ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ისევ ფედერერი-ჯოკოვიჩი

ისევ ფედერერი-ჯოკოვიჩი

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და გუშინდელი მატჩების შემდეგ თითო ნახევარფინალური წყვილი მივიღეთ

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და გუშინდელი მატჩების შემდეგ თითო ნახევარფინალური წყვილი მივიღეთ.

ყველა შეხვედრა ცენტრალურ კორტზე გაიმართა. პირველები იქ ანდრეა პეტკოვიჩი და ნა ლი გავიდნენ. ბოლო მატჩებში ორივემ მაღალი ხარისხის ჩოგბურთი აჩვენა და მათი დაპირისპირებისგან ბევრს ელოდნენ, მაგრამ მატჩმა ისე ჩაიარა, რომ გერმანელი ბოლომდე ვერ შევიდა თამაშში. განსაკუთრებით მოწოდება არ გამოსდიოდა.

ნახევარ საათში ლიმ სამი ბრეიკი გააკეთა და იოლად აიღო სეტი. მეორე პარტიის დასაწყისი გერმანელისთვის დამაიმედებელი აღმოჩნდა - მან სწრაფად აიღო ჩინელის მოწოდება, მაგრამ ლი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. აზიელს ანგარიშის გასათანაბრებლად ბევრი დრო არ დასჭირვებია, ბოლოს კი უკანა ხაზზე სტაბილური თამაშის წყალობით გადამწყვეტი ბრეიკიც აიღო - 6:2, 6:4. პეტკოვიჩს ისე მოეწონა ჩინელის თამაში, რომ მას ავსტრალიის ღიას მთავარი ფავორიტი უწოდა. სხვათა შორის, ლიმ შარშანაც ითამაშა ნახევარფინალში. ასე რომ, ჩინელმა 2010 წლის სარეიტინგო ქულები დაიცვა და ახლა წინ წასვლას აპირებს.

ჩინელის მეტოქე კაროლინ ვოზნიაცკისა და ფრანჩესკა სკიავონეს შეხვედრაში ირკვეოდა. ისინი პირველად თამაშობდნენ ავსტრალიის მეოთხედფინალში. მთავარი საკითხი იყო - სკიავონეს ფიზიკური ფორმა სვეტლანა კუზნეცოვასთან ხუთსაათიანი თრილერის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გახლდათ.

შარშან კაროლინმა და ფრანჩესკამ სამჯერ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და სამივეჯერ მეოთხედფინალში. იტალიელმა როლან გაროსზე დამაჯერებლად დაამარცხა დანიელი და შემდეგ ჩემპიონი გახდა, მონრეალის ჰარდსა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე ვოზნიაცკიმ სრულფასოვანი რევანში აიღო.

თავიდან ვოზნიაცკიმ სწორი ტაქტიკა აირჩია - არ ჩქარობდა და მშვიდად ინარჩუნებდა ბურთს თამაშში. მას იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან, იტალიელი დაიღლებოდა და ბრძოლას თავს მიანებებდა. ფრანჩესკას მართლაც უჭირდა, თავის ყოველ მოწოდებას ბრეიკ-პოინტებიდან იღებდა, ვოზნიაცკი კი საკუთარ გეიმებს იოლად იგებდა.

სკიავონე უფრო მეტს რისკავდა, არასტანდარტულ კომბინაციებს იგონებდა და მერვე გეიმში მისმა უფრო საინტერესო თამაშმა შედეგი მოიტანა. აპენინელმა ბრეიკი აიღო და შემდეგ სეტზე ჩააწოდა - 6:3.

ვოზნიაცკიმ პირველ სეტში თავისი დარტყმებით მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა (ისიც ეისით). დანიელი მიხვდა, რომ იტალიელის დაღლა იოლი არ იყო და თამაში გაააქტიურა. მაგრამ თავიდან ამან ბევრი უნებლიე შეცდომა მოიტანა. ფრანჩესკა ბადესთან ბრწყინვალე გასვლებით 3:1 დაწინაურდა და თითქოს სენსაციაც მოახლოვდა. და სწორედ აქ დაეწყო სკიავონეს ჩავარდნა - მან ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა. როლან გაროსის ჩემპიონმა დათმო საკუთარი მოწოდება და ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო. რა თქმა უნდა, ვოზნიაცკის არ უნდა დავუკარგოთ ტემპის მომატება და აქტიურობა, მაგრამ მატჩის შემობრუნების მთავარი მიზეზი სკიავონეს უხეში შეცდომები იყო.

იტალიელისთვის ერთადერთი შანსი გათამაშებების შემოკლება იყო. სკიავონე სწორედ ასე მოიქცა - ძლიერად ურტყამდა, უფრო ხშირად გადიოდა ბადესთან, მოკლე დარტყმებს ასრულებდა და მეტოქეს ავიწროებდა. ამან შედეგი გამოიღო - სკიავონე მესამე პარტიის შუამდე ინარჩუნებდა ინტრიგას, მაგრამ ვოზნიაცკიმ ამ თამაშსაც აუღო ალღო და მეტოქის ბადესთან გასვლებს შემოვლითი დარტყმებით პასუხობდა. კაროლინი 5:2-სა და 40:15-ს იგებდა, როცა სკიავონე თავისი სიამოვნებისთვის ათამაშდა და მაყურებელს რამდენიმე ლამაზი კომბინაცია აჩუქა. თანაც სამი მატჩბოლი მოიგერია და ბრეიკი გააკეთა! შემდეგ გეიმში დანიელმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაუსვა წერტილი შეხვედრას - 3:6, 6:3, 6:3.

ნახევარფინალში ვოზნიაცკის წესით რთული მატჩი ელის ლისთან, რომელმაც შარშან ავსტრალიაზე შეძლო დანიელის დამარცხება.

ასევე ორი მეოთხედფინალი გაიმართა მამაკაცებს შორის. პროგრამის მიხედვით პირველი მატჩი შვეიცარიული დერბი იყო. აქ ფავორიტი ცხადი გახლდათ - როჯერ ფედერერს სტანისლავ ვავრინკასთვის შვიდიდან ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული, მათ შორის ოთხი ჰარდზე. ამ საფარზე ვავრინკამ ტიტულოვან თანამემამულეს მხოლოდ ერთი სეტი აუღო, თუმცა მიმდინარე ტურნირზე მისი საიმედო თამაში გარკვეულ ინტრიგას მატებდა ამ შეხვედრას.

სტანისლასმა კარგად დაიწყო სეზონი და აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული. უფრო მეტიც, ჩენაიში ტიტულის მოგების შემდეგ მელბურნში თავისი მეტოქეებისთვის ერთი სეტიც არ გაიმეტა. ფედერერი კი არათანაბრად თამაშობდა და ჯამში ოთხი სეტი ჰქონდა წაგებული.

თამაში ერთგვარი დაზვერვით დაიწყო. ტემპი მაღალი არ ყოფილა, არც ძლიერი დარტყმები გამოუყენებიათ, გათამაშება კი, ძირითადად, უკანა ხაზზე მიდიოდა. მაგრამ, თუ როჯერს ასეთი თამაში სავსებით აწყობდა, ვავრინკას გაუჭირდა - პირველ სამ გეიმში მან მხოლოდ ორი ქულა აიღო და იოლად დათმო სეტი - 1:6.

მეორე პარტიის დასაწყისი თანაბარი გამოვიდა. ფედერერს ჩვევია ასეთი იოლი ანგარიშისას კონცენტრაციის დაკარგვა, მაგრამ ამჯერად ასეთი რამ არ მომხდარა. ის კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე თამაშობდა და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ვავრინკამაც მოუმატა და მეშვიდე გეიმში პირველი ბრეიკ-პოინტი მიიღო. სწორედ აქ იგრძნო ფედერერმა, რომ ოდნავ უნდა მოემატებინა თამაშისთვის. ასეც მოიქცა და მეორე სეტიც მას დარჩა - 6:3.

მეორე სეტის ბოლოს ზედიზედ სამ მოგებულ გეიმს როჯერმა მესამეში კიდევ სამი დაუმატა. ფედერერი 3:0 დაწინაურდა და სულ გაუქრო შეხვედრას ინტრიგა. ვავრინკას თამაში მთლიანად გაუფერულდა და სტანისლასმა ერთ მომენტში ჩოგანზე იყარა ჯავრი. როჯერს თავისუფლად შეეძლო "მშრალი" ანგარიშით სეტის მოგება, მაგრამ ბოლოს წაივარჯიშა და 6:3 იკმარა.

ორგანიზატორების ჩანაფიქრით, დღის მთავარი მატჩი ტომაშ ბერდიხისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მეოთხედფინალი უნდა ყოფილიყო. ამ წყვილშიც ერთ ჩოგბურთელს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა ჰქონდა - სერბმა ჩეხს ხუთიდან ოთხი მოუგო და მხოლოდ შარშანდელ უიმბლდონზე დამარცხდა. მელბურნში ორივემ შესანიშნავი თამაში აჩვენა და წინა რაუნდებში მხოლოდ თითო სეტი დათმო. თანაბარი დასაწყისის შემდეგ ინიციატივას ნოვაკი დაეუფლა, რომელიც გაცილებით საინტერესოდ თამაშობდა უკანა ხაზზე. რამდენიმე ხანგრძლივი გეიმის მოგების შემდეგ სერბი ორი ბრეიკით დაწინაურდა და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებადმე - 6:1.

მეორე სეტში ჩეხის თამაში უფრო სტაბილური გახდა. ტომაში ბრეიკით ლიდერობდა, მაგრამ სეტის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა, დაძაბული ტაი-ბრეიკი კი ჯოკოვიჩს დარჩა. მესამე პარტიაში კი ნოვაკმა კიდევ უფრო მოუმატა, ბრწყინვალედ იღებდა ბერდიხის მოწოდებებს, რითმსა და ტემპს ცვლიდა და თან ძალიან იშვიათად ცდებოდა. ჩეხი იბრძოდა, მაგრამ იმ დღეს ჯოკოვიჩი დაუმარცხებელი იყო - 6:1, 7:6, 6:1.

ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო ნახევარფინალი გველის. ფედერერმა და ჯოკოვიჩმა ბოლოს ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშეს. მაშინ როჯერმა ორი მატჩბოლი გაანიავა და ხუთ სეტში დამარცხდა. სულ "დიდი სლემის" ამ ეტაპზე ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2008 წელს ავსტრალიის ღიაზე ნოვაკმა სამ უმძიმეს სეტში გაიმარჯვა და ორი დღის შემდეგ თავის კარიერაში ჯერჯერობით ერთადერთი "დიდი სლემის" ტიტული მოიგო.

კაცები

1/4 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19) 6:1, 6:3, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6) 6:1, 7:6(5), 6:1.

ქალები

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6) 3:6, 6:3, 6:3; ნა ლი (ჩინ, 9)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 30) 6:2, 6:4.

ჩამოქვეითებული უილიამსები

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდება WTA-ის რეიტინგში დები უილიამსების მდგომარეობა.

დღეისთვის მეხუთე ჩოგანი ვენუს უილიამსი, რომელიც მესამე წრიდან გამოეთიშა ავსტრალიის ღიას, საუკეთესო ხუთეულის მიღმა აღმოჩნდება, ხოლო სერენა, რომელიც ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზე იმყოფებდა, პირველ ათეულს დატოვებს და მე-13 პოზიციამდე ჩამოქვეითდება. ეს უმცროსი უილიამსის ყველაზე უარესი რეიტინგია 2007 წლის შემდეგ. სერენას ასეთი ვარდნა იმით არის გამოწვეული, რომ ის ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებულია და წელს სარეიტინგო ქულების დაცვა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, გუშინ გაირკვა, რომ ვენუს უილიამსი გამოტოვებს ფედერაციის თასის პირველი ეტაპის მატჩს, რომელშიც ამერიკა 5-6 თებერვალს ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებს. უფროსი უილიამსის უარის მიზეზი ცნობილია. ამერიკელმა ავსტრალიის ღიაზე ჩეხ სანდრა ზახვალოვასთან მატჩში მიიღო ტრავმა. მართალია, იმ შეხვედრის მოგება შეძლო, მაგრამ ბარძაყის ტრავმის გამო ვერ დაასრულა მომდევნო მატჩი გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის წინააღმდეგ.

მალეევა დაბრუნდა

მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი, ბულგარელი მაგდალენა მალეევა ქვეყნის ქალთა ნაკრებშია გამოძახებული. 35 წლის ვეტერანი სხვა ჩოგბურთელებთან ერთად ფედერაციის თასის მატჩისთვის მოემზადება. ეს შეხვედრა ევროპა/აფრიკის ზონაში 5-6 თებერვალს გაიმართება. ბულგარელები სტუმრად ეწვევიან ისრაელის ნაკრებს.

მალეევას დიდ ჩოგბურთში დაბრუნების მცდელობა გასული წლის სექტემბერში ჰქონდა, თუმცა ჩელენჯერის ტურნირებზე მნიშვნელოვანი შედეგებისთვის არ მიუღწევია. სამაგიეროდ, ქვეყნის ჩემპიონატში დაიკავა პირველი ადგილი. სწორედ ამ მიღწევის გამო მიიღო მან ეროვნულ გუნდში მიწვევა. მის გარდა ბულგარეთის ნაკრებში ირიცხებიან: შარშანდელი უიმბლდონის ნახევარფინალისტი ცვეტანა პირონკოვა, ელიცა კოსტოვა და დია ევტიმოვა.

"რთული იყო ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გუნდის კაპიტანმა დორა რანგელოვმა დამარწმუნა, - აღნიშნა მაგდალენა მალეევამ. - ბოლომდე მზად არ ვიყავი, რადგან ჩემი ორი შვილის მოვლას დიდი დრო მიაქვს. თუმცა მოვახერხე ბორის ბეკერთან და ბოიკო ბორისოვთან (ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი) ნაყოფიერად ვარჯიში." მალეევას მხედველობაში აქვს საჩვენებელი ტურნირი, რომელიც გასული წლის ბოლოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა.

მაგდალენა 2005 წელს წავიდა დიდი სპორტიდან.

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია