ირლანდიის ნაკრების ფორვარდი რობი კინი "ტოტენჰემის" შეამდგენლობაში მოედანზე ბოლოს ოქტომბერში გამოჩნდა
ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯოვანი ტრაპატონის ბრიტანეთის თასზე უელსთან თამაშის წინ, გუნდის კაპიტან რობი კინის და მეკარე შეი გივენის სათამაშო პრაქტიკის არქონა აშფოთებს. იტალიელ სპეციალისტს განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებს, რომ "ტოტენჰემის" ფორვარდი მოედანზე ბოლოს ოქტომბერში "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგის მატჩში გამოჩნდა და 39-ე წუთზე შეცვალეს. ტრაპატონიმ გასაგები გახადა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა კინი ეროვნულ ნაკრებში ადგილს დაკარგავს.

"თუ რობის სათამაშო დრო კვლავინდებურად არ ექნება, იძულებულები ვიქნებით ზომები მივიღოთ. ორი, სამი, მით უფრო ოთხი თვე მოედანზე არგასვლა სერიზოული პრობლემაა.

ამჟამად იმედი გვაქვს და ველით, რომ ის ათამაშდება. თუ მან ახალი კლუბი ვერ მოძებნა, ალტერნატიულ ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები რიტმით და ინტელექტით, როგორიც კინია, მაგრამ სათამაშო ტონუსიც აუცილებელია. ამჟამად სხვა თავდამსხმელების გამოცდაა აუცილებელი - ლონგა, უოლტერსი, დოილი, ამასთან არც კინის გამორიცხვაა მიზანშეწონილი.

რობი კინი, რომელმაც ირლანდიის ნაკრებში 105 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა, 13 წლის მანძილზე ირლანდიის ნაკრების შეუცვლელი წევრია. კინი ირლანდიის ნაკრებში პირველად ჩეხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, მაშინდელმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ იხმო.

ამავე დროს, იტალიელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მეკარე შეი გივენს, რომელიც დიდი ხანია "მანჩესტერ სიტის" სათადარიგოთა სკამზე ზის, ირლანდიის ნაკრებში ადგილის დაკარგვა არ ემუქრება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე