რაულ გარსია), საბინი - კ. სოლა (62. ადურისი)

გაფრთხილება: ბრუნო, ბაპტიშტაო, ლეივა, ბაილი - ლაპორტი,გურპეგი, ადურისი, დე მარკოსი

კუთხური: 9-4; ჯარიმა: 17-6; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 14-11 (7-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 19 832

ბარსელონა-ლევანტე 4:1

გოლები: 1:0 ბარტრა (50), 2:0 ნეიმარი (56), 3:0 მესი (61-პენ), 3:1 ვ. კასადესუსი (66), 4:1 მესი (90)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, ბარტრა, მასკერანო, ადრიანო - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (62. გუმბაუ), ელ ჰადადი - მესი, ს. რამირესი, ნეიმარი

ლევანტე (5-3-2): რუბენი - ი. ლოპესი, ტრუხილიო, ფედალი, ხუანფრანი, ტონიო - კამარასა (80. რუბენ გარსია), ვერსა, ლერმა - ღილასი (63. ვ. კასადესუსი), როხერი (68. დეივერსონი)

შენიშვნა: მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (75)

გაფრთხილება: - ვერსა

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 21-11 (8-4); ბურთის ფლობა: 70%-30%.

მაყურებელი: 76 013

ლას პალმასი-ვალეკანო 0:1

გოლი: 0:1 გერა (42)

ლას პალმასი (5-3-2): რაული - სიმონი, ალკარასი, აიტამი, ბიგასი, კასტელიანო - მესა (71. ვილიან ჟოზე), ერნანი (62. ვაკასო), კულიო (62. ელ ჟარი) - ვიეტა, არაუხო

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ნ. მარტინესი, დ. ლორენტე, ამაია, რაცი - ბაენა, ტრაშორასი - პ. ერნანდესი, ემბარბა (55. იოსაბედი), ბებე (88. ქუინი) - გერა (76. მანუშო)

გაფრთხილება: ერნანი, ვაკასო, არაუხო - ბაენა, ემბარბა, ამაია, მარტინესი, რაცი

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-16 (2-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 19 350

ბომბარდირები: 5 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 4 - ნოლიტო (სელტა); 3 - არიც ადურისი (ბილბაო), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური

22 სექტემბერი:

ატლეტიკო-ხეტაფე, ესპანიოლი-ვალენსია, გრანადა-რეალ სოსიედადი.

23 სექტემბერი:

სელტა-ბარსელონა, ლევანტე-ეიბარი, რაიო ვალეკანო-სპორტინგი, ბილბაო-რეალი, ლას პალმასი-სევილია, მალაგა-ვილიარეალი.

24 სექტემბერი:

ბეტისი-დეპორტივო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
რეკორდი - "რეალმა" თავდამსხმელი "სტრასბურგს" მიჰყიდა
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია
პსჟ-ს მფლობელები ესპანურ კლუბს შეიძენენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "ლევანტემ" "მალაგა" დაამარცხა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
ყველაფერი შეთანხმდა - პსჟ-ის მფლობელი კომპანია ესპანურ გუნდს ყიდულობს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
კროოსი: "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს, მაგრამ...
"ატლეტიკოს" ალვარესის "არსენალში" გაყიდვა სურს, არგენტინელი უარზეა და მხოლოდ "ბარსელონას" ელოდება
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი "სევილიას" ფეხბურთელია
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ითამაშებს "ქოჩო" "ატლეტიკთან"? - მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
"ბარსელონა" ხორვატიის ნაკრების მეკარეს შეიძენს
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
იური ტაბატაძის "კადისი" წინ მიიწევს
ფლიკმა ლევანდოვსკის შემცვლელს ლიგა 1-ში მიაგნო
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის გარეშე - "ლევანტემ" "მალაგასთან" ქულები გაიყო
"მალაგას" პრეზიდენტი 7 წლის წინანდელი მატჩის გამოძიებას ითხოვს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
პსჟ-ს ნახევარმცველი "ატლეტიკოში" გადავიდა
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი