ძალიან მალე ცვლილებები იქნება
ამ დღეებში, ავსტრიის კურორტ კიტცბუელში მიმდინარეობს ყოველწლიური საერთაშორისო სპორტული კონფერენცია - Camp Beckenbauer, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი.

ამ ფორუმში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მონაწილეობა მიიღო ფორმულა 1-ის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა ბერნი ექლსტოუნმა.

მან განაცხადა, რომ ძალიან მალე, ჩემპიონატის აქციონერთა შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

"ფორმულა 1-ის აქციონერები დღეს ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ მალე უნდა შეელიონ ჩემპიონატის ფასიან ქაღალდებს. ინტერესი ძალიან დიდია. მე ვიტყოდი, რომ ამ მომენტისთვის არსებობს სამი მხარე, რომელიც ამ აქციებზე პრეტენზიას აცხადებს. ცვლილებებს, შესაძლოა, უკვე ამ წელს უნდა ველოდოთ", - განაცხადა ბრიტანელმა ფუნქციონერმა.

უკვე დიდი ხანია დადის ჭორები იმის შესახებ, რომ ფორმულა 1-ის ჩემპიონატის აქციათა 35 პროცენტის მფლობელი საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners საკუთარი წილის გაყიდვას აპირებს. ამა წლის ზაფხულში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, გარიგების მიმართ დაინტერესებას ერთობლივად გამოთქვამენ ამერიკელი მილიარდერის სტივენ როსის ფონდი RSE Ventures და ყატარის ფონდი Qatar Sports Investments. უფრო ადრე, ექლსტოუნმა როსს ფორმულა 1-ის თანამფლობელობაზე სერიოზული პრეტენდენტი უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს