კაცი ტრასაზე
სინგაპურის გრან-პრიზე სებასტიან ფეტელის მოგებამ ყველას შეახსენა "რედ ბულში" გერმანელის გამარჯვებების პერიოდი, როცა პელოტონიდან ვერავინ ახერხებდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ერთი წლის წინ, ფეტელს დიდი კრიტიკა შეხვდა. დანიელ რიკარდოს წარმატებების ფონზე, გერმანელის ცუდმა გამოსვლამ ბოროტ ენებს საბაბი მისცა და მათაც სიამოვნებით დაადანაშაულეს გერმანელი იმისთვის, "რედ ბულიდან" პრობლემებს გაექცა. ისინი გვახსენებდნენ, რომ ყველა საჩემპიონო ტიტული სებმა პელოტონში საუკეთესო მანქანით მოიგო. მაგრამ, მიმდინარე სეზონში ფეტელმა ღირსეულად უპასუხა კრიტიკოსებს.

"ფენომენალურია, როგორი ენთუზიაზმით ესალმებოდნენ გულშემატკივრები ფეტელის გამარჯვებას. "მერსედესის" 18-თვიანი დომინირების შემდეგ, ფორმულა 1-ის სამყარო მონატრებული იყო სხვების წარმატებას. დღეს, გერმანელის კრიტიკოსებს ძალიან უჭირთ არგუმენტების მონახვა იმის სასარგებლოდ, რომ ფეტელი მხოლოდ საშუალო დონის პილოტია და თავის გამარჯვებებს პელოტონში საუკეთესო მანქანას უნდა უმადლოდეს, - მიაჩნია The Telegraph-ს. - დიახ, 2014 წელი კატასტროფა იყო. ფეტელი აშკარად არ ჰგავდა თავის თავს. მამობა, გამოფიტულობა ოთხი წელი მუდმივი მოგებების შემდეგ, ავტომობილების ახალი თაობა - როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, დასახულ ამოცანებს მან ვერ მიაღწია. მაგრამ, წელს პილოტი უფრო ძლიერი დაბრუნდა. როგორც არასდროს. უნაკლოა კვალიფიკაციაში, შეცდომები წარსულს ჩაბარდა და ისევ იგრძნო მოგებების გემო".

სეზონში მესამე მოგებამ და ლუის ჰემილტონის გავარდნამ, ფეტელს საშუალება მისცა მიახლოებოდა ჩემპიონატის ლიდერს. თავად გერმანელმა ფინიშის შემდეგ განაცხადა, რომ, შესაძლოა, "ფერარიმ" შეუძლებელი გააკეთოს და ბოლო მომენტში ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლოს. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ექვსი რბოლა რჩება და "მერსედესის" უპირატესობა უდავო ჩანს, მაგრამ იტალიურ პრესას მიაჩნია, რომ ჯერ დაკარგული არაფერია.

"სხვაობა უდიდესია. ფეტელი ჰემილტონს 49 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მხოლოდ რვა ქულას აგებს როსბერგთან. იმისთვის, რომ რეალურად ჩაებას ბრძოლაში, გუნდს სჭირდება დრამატული გარღვევა ან "მერსედესის" ჩავარდნები. ერთმა მომენტმა, შესაძლოა, ანუგეშოს "ფერარი": ბოლო ოთხ რბოლაში სებასტიანმა უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე ვინმე სხვამ - 68 ქულა ჰემილტონის 58-ის წინააღმდეგ. და ეს იმ დროს, როცა ფეტელმა ბელგიაში რბოლა ვერ დაასრულა, - წერს La Gazzetta dello Sport. - რომ არა ბოლოსწინა წრეზე საბურავის მწყობრიდან გამოსვლა, გერმანელი მესამე ადგილზე გავიდოდა, 15 ქულით მეტი ექნებოდა, შესაბამისად, ლიდერთან ჩამორჩენა მხოლოდ 34 ქულა იქნებოდა. იმედი ვიქონიოთ, რომ აბუ დაბის რბოლის შემდეგ, არ მოგვიწევს კიდევ ერთხელ ბელგიური ინციდენტის გახსენება".

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ფეტელის გამარჯვება, დიდწილად, "მერსედესის" პრობლემების წყალობით გახდა შესაძლებელი. უკვე პარასკევიდან მოყოლებული, გერმანული საჯინიბო კონკურენტებზე გაცილებით ნელი იყო. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩემპიონატის ლიდერი თავის კოზირებს კვალიფიკაციისა და რბოლის დროს გამოაჩენდა. რეალურად, ყველაფერი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა - "მერსედესს" მართლაც აღმოაჩნდა პრობლემები.

"იაპონიაში ჰემილტონი გაემგზავრება უსიამოვნო კითხვით: იყო თუ არა სინგაპურში ჩავარდნა ერთჯერადი შემთხვევა და რაიმე უფრო მეტი? ამას ძალიან მალე გავარკვევთ", - წერს Sky Sports.

"პარასკევს, "მერსედესმა" "რედ ბულთან და "ფერარისთან" მიმართებაში სამი წამი წააგო. და კვირა საღამოს, ტოტო ვოლფმა სიტუაციას "გაუგებარი" უწოდა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო? იქნებ, გუნდს უბრალოდ ტრასა არ აწყობდა? მაგრამ სამი წამი ბევრია. ორ კვირაში ასეთი ჩამორჩენა არ უნდა წარმოქმნილიყო, - აგრძელებს Sky Sports. - "მერსედესი" ვერ იგრძნობს თავს დამაჯერებლად იქამდე, სანამ გუნდი არ გაერკვევა - რა მოხდა სინგაპურში".

კაცი ტრასაზე

სინგაპურის გრან-პრის დროს უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი - რბოლის მსვლელობისას, ტრასაზე გავიდა გულშემატკივარი. ეს აღმოჩნდა ბრიტანეთის მოქალაქე, რომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

დარღვევას ამგვარი კვალიფიკაცია მისცეს - მოქმედება, რომელიც სიცოცხლის საფრთხეს უქმნიდა გარშემო მყოფებს. ასე რომ, 27 წლის ბრიტანელს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება, აგრეთვე მოუწევს 1.8 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა. სასამართლო გარჩევა 6 ოქტომბერს არის დანიშნული.

რბოლის დროს, გულშემატკივარი ღობეზე არსებულ ხვრელში გაძვრა და ტრასაზე აღმოჩნდა. ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უსაფრთხოების მანქანა გაუშვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბრიტანელმა იგივე გზით დატოვა სახიფათო ზონა, რომლითაც ტრასაზე აღმოჩნდა.

უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო დამრღვევის დაკავება, რის შემდეგაც ის პოლიციას გადასცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]