ვითიბი ლიგა. I ტური
რატომ დავმარცხდით ჰოლანდიის ნაკრებთან 2015 წლის ევრობასკეტზე? კლასით მეტოქეზე მაღალი გუნდი გვყავს, მაგრამ არაფრით გამორჩეულ ჰოლანდიელებს ევროჩელენჯზე თამაშის გამოცდილება აქვთ, იციან, როგორ უნდა სწორი კალათბურთის თამაში და სწორედ ამით გვაჯობეს.

საქართველოდან კი ევროსარბიელზე გუნდები არასტაბილურად გადიან. ბოლო ორი სეზონია, ევროჩელენჯზე არც ერთ ქართულ კლუბს არ უთამაშია. არადა, როცა ნაკრების ღირსეულ შევსებასა და კარგ სათადარიგოებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ევროტურნირებზე გამოცდილი შემცვლელები გვჭირდება.

კალათბურთის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედიც სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული გუნდების (და არა გუნდის) რეგულარული ასპარეზობა უნდა იქცეს.

წლეულს "ვითამ" ვითიბი ლიგაში თამაშის ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ევროლიგის წამყვანი კლუბები (ცსკა), სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები (ესტონეთის, ლატვიის, ფინეთის, ჩეხეთის...) თამაშობენ. საევროპე გამოცდილებისთვის ამაზე უკეთესი შანსი რა გვინდა?

კალათბურთის განვითარებაზე როცა ვლაპარაკობთ, სახელმწიფოც მხარში უნდა დადგომოდა ასეთ პროექტს, შეკრებილიყვნენ საქართველოს ნაკრების პოტენციური კანდიდატები, დამატებოდათ რამდენიმე კარგი უცხოელი და სწორი წვრთნის შემთხვევაში მივიღებდით ანგარიშგასაწევ გუნდს, რომელიც ცსკა-სთან მაინც დამარცხდებოდა, მაგრამ "კრასნი ოკტიაბრს" კი თანაბარ ბრძოლას გაუჩაღებდა.

"ოქტომბრელებმა" ხომ, ფაქტობრივად, 5 ამერიკელით გვაჯობეს. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, მათ (ან მათი დონისებს) "წითლები" კი არა, ვითელები დაიმატებდნენ და სულ სხვა სურათს მივიღებდით.

სადღეისოდ კი ასეთი სურათი გვაქვს: გუნდი ერთი თვის შეკრებილიც არ არის (ლიპოვოი სულაც ორი დღის წინ ჩამოვიდა) და ევროპის გამორჩეული კლუბების წინაშე უწევს თამაში. რომ შეთამაშდება, მეტოქეებს კიდევ უფრო ღირსეულად დაუხვდება, მაგრამ საკითხავია, აჯობებს კლასით?

როგორც "ვითას" მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ აღნიშნა, NBA-ში საგამოფენო მატჩების დასრულებასთან ერთად არაერთი კალათბურთელი დატოვებს ამერიკას და ზოგიერთი შესაძლოა "ვითაშიც" ვიხილოთ. ეს აუცილებელია.

ნამატჩევს

პაველ გოოგე ("ვითას" თავკაცი): "ჩვენ წინაშე ორი დონეა. პირველი - დაბალია, ჩვენი ფიზმომზადება, შეთამაშება, ტაქტიკა. ამას ობიექტური მიზეზი აქვს, მეტოქეებთან შედარებით გვიან შევიკრიბეთ და სათანადოდ მოსამზადებლად დრო გვჭირდება.

მეორე დონე მაღალია - ვითიბი ლიგის სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილებასაც დიდი შრომა სჭირდება. სწორედ აქეთ მივდივართ. რაც შეეხება შედეგს, "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა, აი, მთავარი შედეგი. კალათბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ასეთი მიდგომა შედეგს გამოიღებს".

"ვითას" ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელ გოგა ბითაძეს მომდევნო მატჩზე ვკითხეთ:

"ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს მოსკოვის ცსკა-ს დავუპირისპირდებით. ამ გუნდის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის და ძალას არ დავიშურებთ, რომ ღირსეულად გამოვიდეთ".

ხალისიანი პიროვნება აღმოჩნდა "კრასნი ოკტიაბრის" ცენტრი დმიტრი სოკოლოვი. პრესკონფერენციის დაწყებამდე საკუთარი გუნდის შესახებ გულახდილად ისაუბრა, საქართველოზეც დადებითად ილაპარაკა, ხოლო პრესკონფერენციისას დაგვაიმედა - ბევრ დიდ გუნდს დაუწყია გზა წაგებით, გული არ გაიტეხოთ, თუმცა ჩვენც კარგად ვითამაშეთო.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კი გვითხრა: "შარშან "უნიქსში" ვიქტორ სანიკიძის გვერდში ვთამაშობდი. ძალიან ხალისიანი, პოზიტიური პიროვნებაა. თუ დამიჯერებთ, ნამდვილად მიხაროდა მის გვერდით თამაში. მან საქართველოშიც დამპატიჟა. აი, ჩამოვედი. სადაა თვითონ?"

