ძიუდოისტ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირები თბილისსა და ქუთაისში 1-ელ ნოემბერს გაიმართება

გადაწყდა, რომ ძიუდოისტ ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირები დასავლეთსა და აღმოსავლეთში 1-ელ ნოემბერს გაიმართება თბილისსა და ქუთაისში. თბილისის შესარჩევ ტურს ძიუდოს აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს, ქუთაისისა კი, სავარაუდოდ, იქაურ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ესაა ახალი ტურნირი, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია პირველად ატარებს და ის მიზნად ისახავს ქვეყნის პირველობისთვის შესარჩევი სისტემის დახვეწას. ფედერაცია გეგმავს, რომ ამ ზონალური პირველობებით ჩაანაცვლოს რეგიონული ჩემპიონატები, რომლებიც ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ზონალურ შეჯიბრებებში სპორტსმენები პირად მწვრთნელთა მიერ წარდგენილი სიებით გამოვლენ, ანუ იმის მიხედვით, რეალურად ვინ სად ვარჯიშობს. ეს გამორიცხავს ძიუდოისტთა უმისამართო გადასვლას ერთი რეგიონიდან მეორეში. აგრეთვე - სპორტსმენთა მიწერასაც ამა თუ იმ მწვრთნელზე, როგორც ადრე ხდებოდა: მაშინ მავანნი წაგების ან რეგიონული პირველობისთვის თავის არიდების მიზნით პირად მწვრთნელად წერდნენ სულ სხვა რეგიონის წარმომადგენელს, რომელსაც იქნებ პირადად არც იცნობდნენ. სამაგიეროდ, იმ რეგიონიდან იღებდნენ ქვეყნის ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას.

საქართველოს ჩემპიონატში აღმოსავლეთი ზონა 16, დასავლეთი კი 8 ადგილს მიიღებს. ასეთი დიფერენცირება იმითაა გამოწვეული, რომ ძიუდო აღმოსავლეთში უფრო მეტადაა გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ახალი სალიცენზიო შეჯიბრებებიც რამდენადმე განსხვავებული ფორმატისაა, რადგან აქ ჩემპიონები არ გამოვლინდებიან.

აღმოსავლეთში ასპარეზობა მერვედფინალში დასრულდება, რადგან გამოვლინდება 16 საუკეთესო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავებს, დასავლეთში კი ტურნირი მეოთხედფინალში დასრულდება.

თუმცა შანსი წაგებულებსაც მიეცემათ - ისინი სანუგეშოში გადაერთვებიან და ყველა წონაში 2-2 საუკეთესო ასევე მიიღებს ქვეყნის პირველობაში გამოსვლის უფლებას. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინაა და ვაიდა, ძირითად ტურნირში ანგარიშგასაწევი ფალავანიც დამარცხდეს, მას შანსი ისევ მიეცემა.

ზონალური შეჯიბრებებისგან განსხვავებით, ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი თავად საქართველოს ჩემპიონატის გამართვის ზუსტი ვადა. სავარაუდოდ, აღებულია ორი თარიღი - 13-14 ან 14-15 ნოემბერი. ეს საკითხი საბოლოოდ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის, ვინც ტაშკენტში ახლდა ორკაციან გუნდს "დიდი პრიზის" ტურნირში საჭიდაოდ, თბილისში დაბრუნებისა და მასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?