"ბაიერნმა" "დორტმუნდი" გაანადგურა
* "ვოლფსბურგს" მიონხენგლადბახში 6 მატჩია არ მოუგია.

* "ლევერკუზენმა" წელს მე-13 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და პირველად ითამაშა ფრედ.

* "ჰოფენჰაიმის" ფორვარდმა კევინ ფოლანდმა ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი.

* "შტუტგარტმა" 8 ტურში 19 გოლი გაუშვა, რაც ახალი საკლუბო ანტირეკორდია.

* "ვერდერმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. ასეთი სერია გუნდს სამი წელია, არ ჰქონია.

* "შალკემ" ზედიზედ ექვსი ოფიციალური მატჩის მოგების შემდეგ ისევ წააგო.

ბუნდესლიგის მერვე ტურის მიმოხილვის სათაურზე კითხვის ნიშანი ფორმალურად დავსვით. როცა ჩემპიონატის მეორე გუნდი 1:5 მარცხდება ლიდერთან, იმ აზრამდე მიდიხარ, რომ ამ სეზონში "ბაიერნის" შემჩერებელი არავინაა, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ რეკორდმაისტერს ჩავარდნა არ დაეწყება. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მიუნხენელები უკვე შორს იქნებიან...

სეზონის სტარტზე ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ "დორტმუნდმა" ზედიზედ ორჯერ წაიფორხილა. ამიტომაც ბუნდესლიგის კლასიკურ დაპირისპირებაში "ბაიერნი" აშკარა ფავორიტი იყო. თუმცა დორტმუნდელები მატჩის წინ ერთხმად აცხადებდნენ, რომ მიუნხენში "ბაიერნისთვის" ოქტობერფესტის საზეიმო განწყობის გასაფუჭებლად მიემგზავრებოდნენ.

სტუმრებს თამაში ცუდად არ დაუწყიათ: მეტოქის მოედანზე ბურთი დაიჭირეს, მაგრამ განსაკუთრებულ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. "ბაიერნმა" მალე გაათანაბრა თამაში, თუმცა მეტოქესავით საშუალო ტემპში თამაშობდა.

პირველი გოლი მატჩში საკმაოდ მოულოდნელად გავიდა. ბოატენგმა საკუთარი საჯარიმოდან მოიგერია ბურთი, რომელიც მიულერს მიუვიდა. ნახევარმცველმა "დორტმუნდის" მცველების შეცდომით ისარგებლა, ბიურკთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. "ბორუსიას" გაუჭირდა გონს მოსვლა და დაახლოებით 10 წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაზარდეს: "ბაიერნის" კონტრშეტევა სტუმრების საჯარიმოში ტიაგო ალკანტარას წაქცევით დასრულდა. პენალტი ზუსტად იმავე მიულერმა დაარტყა.

თითქოს "დორტმუნდის" საქმე წასული იყო, მაგრამ ტუხელის შეგირდებმა ერთი ბურთი მაშინვე გაქვითეს: გონსალო კასტრომ მარჯვნიდან შორეულ ძელთან ჩააწოდა ობამეიანგს, რომელმაც სამი მეტრიდან ცარიელ კარში იოლად გაიტანა.

როგორც აღმოჩნდა, ეს იყო "ბაიერნის" წამიერი მოდუნება. მეორე ნახევრის სტარტიდანვე გვარდიოლას ბიჭები ახალი ძალებით წავიდნენ წინ და მეორე ტაიმების ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ 13 წუთში დუბლი შეასრულა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ამით შეხვედრა, ფაქტობრივად, დასრულებული იყო, თუმცა კიდევ ერთი გოლი მეორე ექსდორტმუნდელმა გიოტცემაც გაიტანა.

აქვე მოგიყვანთ ტურის ცენტრალური მატჩის გამორჩეულ ფაქტებს:

"ბაიერნმა" არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო სეზონის პირველი რვა მატჩი. ასეთი შედეგი ჰქონდა გუნდს 2012-13 წლების სეზონში, როცა იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით, ჰეთ თრიკი შეასრულა.

