დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად NBA-ს ერთ-ერთმა ფავორიტმა დღეს, გამთენიისას პირველი საგამოფენო მატჩი გამართა
ზაზა ფაჩულიას დებიუტი "დალას მავერიკსში". დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად NBA-ს ერთ-ერთმა ფავორიტმა დღეს, გამთენიისას პირველი საგამოფენო მატჩი გამართა, რომელშიც "დენვერ ნაგითსს" უმასპინძლა და 86:96 დამარცხდა.

საგამოფენო მატჩები სეზონის წინ იმართება და მოსამზადებელ, გუნდის შესათამაშებელ ხასიათს ატარებს. ცხადია, ყველა გუნდს ჰყავს ახალბედა ანაც ახალწვეული და ესეც რომ არ იყოს, საზაფხულო შესვენების შემდეგ სათამაშო პრაქტიკის მიღება ყველა გუნდს ესაჭიროება.

ოქტომბრის უდიდესი ნაწილი სწორედ საგამოფენო მატჩებს დაეთმობა და მიმდინარე თვის ბოლოს, კერძოდ კი, 28 ოქტომბერს სტარტს მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგა აიღებს.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელ ჩარლი ვილანუევასთან ერთად დალასელთაგან ყველაზე მეტხანს - 23 წუთი ითამაშა. აქვე ვთქვათ, რომ ტეხასელთა მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაისლმა გუნდის ლიდერები - დირკ ნოვიცკი, დერონ უილიამსი, ჩენდლერ პერსონსი და უესლი მეთიუზი არ ათამაშა.

ზაზა, ძირითადად, დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული და შეტევაში აქტიურობა დიდად არ გამოუჩენია. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

მოგროვებულ 4 ქულას ზაზამ "დალასში" ვილანუევასთან ზიარად საუკეთესო 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ფაჩულიამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

დალასელთაგან 18 ქულით ბომბარდირი ჩარლი ვილანუევა გახდა, 16 ქულა მიითვალა ჯონ ჯენკინსმა, ხოლო ვეტერანი დევინ ჰარისის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. დენვერელთაგან 17 ქულით და 5 პასით საუკეთესო იყო კონგოელი ემანუელ მუდი, რომელიც "ნაგიტსმა" ამა წლის დრაფტზე მე-7 ნომრად აიყვანა.

"დალასი" მომდევნო საგამოფენო მატჩს 8 ოქტომბერ,ს გამთენიისას, ჰიუსტონში ადგილობრივ "როკეტსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]
მარიო რუის ამერიკული კლუბი ეპატიჟება
მესი გაჩერებას არ აპირებს - არგენტინელის მორიგი შოუ "დალასთან" [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]