რას ფიქრობს კარლიტო წლევანდელ სერია A-ზე
ბოლო დღეებში კარლო ანჩელოტის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. 56 წლის სპეციალისტი უქმადაა, ისვენებს და როგორც თავად აცხადებს, დიდი ალბათობით, ზაფხულში დაუბრუნდება სამწვრთნელო საქმიანობას, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ზამთარში განიხილოს საინტერესო შეთავაზებები.

ანჩელოტის მომავალს ხან "მილანს" უკავშირებენ, ხან "ჩელსის", ხან პსჟ-ს და ხანაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს. "კორიერე დელო სპორტი" კარლიტოს გაესაუბრა და უმჯობესია, თავად მწვრთნელს გადავცეთ სიტყვა, რომელმაც ამჯერად საკუთარ მომავალზე ლაპარაკი არ ისურვა და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე გაამახვილა ყურადღება. ანჩელოტიმ კონკრეტული გუნდები დაახასიათა და შანსები შეაფასა...

ფავორიტი

ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი "რომაა". რუდი გარსია შესანიშნავი სპეციალისტია, მის ხელში კი ძალიან დიდი რესურსია. როდესაც შეტევაში ედინ ჯეკო, ფრანჩესკო ტოტი, ჟერვინიო და მოჰამედ სალაჰი გყავს, ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეგიძლია.

ნახევარდაცვაში მირალემ პიანიჩი, რაჯა ნაინგოლანი და დანიელე დე როსი დიდი ძალაა. ეს უკანასკნელი დაცვაშიც კარგად ირჯება, ისევე, როგორც მასკერანო "ბარსელონაში" და მარტინესი "ბაიერნში". მოკლედ, "რომა" ძალიან მომწონს და მგონია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმთავრესი ფავორიტია. ისე კი, მეტად უცნაური ჩემპიონატია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"იები"? ჯერ ადრეა

"ფიორენტინამ" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და დამსახურებულად უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე ვითარება იქნება თუნდაც ერთი თვის შემდეგ - რომ აღარაფერი ვთქვათ აპრილ-მაისზე, როდესაც ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევა.

"ფიორენტინას" ჭრელი შემადგენლობა ჰყავს, ბევრი ახალი ფეხბურთელით და თუ პაულო სოუზა ასე მოკლე დროში გამოჭედავს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდს, ეს მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება. თუმცა, მოდით, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვნახოთ, რამდენ ხანს გაძლებს ფლორენციული გუნდი ცხრილის სათავეში...

"რომას" კონკურენტები

სკუდეტოსთვის ბრძოლაში "რომას" ორი კონკურენტი ეყოლება: "იუვენტუსი" და "ნაპოლი". ტურინული გრანდი კრიზისშია, მაგრამ ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს. ვფიქრობ, "ვეკია სენიორა" მალე ჩადგება ფორმაში და შემდეგ მისი გაჩერება ურთულესი იქნება.

შესაძლოა, ეს აღმასვლა მომდევნო ტურში დაიწყოს, როდესაც ტურინული გრანდი "ინტერს" ესტუმრება. რაც შეეხება "ნაპოლის", ეს გუნდი სწრაფ, ტექნიკურ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, რამაც გუნდი შესაძლოა, ტრიუმფამდე მიიყვანოს. მაურიციო სარის მუშაობა ჯერ კიდევ "ემპოლიში" მომწონდა და ვფიქრობ, ნეაპოლში კიდევ უკეთესად წარმოაჩენს შესაძლებლობებს.

პრობლემები დაცვაში

მიუხედავად იმისა, რომ "ინტერმა" სეზონი კარგად დაიწყო, ვფიქრობ, რომ ეს გუნდი სკუდეტოს მოსაპოვებლად მზად არ არის. "ნერაძურის" ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს და მათ აშკარად აკლიათ შეთამაშება. ამასთან, "ინტერს" დაცვაში აქვს სერიოზული პრობლემები და ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღალი კლასის უკანახაზელი გადაიბირა.

სიმართლე გითხრათ, მიკვირს ეს ხარვეზები, რადგან "ნერაძურიმ" მირანდა, მურილიო და მონტოია დაიმატა. იგივე შემიძლია ვთქვა "მილანზეც", რომელიც კიდევ უფრო ცუდად გამოიყურება დაცვით ფაზაში - არადა, "როსონერის" ძალიან ნიჭიერი მცველები ჰყავს - ალესიო რომანიოლი და როდრიგო ელი. ვფიქრობ, მილანური კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური პროგრამა-მაქსიმუმია.

დანარჩენები...

მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა "კიევოს" და "სასუოლოს" მიმართ, არა მგონია, რომ ეს გუნდები ლიდერთა შორის დიდხანს დარჩნენ. თუმცა, ჩემპიონატის სტარტზე აკრეფილი ქულები საკმარისი საფუძველია, ვთქვათ, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდებათ და პირველ ათეულში მოსახვედრადაც იბრძოლებენ.

სიურპრიზებს ველოდები "ტორინოსგან", სადაც ძალიან საინტერესო შემადგენლობამ მოიყარა თავი. სახიფათო თავდასხმა ჰყავს "სამპდორიას" - მარტინს ედერს და ლუის მურიელს ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი