პოლონეთის მეორე ლიგის "სტომილში" მოთამაშე 22 წლის ფეხბურთელს ექსტრაკლასას გუნდის ვარიანტი აქვს
ირაკლი მესხიამ კარიერა უკრაინაში დაიწყო, მაგრამ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი იყო და დღემდე მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, თავად კი პოლონეთის რანგით მეორე ლიგის ბინადარ "სტომილში" თამაშობს.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა თავი ბოლო ტურში, "კატოვიცესთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში გამოიჩინა, როცა მეტოქის კარი მეორედ აიღო.

ადრე ამ 22 წლის ფეხბურთელისადმი საქართველოში დიდი ინტერესი იყო. იმ დროს მესხია უკრაინის უმაღლესი ლიგის კლუბ "ობოლონში" (კიევი) თამაშობდა. ამის შემდეგ ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ ხარკოვის "მეტალისტში" ჩაირიცხა, მაგრამ შემდეგ მესხია მხედველობის არიდან გაქრა.

და აი, შარშან ის პოლონეთში გამოჩნდა - 2014 წლის მარტში პირველი ლიგის კლუბ ოლსტინის "სტომილში" გადავიდა, რომელიც ამჟამად მე-6 ადგილზე იმყოფება.

"უკრაინაში ყოფნისას, ბოლოს "მეტალისტში" ჩავირიცხე, მაგრამ წამოვედი. საამისო მიზეზებიც მქონდა. პოლონეთში თამაშს იმის იმედად დავთანხმდი, რომ სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა და ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა - რედ.) გუნდში გადავიდოდი.

საწყისი 5 ტური კარგად ამეწყო, ყველა მატჩში ვითამაშე, მაგრამ შემდეგ ჯვარედინი იოგები გამიწყდა, ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს და წინა სეზონში მთელი 8 თვე გამოვტოვე", - ამბობს მესხია.

22 წლის ფეხბურთელის თქმით, ახლა ყველაფერი დალაგდა:

"წინა სეზონის ბოლოს ორი თამაში მაინც ჩავატარე და ორივეში გოლი გავიტანე. ძალიან მონდომებული ვიყავი, რადგან კლუბის პრეზიდენტი ტრავმის დროს გვერდში დამიდგა და მინდოდა, იმედები გამემართლებინა.

ახლა სტაბილურად ვთამაშობ და კარგად ვარ. 12 თამაშში 2 გოლი გავიტანე და 7 საგოლე გადაცემა გავაკეთე, 4-ჯერ კი ექსტრაკლასას ინტერნეტგამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელა".

მესხია იმედოვნებს, რომ მალე ძლიერ კლუბში გადავა:

"მადლობა ღმერთს, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და დაიმედებული ვარ. ამჟამად მყავს აგენტი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემზე რამდენიმე შეთავაზება მიიღო. ერთი იყო ყაზახეთიდან. იქ ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ ფულის შოვნას თამაში მირჩევნია, ყაზახეთში წასვლას კი ყოველთვის მოვასწრებ.

უფრო მეტად მეორე ვარიანტით დავინტერესდი. როგორც მენეჯერმა მითხრა, პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბი დაინტერესდა, მოლაპარაკება მიმდინარეობს და, შესაძლოა, დეკემბერში ახალ და გაცილებით ძლიერ გუნდში ჩავირიცხო".

საინტერესოა, რომ მესხიამ მოქალაქეობის შეცვლა გადაწყვიტა:

"მგონი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ უკრაინის მოქალაქეობა კარიერის ასაწყობად დამჭირდა. ყოველთვის ამ ქვეყნის მადლიერი ვიქნები, რადგან უკრაინამ და იქაურმა ხალხმა ბევრი მომცა და შემძინა.

მაგრამ საქართველოში ვარ დაბადებულ-გაზრდილი და ჩემი ქვეყნის მოქალაქეობის დაბრუნება გულით და სულით მსურს. თუ წარმატებას მივაღწევ, მინდა, რომ ეს საქართველოს სახელით იყოს".

მესხია ამბობს, რომ პოლონეთს კარგად შეეწყო:

"გუნდშიც კარგად მიმიღეს, გულშემატკივრებმაც და მედიამაც. "სტომილს" ძალიან იოლად შევეწყვე. თანაგუნდელებს მოედანზეც კარგად ვუგებ და მის მიღმაც დროს ერთად ვატარებთ.

ვგრძნობ, თამაშიც წამივიდა და ამ ეტაპისთვის, შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. იმედია, გუნდს წინსვლაში დავეხმარები და კარიერასაც ავიწყობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში პირველად ითამაშა - "სევილია" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!
უკრაინელი ქართველი "ზესტაფონში"? - ირაკლი მესხიას ტრანსფერზე ლაპარაკობენ
ირაკლი მესხია "ზესტაფონს" ვერ შეუთანხმდა და უკრაინაში დაბრუნდა
პოკორას ოცნებას ახდენა არ უწერია - მესხია კონტრაქტს "ზესტაფონთან" აფორმებს
ზაურ მახარაძე "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ნაკრების კარს დაიცავს