დაუმარცხებელი "ბაიერნი" "დორტმუნდის" წინააღმდეგ
ბუნდესლიგის მერვე ტურში პირველი წრის მთავარი მატჩის დრო დადგა. "ალიანც არენაზე" გერმანული "კლასიკა" გაიმართება "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის. ამ უკანასკნელმა ოდნავ გააუფერულა ამ მატჩის ინტრიგა, როცა ბოლო ორ ტურში ფრე ითამაშა ისეთ გუნდებთან ("ჰოფენჰაიმი" და "დარმშტადტი"), რომლებთანაც ვალდებული იყო, ქულების მაქსიმუმი აეღო.

ამის გამო, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, "ბაიერნი" ლიდერობას შეინარჩუნებს. მაგრამ შედეგს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს: მოგების შემთხვევაში, "ბაიერნი" ძალიან დააზარალებს საჩემპიონო ინტრიგას, რადგან მთავარ კონკურენტს შვიდი ქულით გაექცევა და რეკორდმაისტერი ისეთ ფორმაშია, რომ მისი დამწევი ვეღარავინ იქნება. ამიტომაც, ამ მხრივ, შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეორე საინტერესო ფაქტორია ბუნდელიგის ორი ბომბარდირის - რობერტ ლევანდოვსკისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუელი. პოლონელს უკვე ათი გოლი დაუგროვდა, გაბონელს - ცხრა. თან, ობამეიანგს შვიდივე ტურში მინიმუმ ერთი გოლი აქვს გატანილი.

ლევანდოვსკი თავის ყოფილ თანაგუნდელებს შეუტევს და შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, გოლის აღნიშვნას აპირებს. "ბორუსიაში" ოთხი წარმატებული წელი გავატარე, ბევრი გოლი გავიტანე და რამდენიმე ტიტული მოვიპოვე, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, "ბაიერნის" ღირსებას ვიცავ. გავიხარებ "ბორუსიის" კარში გატანილი გოლით და იმედია, ამ მატჩს ჩვენ მოვიგებთ", - განაცხადა პოლონელმა ინტერნეტგამოცემა Sport1-თან კომენტარში.

როგორც უკვე ვთქვით, "ბაიერნს" არანორმალური ტემპი აქვს აღებული - პეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ 12 ოფიციალური მატჩი მოიგო, აქედან რვა - დიდი ანგარიშით (ბოლო ხუთი ზედიზედ). ოთხ მატჩში მიუნხენელებმა ხუთი გოლი გაუტანეს მეტოქეებს... მართლაც, ფანტასტიკაა! თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ხდება არიენ რობენის გარეშე, ხოლო ფრანკ რიბერის არსებობა უკვე ყველას დაავიწყდა. გვარდიოლას ახალი ფავორიტები ჰყავს დუგლას კოშტასა და კინგსლი კომანის სახით. ხოლო ახალგაზრდა ნახევარმცველი კიმიხი ესპანელმა იოახიმ ლიოვს გერმანიის ნაკრებისთვის ურჩია.

სხვათა შორის, რობენი თითქმის გამოჯანმრთელდა და თითქოს "დორტმუნდთან" უნდა ეთამაშა, მაგრამ თავად ჰოლანდიელმა გამორიცხა "კლასიკაში" მინდორზე გამოჩენა.

ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების "დინამოს" განადგურების შემდეგ "ბაიერნი" მთელი შემადგენლობით "ოქტობერფესტზე" გაერთო. იქ ფეხბურთელებმა ლუდიც მიირთვეს, მაგრამ დათრობამდე საქმე არ მისულა. "ბორუსიასთან" ტოპ-თამაში გველოდება, ამიტომაც ერთ-ორი კათხა ლუდით ვისიამოვნეთ. კვირადღეს მთელი საფეხბურთო გერმანია ელოდება", - განაცხადა თომას მიულერმა.

სავარაუდო შემადგენლობა

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა, გიოტცე, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა, მიულერი, ლევანდოვსკი

დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, გიუნდოგანი, მხითარიანი, კაგავა, როისი, ობამეიანგი

ტურისწინა სტატისტიკა

დარმშტადტი-მაინცი

- "დარმშტადტს" ყველაზე მეტი ფრე აქვს ნათამაშები მიმდინარე სეზონში.

- "დარმშტადტსა" და "მაინცს" შორის მანძილი 31 კილომეტრია. ასე რომ, ამ გუნდების დაპირისპირებას ერთგვარ დერბის უწოდებენ.

- "დარმშტადტმა" და "მაინცმა" მეორე ტაიმებში, შესაბამისად, 7 და 9 გოლი გაუშვეს.

გლადბახი-ვოლფსბურგი

- პირველად 1987 წლის შემდეგ, "გლადბახის" ახალმა მწვრთნელმა (ანდრე შუბერტი) პირველი ორი მატჩი მოიგო. ზედიზედ სამი მოგება არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია.

- "ვოლფსბურგმა" ამ სეზონში პირველად ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.

- მხოლოდ "ვოლფსბურგს", "აუგსბურგსა" და "ჰანოვერს" არ მოუგიათ გასვლაზე მატჩი.

- "ვოლფსბურგს" ბოლო ხუთი მატჩი არ მოუგია მიონხენგლადბახში და ჯამში, ამ სერიისას ორი ქულა აიღო.

ჰერტა-ჰამბურგი

- "ჰერტას" საკუთარ მოედანზე ოთხი მატჩია არ წაუგია.

- "ჰერტას" შვიდი ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს. ბერლინურ გუნდს 2007-08 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია ასეთი სტარტი.

- "ჰამბურგმა" სტუმრად ბოლო ორი მატჩი მოიგო.

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი

- გუნდებს თითო მატჩი აქვთ მოგებული ამ სეზონში.

- ამ სეზონში თავისი გოლების ნახევარი "ჰოფენჰაიმმა" პირველ 13 წუთში გაიტანა.

- "აუგსბურგთან" ბოლო მატჩში კევინ ფოლანდმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა, ედუარდო ვარგასი კი "ჰოფენჰაიმის" ბოლო ექვსი გოლიდან ოთხში მონაწილეობდა.

ინგოლშტადტი-აინტრახტი

- "ინგოლშტადტმა" 11-დან 10 ქულა გასვლით მატჩებში აიღო.

- "ინგოლშტადტს" საკუთარ მოედანზე ჯერ გოლი არ გაუტანია.

შალკე-კიოლნი

- "შალკეს" შვიდ ტურში 16 ქულა დაუგროვდა. ასეთი შედეგი გუნდს 44 წელია არ ჰქონია.

- "შალკეს" ზედიზედ ოთხი მოგება აქვს ჩემპიონატში, ხოლო ოფიციალურ მატჩებში - ზედიზედ რვა გამარჯვება.

- "კიოლნმა" შვიდი ტურის შემდეგ შარშანდელზე ხუთით მეტი ქულა დააგროვა.

- "შალკეს" შინ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

- "კიოლნმა" შარშან ორივე მატჩი მოუგო "შალკეს".

- ლეროი სანემ ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა გოლი.

- ენტონი მოდესტემ სამჯერ გახსნა ამ სეზონში ანგარიში.

ბაიერნი-დორტმუნდი

- ამ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები: ლევანდოვსკის 10 გოლი აქვს, ობამეიანგს - 9. ადრე ასეთი შემთხვევა ერთადერთხელ დაფიქსირებულა გერმანიის ჩემპიონატში: 1977-78 წლების სეზონში, შვიდი ტურის შემდეგ 10 გოლი ჰქონდა გერდ მიულერს, 9 გოლი - დიტერ მიულერს.

- "ბაიერნმა" პირველი შვიდი ტურის შემდეგ ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბალანსი დააფიქსირა: 21 ქულა და +20 ბურთების შეფარდება.

- "დორტმუნდი" თავს ისტორიაში მესამედ არის დაუმარცხებელი შვიდი ტურის შემდეგ.

- "დორტმუნდმა" ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა.

- "დორტმუნდის" მცველს, მატიას გინტერს ოთხი საგოლე პასი აქვს შესრულებული.

ლევერკუზენი-აუგსბურგი

- "ლევერკუზენს" "აუგსბურგის" წინააღმდეგ 24 შესაძლებლიდან 22 ქულა აქვს მოპოვებული.

- "ლევერკუზენი" პირველი გუნდია ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელიც ბურთების უარყოფითი ბალანსით გათამაშების ცხრილის პირველ ხუთეულში იმყოფება.

- შტეფან კისლინგს ბოლო ექვსი ტურია გოლი არ გაუტანია.

პარასკევი. 2 ოქტომბერი

დარმშტადტი-მაინცი 22:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პლატინსი - სოტო, ფ. ფრაი

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +3=0-3

შაბათი. 3 ოქტომბერი

გლადბახი-ვოლფსბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ზომერი, შტრანცლი - ფელიპე, კნოხე, ლუიშ გუსტავო

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 მატჩი: +9=4-17 (35-51)

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=3-1

ჰანოვერი-ვერდერი 17:30

დისკვალიფიკაცია: - ბარგფრედე

ტრავმა: პრიბი, ბენშოპი - ვოლფი, ილდირიმი, იოჰანსონი, ლორენცენი

ურთიერთშეხვედრები

სულ 54 მატჩი: +11=15-28 (72-122)

ბოლო 6 მატჩი

+0=1-5 +2=1-3

ჰერტა-ჰამბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კრაფტი, ბრუქსი, ლანგკამპი, პეკარიკი, ბეერენსი, ბენ ჰატირა, კოლსი, რონი, ალაგუი, შიბერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 64 მატჩი: +26=13-25 (94-99)

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ელიუნუსი, ჰამადი, ჰერდლინგი - ლანგერაკი, კოსტიჩი, კრუსი

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 მატჩი: +4=4-6 (21-23)

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +1=0-5

ინგოლშტადტი-აინტრახტი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დანილო, კოენი - ანდერსონი, ჩენდლერი, კიტელი, სეფეროვიჩი

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=3-1

კვირა. 4 ოქტომბერი

შალკე-კიოლნი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - მავრაი

ურთიერთშეხვედრები

სულ 78 მატჩი: +26=18-34 (117-136)

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +2=2-2

ბაიერნი-დორტმუნდი 19:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბადშტუბერი, ბენატია, კირხოფი, რიბერი, რობენი - დურმი, შაჰინი

ურთიერთშეხვედრები

სულ 92 მატჩი: +41=28-23 (170-115)

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +4=2-0

ლევერკუზენი-აუგსბურგი 19:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: თოფრაქი, არანგისი - ოპარე, პარკერი, ტობიას ვერნერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 მატჩი: +7=1-0 (21-8)

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=1-4

ბომბარდირები: 10 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 9 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 6 - თომას მიულერი (ბაიერნი); 5 - იუნუს მალი (მაინცი), ბას დოსტი (ვოლფსბურგი), ანტონი მოდესტე (კიოლნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია