ქართველმა კალათბურთელმა "ტედ კოლეჯში" ისევ სამიანი და ერთიანი აირჩია
ვიქტორ სანიკიძემ თურქეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა. საწყის ტურში მისი "ტედ კოლეჯის" მოწინააღმდეგე შეჯიბრების ფავორიტი "ფენერბაჰჩე" იყო. შედეგიც შესაბამისია - სტამბოლელებმა კოლეჯელები 97:81 დაამარცხეს.

შეხვედრის დასაწყისში 10 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ ფენერბაჰჩელები და ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელები მთელი შეხვედრა ამ სხვაობის გაბათილებას მოუნდნენ. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სტამბოლელთა სასარგებლოდ ანგარიში 82:74 იყო, თუმცა დარჩენილ დროში ფავორიტებმა გაილაღეს და 16-ქულიანი ფორით მოიგეს.

სანიკიძეს "ტედ კოლეჯშიც" ზურგზე ერთიანი და სამიანი აწერია, თუმცა 13 ნომერი არა - 31-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ვინც მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, რომ მწვრთნელი მას ერთ-ერთ ლიდერად განიხილავს - ყველა კომბინაცია ვიქტორზე გადის. ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში, "ტედ კოლეჯშიც" სანიკიძე გამთამაშებელს ეხმარება უკანა ხაზში.

იყო ეპიზოდი, როცა მან ბურთი პლეიმეიქერთან გაათამაშა და ფარქვეშაც შეირბინა. ელოდა საალეიუპე აგდებასაც, მაგრამ "ტედ კოლეჯში" ხომ გიორგი ცინცაძე არ თამაშობს...

ასე და ამგვარად, სანიკიძემ 33 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი (ნახევარი ჩატენვის შედეგი იყო) და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი "ფენერბაჰჩეს" ჩეხი ცენტრი იან ვესელი გახდა - 24 ქულა ჩააგდო. 14 ქულა მიითვალა NBA-დან დაბრუნებულმა იტალიელმა ლუიჯი დატომემ, რომელიც ასევე "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს