ერთი წელი ტრაგიკული ინციდენტიდან
შარშანდელი ინციდენტი იაპონიის ტრასაზე, სამუდამოდ დარჩება შავ ფურცლად ფორმულა 1-ის ისტორიაში. გულშემატკივართა ამჟამინდელი თაობისთვის, იაპონიის გრან-პრი სამუდამოდ იქნება ასოცირებული ბრწყინვალე პილოტის - ჟიულ ბიანკის საშინელ ავარიასთან და მოგვიანებით, ფრანგის გარდაცვალებასთან.

წელსაც, სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ წვიმას, თანაც, ტრასა, შესაძლოა, დასველდეს სარბოლო უქმეების სხვადასხვა პერიოდში. ხიფათი, რომელსაც წვიმა იწვევს "სუზუკას" ტრასაზე, ალბათ, ზედმეტ ახსნას არ საჭიროებს.

"სუზუკა" ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასად არის მიჩნეული კალენდარში, უპირველეს ყოვლისა, პილოტაჟის მხრივ. ერთადერთი პილოტი პელოტონიდან, ვისაც ამ ტრასაზე ძალები არ მოუსინჯავს - ესპანელი კარლოს საინსია. დანარჩენები იცნობენ იაპონული ტრასის სახიფათო მოსახვევებს.

ასევე იაპონური ტრეკის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ იქ პილოტები არა წრეზე, არამედ "რვიანზე" დადიან. დიახ, "სუზუკაზე" არის ადგილი, როცა ტრასის ერთი ნაწილი მეორის თავზე გადის.

რაც შეეხება ძალთა თანაფარდობას, დარწმუნებით ვერავინ ვერ ამბობს იმას, რომ "მერსედესი" დაიბრუნებს ინიციატივას სინგაპურის გრან-პრის შემდეგ, რომელზეც "ფერარისთან" მიმართებაში, თითო წრეზე სამ (!) წამს აგებდა. რა თქმა უნდა, ჩქაროსნული "სუზუკა" უფრო მეტად "მერსედესს" ერგება, მაგრამ სებასტიან ფეტელმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა, ხოლო იაპონური ტრასა - ერთ-ერთი საყვარელია მისთვის. მოქმედ პილოტებს შორის, გერმანელს აქვს ყველაზე მეტჯერ - ოთხჯერ გაუმარჯვია. მან სხვებზე უკეთ იცის იქაური რთული მოსახვევების გავლა. შემთხვევითი არ არის, რომ სებასტიანს იაპონიაში ოთხჯერ აუღია პოული.

მაგრამ, მეორეს მხრივ, "სუზუკა" თავისი მახასიათებლებით ძალიან ჰგავს "სილვერსტოუნსა" და "სპას". შეგახსენებთ, რომ ამ ტრასებზე "მერსედესმა" დუბლის შესრულება შეძლო.

სუზუკას ტრასა

სიგრძე: 5807 მეტრი

წრეების რიცხვი: 53

რბოლის დისტანცია: 307 კილომეტრი

მოსახვევები: 23 (8 მარცხენა, 10 მარჯვენა)

DRS-ის ზონა: ერთი

უგრძესი სწორი მონაკვეთი: 994 მეტრი

ტრასის რეკორდი: 1:31.540 (რაიკონენი, "მაკლარენი", 2005)

ყველაზე მეტი მოგება: 6 - მიხაელ შუმახერი

უქმეების განრიგი

25 სექტემბერი, 04:55 - I პრაქტიკა

25 სექტემბერი, 08:55 - II პრაქტიკა

26 სექტემბერი, 06:55 - III პრაქტიკა

26 სექტემბერი, 09:50 - კვალიფიკაცია

27 სექტემბერი, 08:50 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი - 252 (7 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 211 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 203 (3); 4. კიმი რაიკონენი - 107; 5. ვალტერი ბოტასი - 101; 6. ფელიპე მასა - 97; 7. დანიელ რიკარდო - 73; 8. დანიილ კვიატი - 66; 9. სერხიო პერესი - 39; 10. რომენ გროსჟანი - 38; 11. მაქს ფერსტაპენი - 30; 11. ნიკო ჰიულკენბერგი - 30; 13. ფელიპე ნასრი - 17; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 15. კარლოს საინსი - 11; 17. მარკუს ერიქსონი - 7; 18. ჯენსონ ბატონი - 6.

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 463; 2. ფერარი - 310; 3. უილიამსი - 198; 4. რედ ბული - 139; 5. ფორს ინდია - 69; 6. ლოტუსი - 50; 7. ტორო როსო - 41; 8. ზაუბერი - 26; 9. მაკლარენი - 17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
ფორმულა 1: "დიდი ცირკი" ყოველთვის სახიფათო იყო
ფორმულა 1: პირველი მსხვერპლი სენას შემდეგ
იაპონიის გრან-პრიზე ავარიაში დაშავებული "მარუსიას" 25 წლის ჟიულ ბიანკი გარდაიცვალა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ჟიულ ბიანკი 9 თვეა, კომიდან ვერ გამოდის
10 ყველაზე საშინელი შემთხვევა ფორმულა 1-ის ისტორიაში