ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"თოვლის ჯიქი" ახალი ნახტომისთვის ემზადება

"თოვლის ჯიქი" ახალი ნახტომისთვის ემზადება

სახელოვან ქართველ ალპინისტს 37 სასიმაღლო ასვლა აქვს განხორციელებული. ხან-თენგრიზე თერთმეტჯერ არის ნამყოფი, გამარჯვების პიკზე _ სამჯერ, ორჯერ დედამიწის თვალშეუდგამი მწვერვალი ევერესტი დალაშქრა, თანაც სხვადასხვა კუთხიდან...

ევერესტი (8848 მ), ლჰოცზე (8517), ჩო ოიუ (8201), დჰაულაგირი (8167), გაშერბუმი (8035), მანასლუ (7500), გამარჯვების (7439), კომუნიზმის (7495), ლენინის (7134) და კორჟენევსკაიას (7105) პიკები, ხან-თენგრი (7010), ამა დაბლამი (6812), აკონკაგუა (6962) _ აი, არასრული სია იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომლებიც 1984 წლიდან დღემდე დაულაშქრავს ორგზის `თოვლის ჯიქად~ წოდებულ ბიძინა გუჯაბიძეს. ამ ხნის განმავლობაში სახელოვან ქართველ ალპინისტს 37 სასიმაღლო ასვლა აქვს განხორციელებული. ხან-თენგრიზე თერთმეტჯერ არის ნამყოფი, გამარჯვების პიკზე _ სამჯერ, ორჯერ დედამიწის თვალშეუდგამი მწვერვალი ევერესტი დალაშქრა, თანაც სხვადასხვა კუთხიდან. შესრულებული აქვს, ასევე, ურთულესი სასიმაღლო-ტექნიკური, ტექნიკური და თოვლ-ყინულოვანი ასვლები კავკასიონზეც. მათ შორის - უშბაზე რვაჯერ, მყინვარწვერზე - 60-მდე.

ამ დღეებში ბიძინა გუჯაბიძე შეგირდებთან _ ანა დულარიძესთან და მიხეილ ნადირაძესთან ერთად მეგზურობას უწევდა ავსტრიის სამაშველო სამსახურისა და მთის პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებსაც უშბაზე ასვლა ჰქონდათ განზრახული.

_ ოთხ ათას მეტრ სიმაღლემდე ავაღწიეთ და უამინდობის გამო იქ კარვებში სამი დღე-ღამე გავატარეთ. _ გვითხრა ბიძინა გუჯაბიძემ. _ წვრილი სეტყვა და ქარბუქი არ შეწყვეტილა, ლამის, კარვები წაგვართვა. შარშან, ამგვარი უამინდობის მიუხედავად, ილია ბერულავასთან და ტატო ნადირაძესთან ერთად დავლაშქრე უშბა სამხრეთ-დასავლეთი კედლიდან, ანუ მიშლიაევის მარშრუტით, რომელიც ძალიან სახიფათოა. ამჯერად მწვერვალამდე 700 მეტრი რჩებოდა, მაგრამ ავსტრიელებმა ვერ გარისკეს, არადა, ტიანშანი და პამირი აქვთ მოვლილი. როგორც მეგზურები, ჩვენც იძულებული გავხდით, მათთან ერთად დავბრუნებულიყავით. ანას და მიხეილს კი გულით უნდოდათ მწვერვალზე ასვლა. ევროპელებს ცოტაც რომ მოეთმინათ, მიზანს მივაღწევდით. თუმცა სტუმრებს იმ იმედით დავშორდით, რომ კვლავ გვეწვევიან და ისევ ერთად შევუტევთ უშბას.

_ სამ ათეულ წელიწადზე მეტია, მთა-კლდეს ხართ შეჭიდებული. ამ ხნის განმავლობაში გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?

_ 1984 წლის პამირული ექსპედიცია. მაშინ მე, დავით ჩანტლაძემ და გია თორთლაძემ ვლადიმერ ქურასბედიანის ხელმძღვანელობით მარსის პიკი დავლაშქრეთ, რომლის სიმაღლეა 6723 მეტრი. 24 წლის ვიყავი და პირველად ავედი ამ სიმაღლეზე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მრავალი უსიამოვნება შეგვხვდა, რადგან აღჭურვილობა არ გვივარგოდა, პროდუქტებიც ვერ შევარჩიეთ საჭიროებისამებრ - ბევრი პური წავიღეთ და მძიმე ტვირთის ზიდვამ ძალიან დაგვღალა. ყოველივეს მიუხედავად, სიძნელეებს გავუძელით და მიზანსაც მივაღწიეთ. ფაქტობრივად, ეს იყო ყოფილი საბჭოეთის შეიარაღებული ძალების პირველობა და მე-2 ადგილი დავიკავეთ. 3000 მეტრზე საბაზო ბანაკში რომ დავბრუნდით, იქ შევიტყვეთ, რომ რუსების ერთ-ერთი ექსპედიციის წევრი შურა აგაფონოვი მოწყვეტილა კლდიდან, მძიმე ტრავმა მიუღია და 5700 მეტრიდან უნდა ჩამოგვეყვანა. რუსებმა მაშველებში მე, ქურასბედიანი, ჩანტლაძე და თამაზ შარაშენიძეც ჩაგვრთეს. ნიშნულს რომ მივაღწიეთ, თანაგუნდელებმა აგაფონოვს ახარეს, `გრუზინი პრიშლიო~. ეს იმას ნიშნავდა, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ მთამსვლელს ყინულის ტყვეობაში არ დავტოვებდით. თვალდახუჭულ აგაფონოვს ტუჩებზე სიხარულის ღიმილმა გადაურბინა და თვალები ცრემლით აევსო.

რუსი ალპინისტი, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, მშვიდობიანად ჩამოვიყვანეთ საბაზო ბანაკში, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. განკურნების შემდეგ აგაფონოვი კვლავ მთებს დაუბრუნდა. დღეს იგი ბიშკეკში ცხოვრობს. ვმეგობრობთ, ხშირადაც ვხვდებით ერთმანეთს.

ამ ამბიდან შვიდი წლის მერე ქართველებმა კიდევ ერთი რუსი ალპინისტი გადავარჩინეთ და მაშინაც შეიარაღებული ძალების პირველობაზე. ოღონდ იგი კორჟენევსკაიას პიკზე ასვლისას ჩავარდა ყინულის ნაპრალებში 6300 მეტრზე. სამაშველო ექსპედიციაში ჩემთან ერთად იყვნენ დავით რაქვიაშვილი, ავთანდილ მოკვერაშვილი, ლევან კარიჭაშვილი, გოჩა ღვინიაშვილი, მერაბ ხაბაზი და მორის ქუმსიაშვილი. რუსი მთამსვლელი მაშინ კი ვიხსენით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ციმბირში პაროპლანით ფრენისას მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო.

_ როგორც მსმენია, თურმე ყოველთვის ვერ ხერხდება დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ყინულების ტყვეობიდან დახსნა...

_ დიახ, ასეა. ალბათ, იცით, რომ 1961 წელს გამარჯვების პიკზე ასვლისას დაიღუპა სამი ქართველი ვაჟკაცი _ ილიკო გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი. კუხიანიძისა და მეძმარიაშვილის ცხედრები შედარებით იოლად მისადგომ ადგილებში იყო და მათი ჩამოსვენება შეძლეს. ილიკო გაბლიანი კი 6900 მეტრ სიმაღლეზე განისვენებს თოვლში. იქვეა სხვა მიცვალებულთა ?აფლავები და იმ ადგილს `ობელისკი~ ჰქვია. 1997 წელს მერაბ ხაბაზი, თბილისის მერის _ გიგი უგულავას ძმა ირაკლი, ლიოვა სარქისოვი, ბენო ქაშაკაშვილი, სერგეი როსლიაკოვი და მე გამარჯვების პიკზე ავედით. ცხადია, გაბლიანის საფლავიც მოვინახულეთ. ფილმიც გადავიღეთ ამ ლაშქრობაზე. სამწუხაროდ, სახელოვანი ქართველი ალპინისტის ცხედრის ჩამოსვენება დღემდე ვერ ხერხდება. ეს მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული...

_ ალბათ, ევერესტზე ასვლას გვერდს ვერ ავუვლით...

_ დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ორჯერ მაქვს დალაშქრული: 1999 წელს სამხრეთიდან ქართველებთან ერთად, 2003 წელს ჩრდილოეთიდან რუსულ-ქართული ექსპედიციისას. თერთმეტი წლის წინათ ჯომოლუნგმაზე ბენო ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით ხუთნი ავედით _ ქაშაკაშვილი, სარქისოვი, სარიდან მუსაგულოვი, აფი გიგანი და მე. Eევერესტის თავზე მოქცევა ნებისმიერი ალპინისტის ოცნებაა. 8848 მეტრ სიმაღლეზე ასვლა განუმეორებელი განცდაა. 50 წლის განმავლობაში მწვერვალზე 1050 მთამსვლელია ნამყოფი, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. ევერესტის დაპყრობა დიდ სპორტულ მიღწევად და მნიშვნელოვან გამარჯვებათა ტოლფასად მიმაჩნია. ქვეყნისთვისაც საამაყოა. ჩემი მეგობრისთვის ერთ ბრაზილიელ მეცნიერს უთქვამს _ რა ბედნიერი ხართ, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ევერესტელი ჰყავს, ბრაზილიიდან კი იმ მწვერვალზე დღემდე არავინ ასულაო.

_ `თოვლის ჯიქი~ სამომავლოდ რას აპირებს?

_ ახლა ჩემი შეგირდები ყაზბეგში იმყოფებიან და უკვე რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს მაღალი სირთულის მწვერვალებზე. თანაც წყვილებში. მალე მათ მეც შევუერთდები. სასწავლო-საკვალიფიკაციო ექსპედიციაში დამწყები ალპინისტებიც მონაწილეობენ და მათგან საუკეთესოები უნდა შევარჩიოთ. შემოდგომით კი ჰიმალაი-ტიანშანს მივაშურებ და ამოსამიზნ მწვერვალსაც მაშინ დავასახელებ.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!