სხვათა შორის, "კრასნი ოკტიაბრის" სპონსორი და პრეზიდენტი გუნდის სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს გახლდათ 37 წლის უკრაინელი დმიტრი გერასიმენკო, რომელიც მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა და 6 წუთში 4 საპრეზიდენტო ქულა ჩააგდო.

ვითიბი ლიგა. I ტური

4 ოქტომბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

ვითა-კრასნი ოკტიაბრი 67:110

18:29, 20:30, 15:29, 14:22

ვითა: მაისურაძე (2ქ), ჩლაიძე (7ქ), ბითაძე (3ქ), ბერიშვილი (3ქ), ბოქოლიშვილი (4ქ), რევაზაშვილი, შენგელია (2ქ), კარტერი (16ქ, 5მ), ჰენრი (6ქ, 7პ, 5მ, 4ჩ), ანიკიენკო (4ქ), ლიპოვოი (10ქ, 8მ, 5პ), ტერნერი (10ქ).

კრასნი ოკტიაბრი: ტკაჩენკო (5ქ), მიჩელი (27ქ, 4პ), მატეიუნასი (2ქ, 5პ), გერასიმენკო (4ქ), კუპერი (9ქ, 11პ, 9მ), ზამანსკი, ზაიცევი (8ქ), სოკოლოვი (3ქ, 6მ), ჰემილტონი (14ქ, 9მ, 4პ), ბოიტიუკი, ჯონსონი (25ქ), გუინი (13ქ, 6მ).

მსაჯები: ა. ჰალიკო (ესტონეთი), ი. სარეკოსკი (ფინეთი), დ. შერბა (პოლონეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uta
"კრასნი ოქტიაბრი"ო!!! ხომ წარმოგიდგენიათ რა მაზოხისტურ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. იქამდეც კი მიიყვანეს საქმე, რომ პუტინის დაფინანსებული (ВТБ - რუსეთის სამთავრობო ბანკია) გუნდი შექმნეს საქართველოში. არა რა.. ამათ თუ დროზე არ მოაეხაზა, უომრად გადააფორმებენ ქვეყანას რუსეთზე.
765
ან რეკლამა გაეშვათ ტელევიზიით მართლა რა ცარიელი იყო დარბაზი სირცხვილია ხალხო მე პირადატ მეგონა რომ გატენილი იქნებოდა. ეს პირველი არხი რატო არ აჩვენებს კიდე მე უცხოეთში ვარ და ტელევიზიით მინდა ვუყურო სად უნდა ვუყურო დამაკვალიანეთ ვინმემ . ცინასცარ გმადლობთ
shoda
....ერთი მინდა ვკითხო, რომ დავიმატებდით გადამთიელებს, ამით რა შეიცვლებოდა, იქმენ გაგვანათლო?
123
გუნდი ძალიან სუსტია - ეს გასაგებია. მე მგონი შევრცხვით საორგანიზაციო კუთხითაც... ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რომ ეს თამაში ტარდებოდა. დასწრება კატასტროფული იყო. ადმინისტრაციას თითი თითზე არ დაურყამს საერთოდ ეტყობა. ან მაისურზე სარეკლამო წარწერა, ან წუთშესვენებების გაფორმება. სოფლის დონე იყო, სირცხვილია.
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ვითას" პრეზიდენტი: რაც ჩვენ გადავიტანეთ, ადამიანი ვერ გაუძლებდა
პაველ გოოგე: სიტუაცია სპორტის სასახლეში სინათლის ჩაქრობამაც დაამძიმა [VIDEO]
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
"ვითას" მწვრთნელი: განაცხადისთვის კალათბურთელებს ძლივს ვაგროვებთ [VIDEO]
ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში
ვითა-ლოკომოტივი 63:76 - ღონე და გამოცდილება [VIDEO]
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
ვითიბი ლიგის კვირის მოთამაშედ "ვითას" ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო დასახელდა
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
ნიმბურკი-ვითა 111:51 - მიზეზის ძიება რთული არ არის
"ვითას" 19 წლის მცველი ვითიბი ლიგის 5 "საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს" შორის მოხვდა
ვითა-უნიქსი 76:104 - ლენგფორდის სოლო [VIDEO]
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
ბექა წივწივაძე: ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი