ერთი სასეირო ამბავი უნდა გიამბოთ: დეკემბერში, ლონდონში, „არსენალისა“ და „სტოკ სიტის“ შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო...

ერთი სასეირო ამბავი უნდა გიამბოთ: დეკემბერში, ლონდონში, „არსენალისა“ და „სტოკ სიტის“ შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო გადაიდო. და იცით, რა მოხდა მას მერე, რაც მოთამაშეებს გამოუცხხადეს, რომ თამაში აღარ ჩატარდება? „მეთოფეთა“ ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, კამერუნელმა ალექს სონგმა სტადიონიდან ხუთი საათი ფეხით იარა სანამ ტაქსის გადაეყრებოდა. 23 წლის აფრიკელმა, ყინვაში, დაახლოებით 8 მილი გამოიარა. ცნობისთვის: ერთი მილი 1,6 კილომეტრია.

„დაუჯერებელი რამ მოხდა – თქვა სონგმა – ჩვენ სტადიონზე მივედით, სადაც გვითხრეს, რომ თამაში არ ჩატარდებოდა. ბიჭებმა ჩვენ-ჩვენს მანქანებს მივაშურეთ და სახლებში წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ ისეთი ამინდი იყო, რომ... ორსაათიან საცობში ამოვყავი თავი. ერთი მეტრითაც არ დავძრულვართ წინ. ამდენი ვეღარ მოვითმინე, ვიფიქრე, აქ მთელი დღე დგომას გამოსავლის მოძებნა აჯობებს-მეთქი და სტადიონზე მივბრუნდი.

მანქანა იქ, სადგომზე დავაყენე და გადავწყვიტე სადმე, ქუჩაში ტაქსი გამეჩერებინა. გამოვედი სტადიონის ტერიტორიიდან. მოვდიოდი, მაგრამ საქმეში ხარ? მე დაჟინებით მივიწევდი წინ, მაგრამ ტაქსის ნასახიც არ იყო. ამ სიარულში „ემირეიტს“ იმდენად გამოვცდი, რომ უკან დაბრუნებას უკვე ნამდვილად აღარ ჰქონდა აზრი. ნერვებს, განსაკუთრებით, ის მიშლიდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრენტ კროსისკენ მივუყვებოდი ქუჩას, რომელიც მანქანით უნდა გამომევლო. საქმე ის არის, რომ შემოვლითი გზები კარგად არ ვიცი და შეიძლება სადღაც სულ სხვაგან ამომეყო თავი.

საბოლოოდ, ოთხი თუ ხუთი საათი ვიწვალე – აბა, თოვლში ჩქარა ხომ ვერ ივლი ადამიანი. ძალიან უცნაური შუადღე იყო, მოვდიოდი და ვერავინ მცნობდა. ასეთი რამ, მგონი პირველად მოხდა. ბრენტ კროსზე ტაქსის კომპანია დავინახე, მივედი, მაგრამ იქ ბიჭმა მითხრა, დღეს ერთი მანქანაც არ გვყავსო. ვთხოვე რამენაირად დამხმარებოდა. მან ვიღაცას შინ დაურეკა, ორმაგი ფასის გადახდა მომთხოვეს. ოღონდ სახლში მიმიყვანეთ და რამდენსაც მეტყვით იმდენს გადაგიხდით-მეთქი, ვუთხარი კომპანიის წარმომადგენელს.

მძღოლს სახლიდან ჩვენამდე დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა. გახარებული ჩავუხტი მანქანაში და შინისკენ გავწიე. სახლში მისულს ისე გამიხარდა, გეგონება ცხრა მთას იქიდან დავბრუნდი. სასწრაფოდ მივიღე შხაპი და დავიძინე.

მეორედ ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. თუკი მსგავს სიტუაციაში კიდევ ამოვყოფ თავს, სტადიონზევე დავრჩები, იქ გავათენებ ღამეს.“

ალექს სონგის ტრაგიკომიკური ამბის შეტყობის შემდეგ ინგლისურმა ტაბლოიდებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ „ემირეიტ სთედიუმიდან“ ბრენტ კროსის სავაჭრო ცენტრამდე 7,7 მილი ანუ 12.3 კილომეტრია.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"