მანჩესტერელთა თავკაცმა მეორე ტაიმში 0:2-დან შემოტრიალებულ მატჩში რაიან გიგზის როლი აღნიშნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "ბლექპულთან" მატჩის შემდეგ, რომელსაც "წითელი ეშმაკები" პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 აგებდნენ საბოლოოდ კი 3:2 გაიმარჯვეს, განაცხადა, რომ მანჩესტერელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. მან ასევე შეხვედრის შემოტრიალებაში რაიან გიგზის როლი აღნიშნა

"დღეს ჩვენი კლუბის მოქმედი ისტორია ვიხილეთ. უბრალოდ ჩვენ არასდროს ვნებდებით. დიახ, შეხვედრის პირველ ნახევარში პირწმინდად დაგვჯაბნეს. უნდა ვაღიაროთ: პირველ ტაიმში ჩვენი თამაში უბრალოდ საშინელება იყო. გუნდმა მეტოქის კართან ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა. მაგრამ ამავე დროს ვიცოდი, რომ თამაში ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული", - თქვა ფერგიუსონმა.

"შესვენებაზე აუცილებელი ცვლილებები გავაკეთეთ, რაიან გიგზის გამოსვლამ მატჩის მსვლელობაზე წარმოუდგენლად იმოქმედა. ბოლოსდაბოლოს ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და თამაშის ბოლოს გამარჯვების გოლი დამსახურებულად გავიტანეთ. მთავარია, რომ ხელი არ ჩავიქნიეთ და თამაში გავაგრძელეთ, რისთვისაც გამარჯვებით დავჯილდოვდით. შესაძლოა ეს ოდესღაც არ გამოგვივდეს, მაგრამ ყოველთვის ვეცდებით", - დასძინა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"