SKY Sport-ის ჟურნალისტებმა „ვულვერჰემპტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩის წინ თანამსაჯი ქალი გაკენწლეს, რაც სექსიზმად ჩამოართვეს

პრემიერლიგის ბოლო ტურში ერთი უცნაური ამბავი მოხდა. უფრო სწორედ, სკანდალი გამოვიდა: ტელეკომპანია SKY Sport-მა თავისი ორი ჟურნალისტი, რიჩარდ კეისი და ენდი გრეი შერისხა. მიზეზი: „ვულვერჰემპტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩის წინ მათ კამერის წინ თანამსაჯი ქალი სიან მესი გაკენწლეს, რაც სექსიზმად ანუ ერთი სქესის მიერ მეორის ჩაგვრად ჩამოართვეს. ტელეჟურნალისტთა წყვილს ორშაბათს „ბოლტონისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაც უნდა წაეყვანა, მაგრამ მის ნაცვლად კომენტატორის ჯიხურში „ბლექბერნის“ ყოფილი მწვრთნელი სემ ელერდაისი დასვეს.

მოსახლეობის წინაშე თვით ტელეკომპანიის დირექტორი ბერნი ფრენსისი გამოვიდა შეკრული კოპებით. მან თქვა, რომ პირადად ელაპარაკა ორივეს და უთხრა, რომ ასე ქილიკი ყოვლად დაუშვებელია.

„კეისმა და გრეიმ ჩვენი ეთიკის, ბიზნესისა და მეპატრონეებისთვის მიუღებელი საქციელი ჩაიდინეს, რითაც ფართო აუდიტორია შეურაცხყვეს“.

საინტერესოა, რომ წყვილმა თანამსაჯ ქალზე, რომლის გვარიც არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის მსგავსად გამოითქმის, მაგრამ სხვანაირად იწერება, შეურაცხმყოფელი სიტყვები გადაცემის დაწყებამდე თქვეს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და მიკროფონები ჩართული ყოფილა. თუმცა, მოდი, ნუღარ ვიმარჩიელებთ და ციტატა მოვიტანოთ. აი, რა თქვეს კეისმა და გრეიმ:

კეისი: აჯობებს ვინმე თუ ჩავა დაბლა მას ოფსაიდის წესს აუხსნის.

გრეი: წარმოგიდგენია? ქალებმა არ იციან რა არის თამაშგარე.

კეისი: რა თქმა უნდა არ იციან.

გრეი: მაშ რატომ ჰყავთ ქალი თანამსაჯი? მის გამო დღეს ვიღაც ძალიან დაზარალდება.

კეისი: გარანტიას გაძლევ, რომ სწორედ ასე მოხდება. ნახავ, რა დღეში ჩააგდებს კენი დალგლიშს. პირველად ხომ არ ხდება? გახსოვს ადრეც გვყავდა ერთი თანამსაჯი ქალი, ვენდი ტომსი...

გრეი: უი, უი... ისიც რა უიმედო ვინმე იყო...

მოგვიანებით, გრეიმ BBC5-ზე ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ საშინლად შეცდა, რადგან პროფესიონალიზმი სქესზე არ არის დამოკიდებული. ტელევიზორში გამოიყვანეს ჟურნალისტის და სუზანიც, რომელმაც ყველაფერი ძმის პროფესიონალიზმით ახსნა - ფეხბურთი მეტისმეტად უყვარს, საქმისადმი პროფესიული მიდგომა აქვს, შეცდომებს ვერ ეგუება და მკაცრად სჯის, თუმცა ამჯერად ზედმეტი მოუვიდაო.

„ტვიტერზე“ ხმა აიმაღლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა ვარსკვლავმა რიო ფერდინანდმაც, მაგრამ ისტორიას სხვა გაგრძელებაც მოჰყვა: კეისისა და გრეის წინააღმდეგ ახლა საკუთრივ მათმა ტელეკომპანიამ გაილაშქრა. როგორც ჩანს, კომპანიის შეფებმა „სექსისტი“ ჟურნალისტებისგან მაქსიმალური გამიჯვნა გადაწყვიტეს. SKY Sport-მა საჯაროდ გამოიტანა ჩანაწერი, სადაც გრეი მოედნის კიდესთან მდგომ რეპორტიორს (მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს კომენტარს რომ სთხოვენ) ენდი ბარტონს ელაპარაკება. ამ ლაპარაკის დროს ჟურნალისტები იმავე თემას უტრიალებენ და ოფსაიდის წესს არჩევენ, უფრო სწორად კი იმას, რომ ქალები თამაშგარეს ვერ ხვდებიან. კერძოდ ასეა: ბარტონი გრეის კიდევ ერთი კოლეგის ნათქვამს ეუბნება (ის კოლეგაც შორიახლოს დგას), რომ მესის ქალის კვალობაზე მსაჯად არა უშავს. ამაზე გრეი პასუხობს: „არ დაუჯერო“. შემდეგ კოლეგა, რომელიც შორიახლოს დგას კიდევ რაღაცას ამბობს, გრეი კი აწყვეტინებს:

„მე მას სტადიონიდან ვუყურებ. რას გეტყვი, იცი? ქალებს თამაშგარისა არაფერი გაეგებათ“.

რაც შეეხება კეისს, მან მესის პირადად დაურეკა და მოუბოდიშა. ამბობენ, თანამსაჯმა ჟურნალისტს იოლად აპატია და საერთოდაც, თუკი მთელ ამ ისტორიას ვინმე ნაკლებად განიცდის, სწორედ სიან მესიაო.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა