როგორც იქნა, გაურკვეველი მოლოდინი დამთავრდა და ჩვენი ტყვიის მსროლელები წუხელ მოსკოვში გაფრინდნენ შეკრებაზე...

როგორც იქნა, გაურკვეველი მოლოდინი დამთავრდა და ჩვენი ტყვიის მსროლელები წუხელ მოსკოვში გაფრინდნენ შეკრებაზე. შეგახსენებთ წინაისტორიას - ერთობლივი ვარჯიშების ჩატარების იდეა რუსეთის სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ ლისინს ეკუთვნის, რომელიც, პარალელურად, ევროპის რეგიონული კონფედერაციასაც ხელმძღვანელობს. ჩვენებს მასპინძელთა გაურკვეველი ხუშტურების გამო ზუსტად იმ პერიოდში ერევანში დაგეგმილი შეკრება ჩაეშალათ და ეს წინადადება სულზე მისწრება აღმოჩნდა. რუსეთისნაირ ძლიერ გუნდთან ვარჯიში ხომ ნებისმიერისთვის ფრიად სასარგებლოა, არათუ ჩვენებისთვის - აქ ხომ საშეკრებო ხალხი თითზე ჩამოსათვლელია. ფედერაციამ იქ წასასვლელი ფულიც დროულად გამოძებნა, მაგრამ ვიზების საკითხი იმთავითვე საეჭვო ჩანდა. მოლოდინი გამართლდა - რუსული ფედერაცია ბევრს კი ცდილობდა პრობლემის დროულად მოგვარებას, მაგრამ საქმე მაინც შეყოვნდა. შედეგად, ჩვენებს 14 ივლისს გაფრენა გადაედოთ, მაგრამ მხოლოდ ორი დღით.

მოსკოვში სამნი გაემზავრნენ - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე და მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე. ისინი იქ 25 ივლისის ჩათვლით დარჩებიან, 26-ში სამშობლოში დაბრუნდებიან, 29-ში კი მიუნხენში გაემგზავრებიან მსოფლიოს 50-ე ჩემპიონატზე. მოსკოვური შეკრებაც ამ პრესტიჟული ტურნირისთვის მზადებას ისახავს მიზნად.

პლანეტის პირველობა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიური ფორმატით, ანუ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, 30 ივლისს იწყება და 11 აგვისტომდე გასტანს. იქ ამ თბილისურ სამეულს ქუთაისელი ნინო ფანჩულიძეც დაემატება, რომელიც ახალგაზრდა გოგონათა ტურნირში ისვრის - მხოლოდ პნევმატურიდან, უფროსები კი სპორტულშიც მოსინჯავენ ძალებს. ჩვენი გუნდის მთავარი იმედი - ნინო სალუქვაძე 8 და 9 აგვისტოს დადგება ცეცხლის ხაზზე.

მსოფლიოს პირველობა, ტრადიციულად, სალიცენზიოა. მეტიც - სალიცენზიო მარათონი ამ შეჯიბრებით იწყება. მიუნხენში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურებს პნევმატურშიც და სპორტული პისტოლეტით სროლაშიც ხუთ-ხუთი საუკეთესო მსროლელი მიიღებს, დანარჩენებს კი შანსი 2011-12 წლებში გასამართ მსოფლიოს თასის ეტაპებზე მიეცემათ. იქაც მხოლოდ ჩემპიონებს, თუმცა, თუ რომელიმე მათგანში უკვე ლიცენზიის მფლობელი მსროლელი გაიმარჯვებს, მაშინ საგზური მომდევნოს გადაეცემა. თუ იმასაც ექნება ეს უფლება მოპოვებული, მაშინ - იმის მომდევნოს და ასე გაგრძელდება ადგილმონაცვლეობის წესით. ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასის ეტაპი სეზონში სულ ოთხჯერ იმართება.

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...