...მათ ისე უნდა გადაწყვიტონ ქართული ფეხბურთის ბედი, რომ ხეირიანად არც უნახავთ ეს ჩვენი ფეხბურთი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდება. ახლოვდება და ჩვენს ფეხბურთში ტემპერატურაც ისე იმატებს, როგორც არასდროს.

საქართველოში მუდამ ასეა: არჩევნების მოახლოებას თან ფსიქოლოგიური ტერორი ახლავს, რადგან ზოგადად არსად ისე არ უყვართ სკამი, როგორც ჩვენს ქვეყანაში.

ორი ბანაკი, ორი აზრი და ორი გეზი განსაკუთრებული სიმძაფრით ებრძვის ერთმანეთს.

ჩვენ გვინდა, რომ ბრძოლა ფარგლებს არ გასცდეს და არც წელსსქვემოთ დარტყმებში გადავიდეს. ეს სურვილია, თუმცა ისე ჩანს, რეალობა სულ სხვა რამეს გვიმზადებს...

ქართული საფეხბურთო თემი ჭრელია. ის კი არა, ზედ ამ არჩევნების წინ იქ რამდენიმე ისეთიც გამოერია, თვალი რომ არ მომიკრავს ქართულ სტადიონებზე. არადა, მათ აქვთ ხმის უფლება. რა მნიშვნელობა აქვს, ვის აძლევენ ამ ხმას?!

და მათ ისე უნდა გადაწყვიტონ ქართული ფეხბურთის ბედი, რომ ხეირიანად არც უნახავთ ეს ჩვენი ფეხბურთი;

მათ არ უნახავთ შიმშილისგან გულწასული ქართველი ფეხბურთელი;

არ უნახავთ სტადიონის ირგვლივ მდებარე ბოსტნები თუ საქათმეები;

არ უნახავთ ტაბლო, რომელიც ერთ დღეს ჩვენც ვეღარ ვნახეთ, რადგან... ვალებით შეწუხდნენ და ჯართში ჩააბარეს...

აბა, რაც არ გინახავს, ის როგორ გეტკინება და გეშინაურება?

მეორე, ამაზე არანაკლები პრობლემაც. მორჩება ეს არჩევნები, ავად თუ კარგად ჩაივლის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტიც ეყოლება, თუმცა რა ეშველება პოლარიზებულ, დაყოფილ, გათითოკაცებულ ქართულ საფეხბურთო სამყაროს?

მოდით, შევთანხმდეთ: ვინც ვის ბანაკში უნდა იყოს, მორჩება თუ არა არჩევნები, საქმე ერთად უნდა ვაკეთოთ. მით უმეტეს, საკეთებელი ძალიან ბევრია. ასეთ რეჟიმში კი ეს არ გამოვა.

სულაც არ ვარ იმის მომხრე, რომ ქართულ საფეხბურთო რეალობაში თხა და მგელი ერთად ძოვდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ კომპრომისის პოვნა აუცილებელია, რათა უკეთესი გავხადოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს - ქართული ფეხბურთი!

სხვანაირად, საქმის კეთება შეუძლებელი იქნება, სხვანაირად ჩვენ სიძულვილის ჭაობში ჩავრჩებით. საქმეს კი სიყვარული აკეთებს და არა სიძულვილი. უსიყვარულოდ გაკეთებულ საქმეს ბოლო კეთილი ვერაფრით ექნება.

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, ჩვენ აღარ გვახსოვს, რა გვითხრა კრილოვმა თავის უკვდავ იგავში. კრილოვი იქით იყოს და, არც ის გვახსოვს, რაც ძველმა ქართველებმა გვასწავლეს - არ გვახსოვს, რომ ძალა ერთობაშია!

ეს თუ არ გავიხსენეთ, ვერავინ გვიშველის, რადგან: მარტოკაცი ვერასდროს ვერაფერს გააკეთებს, თუ ის მესია არ არის. მესიების მოლოდინმა კი დღემდე რაც გვარგუნა, ყველამ ვიცით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

john
ასეთი ,მაგარი წერილი მე არ წამიკითხავს
Kote
საქმის კეთებას მხოლოდ სიყვარული არ ყოფნის, ცოდნაც სჭირდება. ფეხბურთელებს ეს ცოდნა, როგორც წესი, არ აქვთ - ლოგიკურიცაა, ისინი ხომ მთელი ახალგაზრდობის პერიოდი ბურთის დევნით იყვნენ დაკავებული, შემდეგ კი ყველა ერთ წვენში იხარშება, რომელიც დიდი ხანია ჩახარშულია და ვერაფერს ხეირიანს ვერ გვაძლევს. მაშ რატომღა აქვთ ამ ხალხს ასეთი ამბიცია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მათ ეკუთვნით? სფფ-ს პრეზიდენტად გახდომა ლამის საქართველოს პრეზიდენტად გახდომაზე რთული გახდა - აქ წარსულში ვის რა უთამაშია, მხოლოდ ეს ფაქტორია ლამის განმსაზღვრელი.
gogi
თუ ცუდი კანდიდატი გაიმარჯვებს სახელმწიფომ საკუთარი გეგმით უნდა დააფინანსოს ფეხბურთი
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა