სამი ქართველი მეშახტეთა ქალაქში
ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბინადარ "ეკიბასტუზეცში" სამი ქართველია. ვეტერანი ფეხბურთელი ზურაბ არჩვაძე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს, ხოლო იმავე გუნდში თამაშობენ გიორგი ნარიმანიძე და გიორგი აბელაშვილი.

გიორგი ნარიმანიძე 21 წლისაა. ის ქართველ ქომაგს ცხინვალის "სპარტაკიდან" და რუსთავის "მეტალურგიდან" ემახსოვრება...

- გიორგი, საინტერესოა, როგორ მოხვდით ყაზახეთში?

- გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ არჩვაძეა, ვინც ჩემი მწვრთნელი იყო რუსთავის "მეტალურგში". სწორედ მან ჩამომიყვანა აქ. "ეკიბასტუზეცი" ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს. კიდევ ორი თვე დარჩა სეზონის ბოლომდე. წლეულს უმაღლეს ლიგაში თამაშის ამბიცია არ გვაქვს, მომავალი სეზონისთვის კი ძლიერი გუნდის გაკეთებას აპირებენ.

- როგორი მდგომარეობაა დღეს გუნდში? მთავარი მწვრთნელი ვინ არის?

- მთავარი მწვრთნელია ადგილობრივი სპეციალისტი ვლადიმირ ლინჩევსკი. როგორც გითხარით, მას ზურაბ არჩვაძე ეხმარება. ზურაბს აქ დიდი ავტორიტეტი აქვს. ის კარგა ხნის განმავლობაში თამაშობდა ამ კლუბში და ყველას ძალიან უყვარს.

- მიზნებზე ცალკე გკითხავთ...

- წლეულს ვეღარ მოხერხდება უმაღლესში გადასვლისთვის ბრძოლა. მომავალი სეზონიდან კი სულ სხვა გუნდი იქნება. "ეკიბასტუზეცი" ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და იქ დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

- პირობები როგორია?

- მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობთ. ვცხოვრობთ კლუბის ბაზაზე, კომფორტულ პირობებში. კვება, აღდგენა, ხელფასი - ეს პრობლემა არ არის.

- გუნდში ბევრი ლეგიონერია?

- არა, მხოლოდ ორი ქართველი ვართ - მე და გიორგი აბელაშვილი.

- აბელაშვილზე უფრო დაწვრილებით გვიამბეთ...

- 18 წლისაა. ისიც რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა. გავლილი აქვს "საბურთალოს" სკოლა და უთამაშია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. თუ თანაგუნდელის ქებაში არ ჩამომართმევთ, მაგარი ბიჭია.

- თქვენ რომელ პოზიციაზე თამაშობთ?

- პრაქტიკულად ყველა მატჩი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვითამაშე.

- რას იტყვით ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაზე? როგორი დონეა?

- აქ გუნდები ორ ეშელონად იყოფიან. არიან კლუბები, რომლებიც უმაღლესში გადასასვლელად იბრძვიან და - დანარჩენები. დონე საშუალოა. მთელი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა გადატანილი. თამაშების უმრავლესობა ძალიან ხისტია, უხეშობის ზღვარზე.

- ყაზახეთი დიდი ქვეყანაა. მგზავრობა არ გღლით?

- ეს მართლაც პრობლემა იყო თავიდან, მაგრამ ახლა შევეჩვიე. ჩემთვის უკვე არაფერია 10-12-საათიანი მგზავრობა. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ერთი ქალაქიდან მეორეში ისე გადავდივარ, ვერც კი ვგრძნობ.

- სეზონის ბოლოს, ალბათ, უკეთეს გუნდში გადასვლაზე იფიქრებთ...

- რომ არ დავმალო, უკვე არის შემოთავაზებები. ლაპარაკი მაქვს როგორც ყაზახეთის, ისე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებზე. ჯერ ნუ დავაკონკრეტებთ, სეზონი რომ მორჩება, მერე გადავწყვეტ ყველაფერს. თან აქაც კარგი გუნდი კეთდება... მოკლედ, ვნახოთ...

- ქალაქ ეკიბასტუზზე რაღას იტყვით?

- მეშახტეთა ქალაქია. ფეხბურთი უზომოდ უყვართ. სტადიონი ათიათასიანია. ბოლო 5 თამაში არ წაგვიგია. გუნდი აღმავლობის გზაზეა და სტადიონზეც ხალხი მატულობს.

- ყაზახური "ასტანა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ გავიდა, ამას როგორ შეხვდნენ მანდ?

- ყაზახეთი საფეხბურთო ქვეყანა ხდება. ამ ამბის მერე ქუჩაში მთავარი სალაპარაკო თემა ფეხბურთია. გაჩერებენ და გეკითხებიან - ხომ კარგია, "ასტანამ" ამდენს რომ მიაღწიაო?

მოკლედ რომ ვთქვათ, სისტემა არის და ყაზახური კლუბები ისე ვითარდებიან, რომ მომავალში მათი წარმატებები უკვე აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Anfield Watch: იდეალური ტრანსფერი "ლივერპულისთვის" - ხვიჩას გადაბირება ვერ მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დამატებაა შესაძლებელი
კვერნაძის "ფროზინონემ" მოიგო და სერია A-ში დაბრუნებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს
Le Parisien: გმირი და ბრწყინვალე კვარაცხელია აპრილში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
Anfield Watch: იდეალური ტრანსფერი "ლივერპულისთვის" - ხვიჩას გადაბირება ვერ მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დამატებაა შესაძლებელი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
საპოვნელა-შუქურა 2:0
ᓠᓣᓡᓗᓐᓕᓘᓡ "ᓛᓔᓢᓐᓚᓣᓠᓒᓘᓡ" ᓭᓐᓑᓣᓙᓔᓑᓛᓐ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓝᓑᓐ ᓮᓣᓗᓘ ᓢᓣᓠᓘᓗ ᓐᓓᓠᓔ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
გიორგი ნარიმანიძე: ურიგო არ იქნებოდა რუსეთში ან უკრაინაში ძალების მოსინჯვა...
თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა
გიორგი ნარიმანიძე: ჩვენი მდგომარეობა გაუსაძლისია
ზურაბ არჩვაძე ყაზახური "ეკიბასტუზის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს
ბლოკადა უწყლოდ და უშუქოდ - კოშმარი, რომელიც რუსთავის "მეტალურგში" ხდება
მეტალურგი-ლოკომოტივი 0:5 - უმაღლეს ლიგაში, სწორი გათვლით [VIDEO+PHOTO]