ინტერვიუ "კლიპერსის" ახალწვეულ ქართველ კალათბურთელთან
ახლახან ნიკოლოზ ცქიტიშვილი "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წევრი ოფიციალურად გახდა. NBA-ს კლუბის ოფიციალურმა საიტმა კი მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

იმისთვის, რომ "კლიპერსის" წევრი გამხდარიყო, ნიკოლოზ ცქიტიშვილს - 2002 წლის დრაფტის 5 ნომერს, ამერიკიდან წასვლა მოუწია:

"თუკი კალათბურთი გიყვარს, უნდა ითამაშო. NBA-ში ძალიან მიხაროდა ყოფნა, მაგრამ ჩემი საქმეები კარგად არ მიდიოდა. დავჯექი ოჯახის წევრებთან ერთად და ავწონ-დავწონე ყველაფერი; ვისაუბრე მაიკ დანტონისთან, რომელიც მაშინ ჩემი მწვრთნელი იყო.

მე მაშინ ვთქვი, ჩემი წასვლის დროა, რათა უფრო განვვითარდე, როგორც კალათბურთელი", - იხსენებს ცქიტიშვილი.

ასოციაციის ოთხ სეზონში, ოთხ სხვადასხვა კლუბში, ნიკას კარიერა ისეთი ტრაექტორიით არ მიდიოდა, როგორც იგეგმებოდა. ამიტომ ის გაერიდა.

ახლა ნიკა 32 წლისაა და ამერიკიდან წასვლის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში, ექვს სხვადასხვა ქვეყანაში, 11 კლუბში ითამაშა. ცქიტიშვილის ოდისეამ ის ისევ NBA-ში დააბრუნა. მას შანსი "კლიპერსში" მიეცა.

ამერიკის გარეთ ყოფნისას, ცქიტიშვილს თამაში ირანსა და ლიბანშიც კი მოუხდა:

"როცა მივიღე შემოთავაზება, დავთანხმდი. მე ძალიან მომეწონა აზიური კალათბურთი. ირანში ჩემპიონობა და აზიის საკლუბო ჩემპიონობა მოვიგეთ.

ამის მერე იყო ლიბანი, მითამაშია დუბაიში, ცოტა ხანი ჩინეთშიც კი ვიყავი. მე ყველაფერი გამოვცადე".

სხვისთვის ეს შესაძლოა, კულტურული შოკი იყოს, მაგრამ არა ნიკასთვის:

"საქართველოსთვისაც კი ეს უცხო ხილი იყო, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და არა აზიის. თუმცა მაინც არის გარკვეული სიახლოვე, მაინც ვნახულობდი საერთოს კერძებში, ლექსიკაში.

თეირანის გარეთ მართლაც ჭირს ცხოვრება, მაგრამ თეირანი დიდებული ქალაქია. ხალხი კარგად ცხოვრობს, კალათბურთითაც ერთობა. რაც შეეხება ბეირუთს, პირველად რომ ჩავედი იქ, თავი პარიზში მეგონა. კარგია ქალაქის ღამის ცხოვრება, ოჯახისთვის და ბავშვებისთვისაც იქ ყველაფერი მშვენივრად იყო”.

ნიკას მუდამ თან დაჰყავს თავისი ქალიშვილები (5 და 2 წლის) და ამბობს, რომ ისინი მსოფლიოში მისი ნომერ პირველი ფანები არიან.

ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელია და ბევრით განსხვავდება იმ ბიჭისგან, რომელიც 2002 წელს ინგლისურად ძნელად ლაპარაკობდა და უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ასოციაციაში ის 2,9 ქულას და 1,7 მოხსნას აგროვებდა საშუალოდ.

"ამ თამაშს ყოველდღიურად სხვადასხვა კუთხიდან უყურებ. მით უმეტეს, თუ სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობ. თან შესაძლოა, ერთი-ორი ცუდი თამაშისთვის გუნდიდან გაგაგდონ.

ამიტომ ჩემთვის ნაცნობია ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ არ დარჩე ბორტს მიღმა. ეს ახლა აქაც გამომადგება. უნდა ვიშრომო ძალიან ბევრი, რომ არ დავრჩე გუნდს მიღმა".

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ მოგზაურობამ მას ბევრი შემატა არა მარტო როგორც კალათბურთელს, არამედ, როგორც ადამიანს - მან ცხოვრება სხვადასხვა კუთხიდან დაინახა. ახლა ის მზადაა დაამტკიცოს, რომ NBA-ს გამოადგება:

"ყოველ ქალაქში ბევრს ვთამაშობდი. ეს ძალიან მახარებდა. როცა ვთამაშობ, თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ, ასეთი ხასიათი მაქვს. მე ძალიან მოვუმატე ფსიქოლოგიურად. დიახ, ვფიქრობ, რომ გამოწვევისთვის მზად ვარ".

ცოტა მეცინება მაგრამ ირანში ჩინეთში ლიბანში და რავიცი კიდე რა არასაკალათბურთო ქვეყნებში ნათამაშებმა თან 32 წლის კალათბურთელმა NBA ში როგორ უნდა გაამართლოს წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ მან თუ ეს შეძლო ძალიან დიდი წარმატება იქნება. წარმატებები ნიკას
megre-s
გეთანხმები, ჩემი სათქმელი დაწერე!
megre
ნუთუ ცქიტიშვილი უფრო გამოუსადეგარი იქნებოდა ვიდრე იყო ლეჟავა, ბურჯანაძე, ფაცაცია, მეტრეველი? რატო არ შეიძლებოდა მისი თუნდაც საკონტროლო მატჩებში გამოძახება რო ენახათ რა ფორმაშია და რა დონის კალათბურთს თამაშობს ის დგეს? ნუთუ საქართველოს ნაკრებს იმის ფუფუნება აქვს რომ ასეთ გამოცდილ კალათბურთელზე უარი თქვას? რატო უნდა დაზარალდეს ნაკრები კოკოშკოვის ახირების გამო?
hh
ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი. წარმატებებს გისურვებთ ნიკა.
ქუთაისელი
მიხარია როდესაც ადამიანი ზოგიერთებს ჩამოწერილი გონიათ და ის თავისი სულით და ჯიგრით მაინც წარმატებებს აღწევს. მიდი, ნიკოლოზ, ბოლომდე მიაწექი!
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
ცქიტიშვილის 26 ქულა “ბიბლოსს” “ლოუაზიესთან” მოსაგებად არ ეყო
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ნიკა ცქიტიშვილი ლიბანის ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდა
ნიკა ცქიტიშვილის 23 ქულა და მეორე მოგება ლიბანში
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: იმედია, გერმანიასთან მატჩზე სპორტის სასახლეში ანშლაგი იქნება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
რა ხდება, როცა საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი X