შემადგენლობა არ იცვლება
ბრიტანული საჯინიბოს "მაკლარენის" ხელმძღვანელმა რონ დენისმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არ აპირებს მომავალი სეზონისთვის პილოტთა შემადგენლობის შეცვლას.

ჯენსონის ბატონის კონტრაქტის გარშემო, გასულ კვირას დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. გავრცელდა უამრავი ჭორი იმის თაობაზე, რომ ბრიტანელები არ აპირებდნენ ბატონთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

გუშინ, იაპონური უქმეებისას, რონ დენისს ჰკითხეს - იქნებიან თუ არა მომავალ სეზონში გუნდში ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი? დენისმა დადებითი პასუხი გასცა: "დიახ".

"ჯენსონს ორწლიანი კონტრაქტი აქვს, ფერნანდოს - სამწლიანი, - განაცხადა "მაკლარენის" შეფმა BBC-თან კომენტარში. - ხუთშაბათს, ჯენსონს ვაცნობე იმის შესახებ, რომ არ ვაპირებ კონტრაქტის შეწყვეტის პუნქტის ამოქმედებას. ალბათ, ეს განცხადება უფრო ადრე უნდა გამეკეთებინა. ჩვენ ორი კარგი პილოტი გვყავს. ორივე გვჭირდება. და ჩვენ გამარჯვებულ გუნდს შევქმნით".

რამდენიმე დღის წინ, ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ სეზონის შემდეგ "მაკლარენის" დატოვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა