კარლოვიჩმა ივანიშევიჩის რეკორდი მოხსნა
პეკინის "მასტერსზე" გუშინ, მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. მართალია, ივო კარლოვიჩმა ურუგვაელ პაბლო კუევასთან წააგო (6:7, 6:7), მაგრამ ხორვატი ვეტერანისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო.

საქმე ისაა, რომ მან შეხვედრაში 27 ეისი ჩააწოდა და ასეთი მოწოდებების საერთო რაოდენობით გაუსწრო აწ უკვე ყოფილ რეკორდსმენს, ლეგენდარულ თანამემამულეს გორან ივანიშევიჩს. ახლა, კარლოვიჩის ანგარიშზეა 10 237 ეისი.

"შესანიშნავი გრძნობაა. ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო და იმედი მქონდა, რომ რეკორდი წელს დამყარდებოდა. კარგია, რომ ეს აქ, პეკინში მოხდა.

მოწოდება - ჩემი ყველაზე მძლავრი იარაღია. და ყოველთვის ვცდილობ მის გამოყენებას. მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია. წინ კიდევ ბევრი წელი მაქვს, შესაბამისად, ეისების რიცხვი გაიზრდება", - განაცხადა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 36 წლის კარლოვიჩმა.

2015 წლის სეზონშიც ერთ მატჩში ეისების რეკორდი კარლოვიჩს ეკუთვნის. მან ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალში, ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ 45 ეისი ჩააწოდა.

გუშინ, ასევე კორტზე ვიხილეთ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა ორ პარტიაში გაანადგურა ჩინელი ჟიე ჟანგი - 6:2, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა. ახლა, ჯოკოვიჩს ჩინეთის დედაქალაქში 26 მოგება დაუგროვდა. ამასთან, ნოვაკს არასოდეს წაუგია მატჩი პეკინში.

უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რაფაელ ნადალს აქვს, რომელმაც როლან გაროსზე საწყისი 31 მატჩი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ივო კარლოვიჩის რეკორდი - ასაკი მხოლოდ ციფრებია
US OPEN 2016. II დღე: ივო კარლოვიჩის 61!
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ფავორიტების გასეირნება
სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისში რეიტინგფავორიტ ივო კარლოვიჩს მოუგო [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი ივო კარლოვიჩთან სამ სეტში დამარცხდა
ივო კარლოვიჩის კარიერის ზენიტი 37 წლის ასაკში