როგორც მოსალოდნელი იყო, მანუჩარ მარკოიშვილმა თურქულ "დარუშაფაკაშიც" მე-11 ნომერი აირჩია
როგორც მოსალოდნელი იყო, მანუჩარ მარკოიშვილმა თურქულ "დარუშაფაკაშიც" მე-11 ნომერი აირჩია.

პირველივე ოფიციალურ მატჩში მის გასწვრივ ოქმში 11-იანი დაფიქსირდა, თუმცა ეს არცთუ სასიამოვნო მაჩვენებელი იყო - მანუმ 11 წუთი ითამაშა.

მარკოიშვილი აქამდე გამართულ მოსამზადებელ მატჩებში სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა თურქეთის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში სათადარიგოდ გაამწესეს. მან 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მხოლოდ ერთი ორქულიანი ესროლა, ისიც არაზუსტად.

გამარჯვებულთაგან 11 ქულით ბომბარდირი ემირ პრელჟიჩი გახდა, ხოლო ჯეიმონ გორდონმა თავი 10 ქულას მოუყარა.

კი დავწერეთ, გამარჯვებულთაგანო, მაგრამ არ გვითქვამს, მანუს "დარუშაფაკა" ვის ეთამაშა და ვინ მოიგო. გაზიანთეფში გამართული დაპირისპირება ("როიალ ჰოლის" წინააღმდეგ) თავიდანვე დარუშაფაკელთა უპირატესობით დაიწყო. მათ პირველივე მეოთხედში მოიპოვეს ექვსქულიანი უპირატესობა - 15:9. თუმცა შეხვედრა ისე მიილია, გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა ბოლო წუთამდე რთული იყო.

საბოლოოდ "დარუშაფაკამ" ქულამწირ მატჩში 59:53 გაიმარჯვა.

გაზიანთეფის "როიალ ჰოლის" შემადგენლობაში მარკოიშვილისთვის კარგად ნაცნობი არაერთი პიროვნებაა თავმოყრილი: სლოვენიის ნაკრების მწვრთნელი იურე ჟდოვცი, სლოვენიის ნაკრების ფორვარდი იურე ბალაჟიჩი და ბულგარეთის ნაკრებში ნათამაშები ნატურალიზებული ერლ კალუეი, რომელმაც "დარუშაფაკასთან" 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. არადა, თუ გახსოვთ, მან თბილისში, ბულგარეთის ნაკრების მაისურით 8 სამიანი გამოიყენა.

ვიქტორ სანიკიძეც თურქეთის ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა მისი "ტედ კოლეჯი" სეზონს 13 ოქტომბერს იწყებს. ამ დღეს "სტუდენტები" "ფენერბაჰჩეს" ესტუმრებიან. "დარუშაფაკას" უახლოესი მატჩი სწორედ "ფენერთან" ელის (18 ოქტომბერს).

საინტერესოა, რომ თურქეთის პირველობაზე 10 ოქტომბერს გამართული სამივე შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ვნახოთ, როგორ განაგრძობენ სტუმრები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა