არა და არ უმართლებს "გაგრას" თავდამსხმელს, რომელსაც საფრანგეთის შემდეგ ვიზაზე უარი ჰოლანდიამაც უთხრა
არა და არ უმართლებს "გაგრას" თავდამსხმელ აბაიომი ოვონიკოკოს. ის დეკემბერში საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ "რენში" გასინჯვა ვიზაზე საფრანგეთის საკონსულოს უარის გამო ჩაეშალა.

შემდეგ 18 წლის ნიგერიელ ფორვარდს შანსი ბელგიელებმა მისცეს, სადაც "გენკი" იწვევდა. ამჯერად საბუთები ჰოლანდიის საკონსულოში წარადგინა.

თუმცა აქაც იგივე განმეორდა: მიუხედავად იმისა, რომ "გაგრამ" და ფეხბურთელმა ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინეს, ჰოლანდიის საკონსულოდანაც უარით გაისტუმრეს. არადა, "გენკის" წარმომადგენელმა რონალდ იანსენმა ნიგერიელს ოფიციალური მიწვევა გამოუგზავნა.

ასე რომ, ოვონიკოკო კვლავ "გაგრაში" ითამაშებს და ძნელია, მისი არ გაიგო - იმ დროს, როდესაც უეფა საფეხბურთო საკითხებში ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის, ასეთი სახის ბარიერები მაინც არსებობს. ნიგერიელები გამონაკლისნი არ არიან, ქართველ ახალგაზრდებსაც მსგავსი პრობლემები ექმნებათ.

ისე, ეს ჩვენი ცოდვით სავსე დიდი ხათაბალა ვინმეა. შარშან ზუსტად ამ დროს ოვონიკოკოს "გაგრაში" მომზადების საშუალება არ მიეცა. ნიგერიელ ლეგიონერს თბილისში 14 იანვარს ელოდნენ, იმავე ღამით გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე რომ წასულიყო, თუმცა, საქმეში ფეხბურთელის ასაკი "ჩაერია".

არასრულწლოვანი ოვონიკოკოს სტამბოლში დამოუკიდებლად გადაფრენის მცდელობა ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსის აეროპორტში საეჭვოდ მიიჩნიეს. ოვონიკოკოს ფეხბურთელობის საბუთმაც ვერ უშველა, "გაგრას" თავდამსხმელს მხოლოდ "გაგრას" პარტნიორის, ბრაიტონის საფეხბურთო აკადემიის პრეზიდენტ კოლავოლე ადეგბულუგბეს ჩარევის შემდეგ ეშველა და ოვონიკოკოს ტერორიზმში ეჭვმიტანილის სტატუსი მოუხსნეს.

ეს ამბავი იმიტომ მოხდა, რომ 2010 წლის დასაწყისში აშშ-ში პლასტიკური ბომბის თვითმფრინავში შეტანის მცდელობისას ნიგერიის მოქალაქე დააკავეს და ამ აფრიკული ქვეყნის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უსაფრხთოების ზომები გაამკაცრეს. ამგვარ გაუგებრობათა გამო ოვონიკოკო შარშან თბილისში 10 დღის დაგვიანებით ჩამოვიდა და ანთალიურ შეკრებაზე ვერ მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად