კენედი, რომელიც რონალდოს გვაგონებს და გაბრიელი, ვინც ნეიმარს ჰგავს
ფეხბურთზე შეშლილ ბრაზილიას არასოდეს აკლდა ტალანტები. დღეს "სელესაო" ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა იყოს, თუმცა ფეხბურთის ქვეყანაში ნიჭიერი მოთამაშეები კვლავ ბლომად არიან. დღევანდელი ჩვენი წერილი 10 ბრაზილიელ ტალანტს ეხება.

უოლასი

პროტოტიპი: ფერნანდინიო

პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი

კლუბი: გრემიო

დაბადების თარიღი: 1995 წლის 4 აპრილი

უოლასი დიდებულია დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. მისი სტიქიაა ბურთის მოპოვება და საკუთარი გუნდის იერიშების დაწყება. ის ყველაზე ხშირად იღებს ბურთს "გრემიოში" ვეტერან, 29 წლის მაიკონთან ერთად. ერთი თვის წინ, "სპორტთან" მატჩისას, მან ქუსლის შიდა ნაწილით დიდებული საგოლე პასი მისცა პედრო როშას, შეფასებების მიხედვით უოლასი ბრაზილიის ჩემპიონატის მეექვსე საყრდენია.

მარკოს გილერმე

პროტოტიპი: ვილიანი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

კლუბი: ატლეტიკო პარანაენსე

დაბადების თარიღი: 1995 წლის 5 აგვისტო

სადებიუტო სეზონში მარკოს გილერმე "ატლეტკო პარანაენსეს" საუკეთესო ბომბარდირი გახდა 11 ბურთით. მან ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე ითამაშა. იქ გუნდის გამორჩეული სნაიპერი გახდა 4 გოლით. საინტერესოა, რომ ჭაბუკი კლუბის შემადგენლობაში 100 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ნათანი

პროტოტიპი: ოსკარი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

კლუბი: ვიტესი

დაბადების თარიღი: 1996 წლის 13 მარტი

ორი წლის წინ, შემოდგომაზე, ნათანმა 5 გოლი გაიტანა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. გასულ გაზაფხულზე კი მან ბრაზილიის ჩემპიონატში პირველად ითამაშა "ატლეტიკო პარანაენსეში". ის 4,5 მილიონ ევროდ იყიდა "ჩელსიმ" და ერთი წლით "ვიტესში" გაანათხოვრა. დიდებულად ურტყამს ორივე ფეხით. ჰოლანდიაში მან უკვე სამი ბურთი შეაგდო - ერთი არნემული კლუბის ძირითადში, ორი კი - დუბლებში.

მარლონი

პროტოტიპი: ლუსიო

პოზიცია: ცენტრალური მცველი

კლუბი: ფლუმინენსე

დაბადების თარიღი: 1995 წლის 7 სექტემბერი

უკვ ერთი წელია, ის "ფლუმინენსესა" და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მცველია. არის ძალიან ელეგანტური და "სუფთა" მოთამაშე - პრაქტიკულად არ ჯარიმდება. თავიდან საყრდენი ნახევარმცველი იყო და ამპლუა მოგვიანებით შეიცვალა. ამბობენ, რომ მისი გადაბირება"ბარსელონას" სურს.

კლეიტინიო

პროტოტიპი: რობინიო

პოზიცია: თავდამსხმელი

კლუბი: ფიგეირენსე

დაბადების თარიღი: 1995 წლის 25 ოქტომბერი

ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების შეტევის ლიდერი ძალიან ეფექტურია. მას მინდვრის ცენტრშიც და ფლანგზეც უპრობლემოდ შეუძლია რამდენიმე მოწინააღმდეგის გაბითურება. მას ფრთაზეც შეუძლია თამაში და გამოკვეთილ ფორვარდადაც. გატანაზე მეტად შედეგიანი გადაცემების გაკეთება უყვარს.

დანილო ბარბოსა

პროტოტიპი: ლუის გუსტავო

პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი

კლუბი: ვალენსია

დაბადების თარიღი: 1996 წლის 28 თებერვალი

ბრაზილიის სერია B-ში რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და მერე პორტუგალიურ "ბრაგაში" გადაბარგდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიო კონსეისაომ ბარბოსა იმ პოზიციაზე დააყენა, სადაც ადრე გუნდის კაპიტანი, კუშტოდიუ თამაშობდა. "ვალენსიამ" ის 15 მილიონ ევროდ იყიდა. აქვს ძლიერი დარტყმა, დრიბლინგი და კარგი პასები.

გაბრიელი

პროტოტიპი: ნეიმარი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

კლუბი: სანტოსი

დაბადების თარიღი: 1996 წლის 30 აგვისტო

უდიდეს ტალანტად და ნეიმარის მემკვიდრედ ითვლება. "სანტოსთან" ფეხბურთელის მიერ გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, გაბრიელის მსურველმა გუნდმა 50 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ის "სანტოსის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21ბურთით, მანვე შეაგდო კლუბის ისტორიაში საიუბილეო, 12 000-ე გოლი.

მალკოლმი

პროტოტიპი: დუგლას კოშტა

პოზიცია: შემტევი ნახევარმხცელი

კლუბი: კორინთიანსი

დაბადების თარიღი: 1997 წლის 26 თებერვალი

"კორინთიანსის" მარცხენა გარემარბმა ევროპული სკაუტები ნახევარი წლის წინ დააინტერესა. მან ჯერ შესანიშნავად ითამაშა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, მერე კი ბრაზილიის პირველობაზე შეაგდო გოლი და საგოლე გადაცემა უბოძა ვაგნერ ლავს. მალკოლმზე ძალიან ხშირად ჯარიმდებიან. მას აქვს ყველა საფეხბურთო პლუსი და უკვე მზადაა ევროპაში სათამაშოდ.

ჟერსონი

პროტოტიპი: რონალდინიო

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

კლუბი: ფლუმინენსე

დაბადების თარიღი: 1997 წლის 25 მაისი

ჟერსონი ჯერ "ბარსელონას" სამიზნე იყო, მერე კი "რომასი". ვალტერ საბატინიმ, რომაელთა სპორტულმა დირექტორმა მას ბრაზილიაში ჩააკითხა. თან "რომას" ათნომრიანი მაისურა ჩაუტანა, რომელსაც ფეხბურთელის გვარი ეწერა. "რომას" ქომაგები გაბრაზდნენ - მათ ჩათვალეს, რომ ამ ჟესტით "იმპერატორი", ფრანჩესკო ტოტი დამცირდა. საბატინიმ თავი იმით იმართლა, რომ მას ეს ხრიკი მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისათვის სჭირდებოდა. ჟერსონი, ვისაც ფანტასტიკური მარცხენა აქვს, ჯერ ისევ ბრაზილიაში თამაშობს. გადაწყვეტილია, რომ ზამთარში ის მაინც გადავა იტალიაში. 6 თვეს "ბოლონიაში" ითამაშებს და მერე "რომას" შეუერთდება.

კენედი

პროტოტიპი: რონალდო

პოზიცია: თავდამსხმელი

კლუბი: ჩელსი

დაბადების თარიღი: 1996 წლის 8 თებერვალი

მას სახელი ამერიკის პრეზიდენტის საპატივცემულოდ დაარქვეს. ასეთები ჩვენ უკვე გვახსოვს - ლინკოლნი "შალკედან", ჯეფერსონი "ალანიიდან", ნიქსონი "ფლამენგოდან"დაბრაზილიის ჩემპიონატის ორგზის ბომბარდირი ვაშინგტონი. კენედიმ, ვისაც დიდებული დარტყმა და დრიბლინგი აქვს, ორი წლის წინ გაიბრწყინა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მან 6 გოლი გაიტანა. ის ჯერ "ფლუმინენსეს" ძირითადში დამკვიდრდა, ზაფხულში კი 6,5 მილიონ გირვანქად გადავიდა "ჩელსიში".

ცოტა ხნის წინ პრემიერლიგაში მის დებიუტს მაღალი შეფასება მისცა ჟოზე მოურინიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ბარსელონამ" მალკომი 41 მილიონად შეიძინა
მალკოლმი "ზენიტში" ისევ გაბედნიერდა და აღარ უნდა გადასვლა
"ნაპოლი" "ლილის" ორ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს იხდის
"არსენალის" ფეხბურთელმა ყაჩაღები მოიგერია
კოპა ამერიკა. B ჯგუფი: ბრაზილიამ ჰაიტი დაბომბა, ეკვადორი და პერუ დაზავდნენ [VIDEO]
ჟოზე მოურინიოს პირველი ვარჯიში და თათბირი ლონდონის "ჩელსიში"
"ჩელსის" ბოდიში ჩინელ ხალხს და დასაჯილი კენედი
მალკოლმს რუსეთი მობეზრდა და წამოსვლა უნდა, მისით მხოლოდ ერთი კლუბი დაინტერესდა
მსოფლიოს ჩემპიონატი. U-17: საემიროებში ნიჭიერები ერთიანდებიან