ჯვარედინი ინტერვიუ სერია A-ს ორი გამორჩეული გუნდის, "ინტერისა" და "მილანის" თავდამსხმელებთან

სერია A-ს მიმდინარე გათამაშება მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს - გუნდები საკმაოდ მჭიდროდ არიან სატურნირო ცხრილში განლაგებულნი და თითქმის ყველა პოზიციისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.

სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტებად მაინც მილანური გუნდები მიიჩნევიან, რაც ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი - "იუვენტუსი" ჯერ მაინც არ გავს იმ გუნდს, რომ მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატაროს, იგივეს თქმა შეიძლება "ნაპოლისა" და "ლაციოზე". "რომა" ტრადიციულად ფავორიტებს შორის არის, მაგრამ ჩემპიონობის მოსაპოვებლად ყოველთვის რაღაც აკლია. მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ფავორიტები "მილანი" და "ინტერი" არიან. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ლიდერობს ჩემპიონატს და შემადგენლობაც ისეთი ჰყავს, უკეთესს რომ ვერ ისურვებს კაცი - მიუხედავად ამისა, "როსონერიმ" არაერთი დაუგეგმავი ქულა დაკარგა და თანაქალაქელს მიახლოვების საშუალება მისცა.

ორივე გუნდში არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ასპარეზობს, თუმცა ორი მათგანის გამორჩევა მაინც შესაძლებელია - "მილანიდან" ზლატან იბრაჰიმოვიჩი, "ინტერიდან" სამუელ ეტოო. "კალჩო 2000" ორივეს ერთად გაესაუბრა და საინტერესო საკითხებზე გაგვაცნო მათი პოზიცია.

სკუდეტო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი): მთავარი კონკურენტი "ინტერია" და ეს მაშინაც კარგად ვიცოდი, როდესაც ამ გუნდს კრიზისი ჰქონდა. დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი "იუვენტუსის", იგივე "ლაციოს" მიმართ, მაგრამ გაცილებით უფრო სასიამოვნოა, როდესაც ქულებს "ნერაძური" კარგავს. ეს ბუნებრივიც არის, რადგან სწორედ ამ გუნდისგან ველით ყველაზე დიდ საფრთხეს. უმნიშვნელოვანესი იყო დერბიში გამარჯვება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ და ის, რომ შემდეგ გვარიანი ფორა მოვიპოვეთ, დიდწილად "ინტერთან' გამარჯვებამ გამოიწვია. ვირწმუნეთ, რომ საუკეთესოები ვიყავით და თითქოს ძალა მოგვემატა. დღეს, ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, რომ ჩემპიონი აუცილებლად "მილანი" გახდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის შანსები საკმაოდ დიდია. ბოლო თამაშებში ქულები დავკარგეთ, თუმცა ნორმალური ამბავი მგონია - არ შეიძლება ყველა თამაში ერთნაირად მაღალ დონეზე ჩაატარო.

სამუელ ეტოო (ინტერი): თუ "მალიორკაში" გატარებულ პერიოდს არ გავიხსენებთ, ასე დაბლა სატურნირო ცხრილში არასდროს ჩავსულვარ, როგორც მიმდინარე სეზონში. ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის, ახალი მოტივაცია, რომელმაც ენთუზიაზმით ამავსო.

ვიგებთ თამაშებს და ნელ-ნელა ზემოთ ავდივართ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურენტი "მილანი" იქნება. ეს გუნდი მომწიფებულია იმისთვის, რომ პირველი ადგილისთვის იბრძოლოს, მაგრამ თუ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით, არა მგონია, რამე გამოუვიდეს. ვგრძნობ, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და ეს პროგრესი სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

ერთმანეთის შესახებ

იბრაჰიმოვიჩი: ჩემი აზრით, სამუელ ეტოო თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. საოცრად სწრაფია და მოძრავი, მის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ მცველს უჭირს და გარდა იმისა, რომ ამას საკუთარი თვალით ვხედავ, მსმენია კიდეც. არაერთ უკანახაზელს უთქვამს ჩემთვის, რომ ეტოოს წინააღმდეგ თამაში კოშმარულად ძნელია. სამუელს დისტანციაზე უნდა ეთამაშო და პოზიციურად დაუდგე, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გაგაბითურებს. ვისურვებდი, რომ მომდევნო დერბი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვოს - ეს უდიდესი შეღავათი იქნებოდა ჩვენთვის.

ეტოო: თავის დროზე "ინტერში" სწორედ იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად მოვედი და მაშინ იმ ბარტერს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა გააკრიტიკა "ბარსელონას" პრეზიდენტი, რომელმაც ''ინტერში" გამიშვა და კიდევ დიდძალი თანხა დახარჯა იმისთვის, რომ სანაცვლოდ ზლატანი ჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ იბრას კატალონიური კარიერა წარმატებულად არ წარიმართა, ვფიქრობ, რომ ის ნებისმიერ ფასად ღირს და მეც რომ კლუბის პრეზიდენტი ვიყო, მის გადაბირებას აუცილებლად შევეცდებოდი. ის, რომ "მილანი" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, ამაში ლომის წილი სწორედ შვედს მიუძღვის.

ოქროს ბურთი

იბრაჰიმოვიჩი: სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება "ოქროს ბურთი" მოვიგო. უჩემოდაც დიდი არჩევანია და როგორც ხედავთ, პრეტენდენტთა შორისაც კი არ მასახელებენ. ეს არც მწყინს, რადგან მსოფლიოში არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ლიონელ მესიმ დაიმსახურა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი, თუმცა იგივე წარმატებით ეს ჯილდო შეეძლოთ ჩავის, ან ინიესტას მოეგოთ. არც ის გამაკვირვებდა, რომ "ოქროს ბურთი" ვესლი სნეიდერს მიეღო, ფეხბურთელს, რომელმაც 2010 წელს ფანტასტიკურად ითამაშა. არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ, თუმცა თუ ოდესმე ეს სტატუსი მე მერგო, უზომოდ ბედნიერი ვიქნები.

ეტოო: ძალიან კარგად ვიცნობ სამივე ფეხბურთელს, რომლებიც 2010 წელს საუკეთესოებად დასახელდნენ. ჩემი აზრით, "ოქროს" ბურთი მაინც ესპანელს უნდა მოეგო, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასე რომ, ჩემი ნება, რომ ყოფილიყო საუკეთესოდ ან ჩავის დავასახელებდი, ანაც ინიესტას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მესის შესაძლებლობებს არასათანადოდ ვაფასებ - პირიქით, მგონია, რომ არგენტინელის დარი ტალანტი მსოფლიოს ფეხბურთს დიეგო მარადონას შემდეგ აღარ ჰყოლია და კარგა ხანი არც ეყოლება.

სერია A VS ლა ლიგა

იბრაჰიმოვიჩი: ორივე ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს და რთულია იმის თქმა, სად უფრო მაღალი დონეა. მაგალითად, როდესაც "ბარსელონაში" ვთამაშობდი, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს საკმაოდ იოლად ვამარცხებდით. "ბარსასთვის" აუტსაიდერი საჩუქარია, რომელთანაც გაივარჯიშებს, გადაურბენს, შვიდ უპასუხო გოლს გასუტანს და ინჩასებიც აღტაცებაში მოვლენ. სხვაგვარი ვითარებაა იტალიაში, სადაც უკანასკნელ გუნდთანაც კი მთელი ენერგია უნდა დახარჯო, რომ რაიმეს გახდე. ვერ გეტყვით ეს რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ სერია A-ში იოლი თამაში არ არსებობს. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა - ამდენი წელია იტალიაში ვთამაშობ და არ მახსოვს, იოლად მომეგოს. ისე კი, ლა ლიგას მატჩების ყურება ერთი სიამოვნებაა, რადგან ესპანეთში უფრო სანახაობრივ მხარეს აქცევენ ყურადღებას.

ეტოო: ესპანეთში გატარებულ პერიოდს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიხსენებ და იმედს ვიტოვებ, რომ ადრე თუ გვიან იქ აუცილებლად დავბრუნდები. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფორვარდისთვის სერია A-ში თამაში გაცილებით რთულია და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. იტალიელი მწვრთნელები დაცვაში თამაშს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ყველა გუნდი ტაქტიკურად განსწავლულია და ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა პოზიციურად სწორად თამაშობს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ თავდამსხმელმა სერია A-ში თავი გამოიჩინა, ის სხვაგანაც შეძლებს წარმატებით ასპარეზობას.

"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"არ მეგონა, თუ ასე კარგად ვითამაშებდით" - ლუის ენრიკე "ლანსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას 70 წუთი და ორი გაძევება - პსჟ სუპერთასზე "ლანსთან" დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"ეს რა უბედურება იყო? ასეთი რაღაცები მაგიჟებს" - დენა უაითი
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს