სპონსორებისგან განწირული და ფეხბურთელებისგან დაცლილი "კოლხეთი" უმაღლესში დარჩენის იმედს არ კარგავს
გასულ სეზონში ფოთის "კოლხეთმა" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ამ ჩემპიონატის დაწყებამდე კარგი შემადგენლობაც შეკრიბა და სტარტიც არ დაეწუნებოდა, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში გუნდი ათზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვა და ფოთის პორტის მიერ დაფინანსებაც დაპირებად დარჩა. საინტერესოა, რა ხდება ფოთში და რა ელის "კოლხეთს". ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ველაპარაკეთ.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ზვიად სიჭინავას ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მივულოცო. რაც შეეხება "კოლხეთს" სეზონი იმედიანად დავიწყეთ. პოტენციურ სპონსორებთან მოლაპარაკების მონაწილე თავად ვიყავი. ყველაფერზე შევთანხმდით და საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო. შეთანხმება ფურცელზე იყო გადასატანი და გარკვეული ტექნიკური საკითხები იყო მოსაგვარებელი. ერთი სიტყვით, მყარი გარანტია გვქონდა და რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდით.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ შეპირებული სპონსორული ხელშეკრულება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღარ გაფორმდა.

- მაინც რა მოხდა?

- ყოველთვიურად გვაიმედებდნენ, მაგრამ საბოლოოდ უარი გვითხრეს კლუბის დაფინანსებაზე. მიზეზს მე ვერ გეტყვით, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ამიტომაც უმაღლეს ლიგაში ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი ჩვენ აღმოვჩნდით. ამან განაპირობა ის, რომ ზამთრის შესვენებამდე ბოლო ტურები პრაქტიკულად დუბლშემადგენლობით ჩავატარეთ.

- "კოლხეთი" სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადებით და თან ფინანსების მოძიებაზე მუშაობთ. რაიმე დამაიმედებელი თუ არის?

- სხვა კლუბებისგან განსხვავებით, არ გვაქვს იმისი საშუალება, რომ უცხოური შეკრება გავიაროთ. გუნდი, უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით, ფოთში ემზადება. სამშაბათს ქალაქის ხელმძღვანელობას ვხვდებით. ერთ-ერთ ვარიანტად სეზონის ბოლომდე კლუბის გარკვეული თანხით დაფინანსება განიხილება. ორ-სამ დღეში მეცოდინება, რა თანხას მოვუყრით თავს და რამდენი იქნება კლუბის ბიუჯეტი. მაქსიმალურად ზუსტად გავთვლით ხარჯვით ნაწილს, რათა მაისის ბოლომდე კლუბს ელემენტარული პირობები ჰქონდეს.

- გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. მათგან ვინმეს ხომ არ დააბრუნებთ ან სხვა მოთამაშეებს თუ დაიმატებთ?

- შესაძლოა, ''სამტრედიასთან" ერთად "კოლხეთს" გასავარდნად განწირულ გუნდად მიიჩნევენ, მაგრამ მინდა, ჩვენი გულშემატკივარი დავარწმუნო, რომ ეს ასე არ იქნება. სამი ფეხბურთელის მოწვევასა და გუნდიდან წასული სამი მოთამაშის დაბრუნებას ვაპირებთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ. 2006 წლიდან რეგიონალლიგიდან უმაღლეს ლიგაში გუნდის ასაყვანად დიდი შრომა გავწიეთ და ეს წყალში არ უნდა ჩავყაროთ.

- დასამატებლად შერჩეულ ექვს ფეხბურთელს ვერ დაგვისახელებთ?

- გვარებს ჯერ ვერ გეტყვით, ორს "სამტრედიადან" დავიმატებთ, ერთს კი რუსთავის "ოლიმპიდან". წასულთაგან სამს დავაბრუნებთ, მათგან ორი მცველია და ერთიც ნახევარმცველი. სეზონის მეორე ნახევარში მდიდარ კლუბთა სიაში არ ვიქნებით, მაგრამ უმაღლესში დასარჩენად სწორად და ზუსტად დავხარჯავთ იმ მწირ ფინანსებს, რომლებსაც თავს მოვუყრით.

- "კოლხეთს" დღემდე დუბლშემადგენლობის მწვრთნელი ზაზა ინიაშვილი ავარჯიშებს. მთავარი გუნდის თავკაცის, ბესიკ შეროზიას საქმე როგორ იქნება?

- მართალია, გუნდს ზაზა ინიაშვილი ავარჯიშებს, მაგრამ შეროზია გუნდიდან არ წასულა. ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ შეროზიას უნდა ველაპარაკო და ყველაფერს გავარკვევთ.

- დავალიანება რა თანხას შეადგენს?

- ორი თვის სახელფასო დავალიანებაა და კიდევ სხვა ვალები, რომლებიც გუნდისთვის დაგვჭირდა და ჩვენი მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ.

- კლუბის ბიუჯეტი დაახლოებით როგორი იქნება, რამდენს ვარაუდობთ?

- ვფიქრობთ, დაახლოებით 300 ათას ლარს მოვუყაროთ თავი. ამ თანხას სწორად განვკარგავთ და მჯერა, უმაღლეს ლიგაში დარჩენას შევძლებთ. რაც შეეხება ვალებს, ეტაპობრივად გავისტუმრებთ. "კოლხეთს" საშინაო გუნდის სახელი აქვს და ფოთში ყველა გუნდს ცხარე ბრძოლას ვპირდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა