"ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა თბილი და გულახდილი საუბრის შემდეგ მითხრა, რომ ჩემი პროგრესის სჯერა..."
ბრემენის "ვერდერის" მთავარმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 მოუგო "ლაიპციგს". ბრემენელებს მხოლოდ ის ფეხბურთელები აკლდნენ, რომლებიც სხვადასხვა ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის კანდიდატმა გიორგი პაპუნაშვილმა, ვინც ახლახან გადავიდა "ვერდერში" თბილისის "დინამოდან", მეორე ტაიმი სრულად ითამაშა და 81-ე და 88-ე წუთებზე ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

11 ოქტომბერს პაპუნაშვილს ბრემენში დავუკავშირდით:

"ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, როცა ბრემენში დავბრუნდი, მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც 25 დღე გამიცდა და კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი ინდივიდუალურად მავარჯიშებდა.

მთავარ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში 7 ოქტომბერს ჩავატარე და არ მეგონა, თუ პარასკევს, "ლაიპციგთან" მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნებოდი. თუმცა ვარჯიშის შემდეგ "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა დამიბარა. თბილი და გულახდილი საუბრის შემდეგ მან მითხრა, რომ ჩემი პროგრესის სჯერა და ეიმედება, რის შემდეგაც გავიგე, რომ "ლაიპციგთან" თამაში მომიწევდა.

მეორე ტაიმი მთლიანად ვითამაშე. ტრავმის შემდეგ ფიზიკურად ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბოლო ორი გოლი ჩემს აქტიურობას მოჰყვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს", - გვითხრა პაპუნაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

walkabout
ამ ბიჭმა სწორი ნაბიჯი გადადგა რომ რუსეთ-უკრაინა არ აირჩია და თუნდაც მე-3 ბუნდესლიგის გუნდში წავიდა, ესე იგი ფიქრობს კარიერასა და პროგრესზე და არა მხოლოდ ხელფასზე... ერთ რჩევასაც მივცემდი, წვერი გაიპარსე, არ უყვართ გერმანელებს მოუწესრიგებელი ადამიანები, მითუმეტეს სპორტსმენები და კიდევ მითუმეტეს ახალგაზრდა სპორტსმენები...))
თბილისი
მიდი პაპუნ, მაგრად გვჭრიდები ნაკრებში... არ მოუკლო და ბოლომდე დაიხარჯე ვარჯიშებზე და შედეგი მოვა აუცილებლად... რაც ინტერვიუბიდან წავიკითხე სწორად აზროვნებ და ოქრიაშვილს არ გავხარ.... იმედია წარმატებას მიაღწევ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]