ლევანდოვსკის გარდა, რვა ტურის შემდეგ 12 გოლი ბაიერნელ გერდ მიულერს (1968-69) და კიოლნელ კრისტიან მიულერს (1964-65) გაუტანიათ.

ლევანდოვსკის ბოლო სამ ტურში 9 გოლი აქვს, ბოლო ოთხ ოფიციალურ მატჩში - 12 გოლი.

"ბაიერნს" ზედიზედ 11 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული, ბურთების შეფარდებით - 39:5.

"დორტმუნდმა" ამ სეზონში მე-15 ოფიციალურ მატჩში წააგო პირველად.

"ბაიერნმა" მოიგო ბოლო 42 მატჩი, როცა მიულერს გოლი გაჰქონდა - ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდი.

ობამეიანგს მიმდინარე ჩემპიონატში ყველა მატჩში აქვს გატანილი გოლი. შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული კი, ზედიზედ ათ მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი, რითაც კლაუს ალოფსის მიერ 1984 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

გერმანულმა "კლასიკამ" სხვა მატჩები დაჩრდილა, არადა, ამ ტურში ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე "გლადბახი" და "ვოლფსბურგი" ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ორივე გუნდმა შუა კვირას წარუმატებლად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. საგულისხმოა, რომ "გლადბახმაც" და "ვოლფსბურგმაც" მანჩესტერულ კლუბებთან წააგეს თავიანთი შეხვედრები, ერთნაირი ანგარიშით - 1:2, თანაც ორივე დაწინაურებული იყო. ბუნებრივია, ასეთი დასანანი წაგებების შემდეგ ისინი ბუნდესლიგაში აპირებდნენ რეაბილიტაციას.

შეხვედრა კარგ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი შეტევაზე ფიქრობდა, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მასპინძლების რიგებში აქტიურობდა შტინდლი და სწორედ მან მიიღო ანგარიშის გახსნის შანსი - რიკოშეტების სერიის შემდეგ ნახევარმცველმა ძელს გაარტყა ბურთი.

ასეთი უხარისხო ფეხბურთი 76-ე წუთამდე გრძელდებოდა, როცა შეცვლაზე შესულმა ნორდტვეიტმა რაფაელის პასის შემდეგ, ვარდნაში "მაკრატელა" შეასრულა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:0.

"ვოლფსბურგი" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიქცა და იქვე დაისაჯა. შტინდლმა ცენტრში ჩაჭრა ბურთი, ტრაორე მეკარესთან პირისპირ გაუშვა და... ანგარიში 2:0 გახდა. ამით მატჩი, ფაქტობრივად, დასრულებული იყო.

როგორც ჩანს, კატასტროფული სტარტის შემდეგ "გლადბახი" საბოლოოდ მოეგო გონს - ახალი მწვრთნელის, ანდრე შუბერტის ხელმძღვანელობით, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც "მანჩესტერ სიტისთან" ბოლო წუთზე წააგო.

VIII ტური

2 ოქტომბერი

დარმშტადტი-მაინცი 2:3

გოლები: 0:1 ბელი (15), 0:2 მალი (24), 1:2 ჰელერი (27), 2:2 ზაილერი (57), 2:3 დე ბლასისი (64)

დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ხუნიორ დიასი, გონდორფი, ნიმაიერი (74. ვრანჩიჩი), ჰელერი, რაუში (82. შტორ-ენგელი), როზენტალი (46. ზაილერი), ვაგნერი.

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ხარა, ბაუმგარტლინგერი, ლატცა, ხაირო, დე ბლასისი (90. ნიდერლეხერი), მალი (90+3.. მორიტცი), მუტო (83. ბალოგუნი).

გაფრთხილება: კალდიროლა - ლატცა, კარიუსი

შენიშვნა: 96-ე წუთზე ვაგნერმა პენალტი ვერ გამოიყენა

კუთხური: 2-6 ჯარიმა: 12-20 თამაშგარე: 0-6 კარში დარტყმა: 14(5)-14(6) ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი: 17 000

3 ოქტომბერი

გლადბახი-ვოლფსბურგი 2:0

გოლები: 1:0 ნორდტვეიტი (76), 2:0 ტრაორე (79)

გლადბახი: ზიპელი, კორბი, ა. კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, დაუდი (69. ნორდტვეიტი), ჯაკა, ტრაორე, ჯონსონი (69. ჰერმანი), შტინდლი, რაფაელი (88. აზარი).

ვოლფსბურგი: ბენალიო, ს. იუნგი, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, გილავოგი, კალიჯური, კრუზე, არნოლდი (81. ბენდტნერი), შეფერი (68. დოსტი), შიურლე.

გაფრთხილება: ჯაკა, ჯონსონი - შეფერი, როდრიგესი, კრუზე

კუთხური: 3-1 ჯარიმა: 15-14 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 10(3)-10(3) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 52 581

ჰანოვერი-ვერდერი 1:0

გოლები: 1:0 ს. სანე (55)

ჰანოვერი: ცილერი, ზორგი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (88. გიულსელამი), ს. სანე, ქარამანი, ანდრეასენი, კიიოტაკე (85. ფელიპე), ა. ზობიხი (76. ერდინჩი).

ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, გალვესი (87. ლუკიმია), ვესტერგაარდი, ს. გარსია, გრილიტში (65. მ. ეგერშტაინი), ფრიტცი, უ. გარსია (59. პისარო), იუნუზოვიჩი, ბარტელსი, უჯა.

გაფრთხილება: ს. სანე, კ. შულცი, გიულსელამი, ცილერი - ბარტელსი

კუთხური: 7-6 ჯარიმა: 17-11 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 12(5)-19(6) ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 49 000

ჰერტა-ჰამბურგი 3:0

გოლები: 1:0 კალუ (17), 2:0 იბიშევიჩი (77), 3:0 იბიშევიჩი (79)

ჰერტა: იარშტეინი, ვაიზერი, შტარკი (29. ჰეგელერი), ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, დარიდა, ჰარაგუჩი, ჩიგერჩი (82. შტოკერი), კალუ (70. ბაუმიოჰანი), იბიშევიჩი.

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, სპაჰიჩი, ჯურუ, ოშტრჩოლეკი (46. გ. საკაი), დიასი (62. ილიჩევიჩი), ეკდალი, ნ. მიულერი (74. ოლიჩი), ჰოლტბი, ჰანტი, ლასოგა.

გაფრთხილება: ჰარაგუჩი - ნ. მიულერი

კუთხური: 4-5 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 13(6)-8(2) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 65 427

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 2:2

გოლები: 1:0 ფოლანდი (33-პენ), 1:1 კლიმენტი (64), 2:1 ფოლანდი (77), 2:2 ტიმო ვერნერი (90)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი, შვეგლერი, პოლანსკი (70. შტრიობლი), რუდი (69. კურანი), შმიდი, ფოლანდი, ე. ვარგასი (89. სხარი).

შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, სუნიჩი (63. შვააბი), ბაუმგარტლი, ინსუა, რუპი (63. ფერატი), სერეი დიე, ჰარნიკი, დიდავი, მაქსიმი (63. კლიმენტი), ტიმო ვერნერი.

გაფრთხილება: რუდი, ფოლანდი, შვეგლერი - შვააბი

კუთხური: 6-5 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 11(4)-18(7) ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 30 150

ინგოლშტადტი-აინტრახტი 2:0

გოლები: 1:0 გროსი (78), 2:0 ლექსი (84)

ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტნერი, როჟერი (46. ბრეჟერი), გროსი, კრისტიანსენი (80. მორალესი), მო. ჰარტმანი (71. ლექსი), ჰინტერსეერი, ლეკი.

აინტრახტი: ჰრადეცკი, იგნიოვსკი, სამბრანო, რუსი, ოშჩიპკა, რაინარტცი, ჰასებე (57. ფლუმი), შტენდერა, მაიერი, აიგნერი, კასტაინოსი (78. ვალდშმიდტი).

გაფრთხილება: ზუტნერი - ჰასებე, ოშჩიპკა

კუთხური: 4-3 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 14(4)-12(2) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 15 000

4 ოქტომბერი

შალკე-კიოლნი 0:3

გოლები: 0:1 მოდესტე (45), 0:2 გერჰარდტი (79), 0:3 ცოლერი (84)

შალკე: ფერმანი, ჟუნიორ კაისარა, ჯ. მატიპი, ნოიშტედტერი (78. ჰოიბერგი), აოგო, გაისი, გორეტცკა (66. ჩუპო-მოტინგი), ლ. სანე (87. ჰიოვედესი), მაიერი, დი სანტო, ჰუნტელაარი.

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ლემანი, გერჰარდტი, რისე (83. ცოლერი), ოსაკო (70. მაროჰი), ბიტენკურტი (59. ფოგტი), მოდესტე.

გაფრთხილება: გაისი, მაიერი - ბიტენკურტი, რისე

კუთხური: 3-2 ჯარიმა: 15-12 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 17(7)-12(4) ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 61 723

ლევერკუზენი-აუგსბურგი 1:1

გოლები: 0:1 ლენო (12-საკ. კარში), 1:1 ბელარაბი (39)

71-ე წუთზე ჩალჰანოგლუმ ვერ გამოიყენა პენალტი

ლევერკუზენი: ლენო, დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი, კრამერი, ლ. ბენდერი, კამპლი, ჩალჰანოგლუ (75. მეჰმედი), ბელარაბი (78. ბრანდტი), ერნანდესი (75. კისლინგი).

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, სტაფილიდისი, ბაიერი (68. ჰონგი), კოო, კორი, ჰალილ ალთინთოფი, ესვაინი (81. ფოილნერი), ბობადილია (63. მატავჟი).

გაფრთხილება: ვენდელი, დონატი - კალსენ ბრაკერი, ბაიერი, ჰიტცი

კუთხური: 9-1 ჯარიმა: 13-20 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 22(8)-4(0) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 28 475

ბაიერნი-დორტმუნდი 5:1

გოლები: 1:0 მიულერი (26), 2:0 მიულერი (35-პენ), 2:1 ობამეიანგი (36), 3:1 ლევანდოვსკი (46), 4:1 ლევანდოვსკი (58), 5:1 გიოტცე (66)

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი, ალაბა, ჩაბი ალონსო (76. კიმიხი), ლამი, ტიაგო ალკანტარა (68. ვიდალი), გიოტცე, მიულერი (80. კომანი), დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი.

დორტმუნდი: ბიურკი, პაპასტატოპულოსი, ს. ბენდერი, ჰუმელსი, პიშჩეკი, ვაიგლი, გიუნდოგანი, გონსალო კასტრო (53. იანუზაი), კაგავა (53. როისი), მხითარიანი, ობამეიანგი.

გაფრთხილება: ალაბა, ბოატენგი, კიმიხი - ობამეიანგი

კუთხური: 5-4 ჯარიმა: 14-7 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 15(9)-10(4) ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 75 000

ბომბარდირები: 12 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 8 - თომას მიულერი (ბაიერნი); 6 - იუნუს მალი (მაინცი), ანტონი მოდესტე (კიოლნი).

მომდევნო ტური

16 ოქტომბერი:

მაინცი-დორტმუნდი.

17 ოქტომბერი:

შალკე-ჰერტა, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, ჰამბურგი-ლევერკუზენი, აუგსბურგი-დარმშტადტი, ვერდერი-ბაიერნი, აინტრახტი-გლადბახი.

18 ოქტომბერი:

კიოლნი-ჰანოვერი, შტუტგარტი-ინგოლშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია