უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი უკვე თამამად შეიძლება ავსტრალიის წლევანდელი ღია პირველობის მთავარ აღმოჩენად და სენსაციად მოინათლოს

როგორც არ უნდა დაასრულოს ავსტრალიის ღია პირველობა უკრაინელმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა, ის უკვე თამამად შეიძლება მოინათლოს წლევანდელი ტურნირის მთავარ აღმოჩენად და სენსაციად. მან ჯერ კიდევ 1/16 ფინალში შემოგვთავაზა სიუპრიზი, როცა ბრძოლას გამოთიშა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა. თუმცა ეს შედეგი ფრანგის ცუდ ფორმას დაბრალდა, მით უმეტეს, რომ მეოთხე და მეხუთე სეტებში ცონგა პრაქტიკულად ერთ ადგილზე იდგა და წინააღმდეგობას აღარ უწევდა მეტოქეს. ამიტომაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ "თავხედ" უკრაინელს მერვედფინალში შვედი რობინ სიოდერლინგი დასჯიდა და მეოთხედფინალში ენდი მიურეის სწორედ ის შეხვდებოდა.

სანამ გუშინდელ სენსაციაზე ვილაპარაკებთ, ცოტა რამ 22 წლის უკრაინელის შესახებ. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მასზე არაფერს წერდნენ - მეორე ასეულის ნაკლებად ცნობილი ჩოგბურთელი იყო და ძირითადად, "ჩელენჯერებზე" თამაშობდა. ამ ტურნირებზე ბრწყინვალე შედეგების წყალობით დოლგოპოლოვი საუკეთესო ასეულში შევიდა და როლან გაროსზე ძირითად ბადეში ჰქონდა დებიუტი, სადაც მესამე წრემდე მიაღწია და რაც მთავარია, გზად ცნობილი ჩილელი ფერნანდო გონსალესი დაამარცხა. ამას მოჰყვა დიდი ბრძოლა ცონგას წინააღმდეგ უიმბლდონზე - 10:8 გადამწყვეტ სეტში ფრანგის სასარგებლოდ. წლის ბოლოს კი მიხაელ იუჟნის, ნიკოლას ალმაგროსა და მარკოს ბაღდატისის დონის მოთამაშეების დამარცხებით ATP-ის საუკეთესო ორმოცდაათეულში შეაღწია.

სხვათა შორის, უკრიანელი 2007 წლიდან მოყოლებული მელბურნში სათამაშოდ რეგულარულად ჩადიოდა, მაგრამ კვალიფიკაციაში აგებდა. ასე რომ, ძირითად ბადეში დებიუტი წელს ჰქონდა და დოლგოპოლოვმა პირველივე ცდაზე მეოთხედფინალში გააღწია.

რა თქმა უნდა, რობინ სიოდერლინგმა ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაში და ხშირად სულელურ შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ შვედმა ალღო ვერ აუღო უკრაინელის თავისებურ სტილს. ალექსანდრს შეუძლია ბურთს მოულოდნელი აჩქარება და მიმართულება მისცეს, კარგად მოჭრას ბურთი, განსაკუთრებით ბექჰენდის დროს.

რობინმა მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ვეღარ უმკლავდებოდა მეტოქეს. მეორე და მესამე პარტიებში უკრაინელი დომინირებდა, მეოთხეში ტემპს უკლო და სიოდერლინგმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლო სეტში დოლგოპოლოვის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა - 6:2. საინტერესოა, რომ ხუთსეტიანი მატჩი მხოლოდ 2 საათსა და 35 წუთს გრძელდებოდა, თუმცა ცონგას 3:2 დამარცხებას უკრაინელმა უფრო ნაკლები დრო მოანდომა.

ახლა მეოთხედფინალში დოლგოპოლოვს ბრიტანელ ენდი მიურეისთან მოუწევს გამოცდის ჩატარება. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ჯერჯერობით ყველაზე იოლად მიიწევს წინ და ყოველ მატჩში 7 გეიმზე მეტს არ აგებს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე სერიოზული მეტოქე ავსტრიელი იურგენ მელცერი ჰყავდა.

ბოლო მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს ესპანელებმა - დავიდ ფერერმა და რაფაელ ნადალმა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი არც ისე უნაკლოდ გამოიყურებოდა, მაგრამ სამი სეტი იკმარა მარინ ჩილიჩის დასამარცხებლად. ხორვატი შეტევების დასრულების მხრივ მოიკოჭლებდა და ამიტომაც შანსი არ ჰქონდა რაფას წინააღმდეგ.

ფერერმა პირველი სეტი წააგო ტურნირის კიდევ ერთ აღმოჩენასთან, კანადელ მილოშ რაონიჩთან, არადა, ესპანელმა ამ პარტიაში მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა!

რაონიჩს მომდევნო სეტებშიც კარგი კომბინაციები გამოსდიოდა, მაგრამ შეცდომებსაც უმატა, ფერერმა კი ინიციატივა მოიპოვა და ოთხ სეტში მოამთავრა საქმე. დავიდი ძალიან სტაბილური იყო - მხოლოდ 10 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.

ერთადერთი რუსი ჩოგბურთელი შემორჩა ქალთა ბადეს. ეს გახლავთ მსოფლიოს მეორე ნომერი ვერა ზვონარევა, რომელიც იოლად მიიწევს წინ, მაგრამ ჯერ სერიოზულ მეტოქესთან საქმე არ ჰქონია. რუსმა ჩეხი ივეტა ბენეშოვა დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთი ჩეხი პეტრა კვიტოვა ელის, რომელიც ქალებს შორის უნდა მივიჩნიოთ ავსტრალიის ღიას აღმოჩენად. მან სამ სეტში დაამარცხა იტალიელი ფლავია პენეტა.

ზვონარევას კვიტოვას წინააღმდეგ არაფერი აქვს გარანტირებული - პეტრამ ამ სეზონში ცხრა თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო. ავსტრალიის ღიამდე მან ბრისბენის ტურნირზე გაიმარჯვა - იქ პეტროვა, ციბულკოვა, პავლიუჩენკოვა და ფინალში პეტკოვიჩი (ავსტრალიის ღია კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი) დაამარცხა, აქ კი მეოთხედფინალამდე ორ სეტში მოუგო სამანტა სტოსურს.

არ გაუმართლა მეორე რუსს ეკატერინა მაკაროვას - მას მეტოქედ ტურნირის მთავარი ფავორიტი კიმ კლაისტერსი ჰყავდა. პირველ წრეში ანა ივანოვიჩის მძლეველ მაკაროვას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველ სეტში მან დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბელგიელს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კიმი ვალდებული იყო უფრო ადრე დაესრულებინა პირველი სეტი, რადგან მაკაროვას მუდმივად ბრეიკ-პოინტების მოგერიება უწევდა. ტაი-ბრეიკზე კი ბელგიელის კლასმა თავისი გაიტანა და ამის შემდეგ ბრძოლა აღარ ყოფილა. მეორე სეტის ანგარიშია - 6:2 კლაისტერსის სასარგებლოდ.

კიმს მეოთხედფინალში აგნიეშკა რადვანსკა ელის. პოლონელი ახლოს იყო წაგებასთან პირველ წრეში, როცა მისი მეტოქე კიმიკო დატე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ აგნიეშკა გადარჩა და ახლა უკვე მეოთხედფინალშია. თანაც ამ ეტაპზე ისე გავიდა, რომ გზად არც ერთი განთესილი არ დაუმარცხებია. მისმა გუშინდელმა მეტოქემ შუაი პენგმა ბრძოლას ელენა იანკოვიჩი გამოთიშა და რადვანსკასაც ბოლომდე ებრძოლა. მატჩი თითქმის სამი საათი გაგრძელდა, გადამწყვეტ სეტში კი ჩინელი 5:3-ს იგებდა და საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო. სხვათა შორის, რადვანსკა მეორე ქალი ჩოგბურთელია ფრანჩესკა სკიავონეს შემდეგ, ვინც მატჩბოლიდან გადაარჩინა შეხვედრა.

კაცები

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 15) 6:2, 6:4, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-მილოშ რაონიჩი (კან) 4:6, 6:2, 6:3, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4) 1:6, 6:3, 6:1, 4:6, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 5)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 11) 6:3, 6:1, 6:1.

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 7); ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-ენდი მიურეი (ბრიტ, 5); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3); სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2).

ქალები

1/8 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-შუაი პენგი (ჩინ) 7:5, 3:6, 7:5; კიმ კლაისტერსი (ბელ, 3)-ეკატერნა მაკაროვა (რუს) 7:6(3), 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 25)-ფლავია პენეტა (იტა, 22) 3:6, 6:3, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:4, 6:1.

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6); ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 30)-ნა ლი (ჩინ, 9); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 3); პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 25)-ვერა ზვონარევა (რუს, 2).

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს