მსოფლიოს თასის სადისციპლინო კომიტეტმა ახლახან მკაცრი დისციპლინარული სასჯელი პლეი ოფში მონაწილე გუნდების რამდენიმე წამყვან მოთამაშეს გამოუტანა
მსოფლიოს თასის სადისციპლინო კომიტეტმა ახლახან მკაცრი დისციპლინარული სასჯელი პლეი ოფში მონაწილე გუნდების რამდენიმე წამყვან მოთამაშეს გამოუტანა.

არგენტინის ნაკრების გარემარბი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარსელო ბოსხი ერთი კვირით იძულებით დაისვენებს და 18 ოქტომბერს ირლანდიასთან გასამართ მეოთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს. "პუმების" მელელოვე 11 ოქტომბერს ნამიბიის ნაკრებთან მატჩში განზრახ ბინძურ თამაშში დაადანაშაულეს, რაც ორკვირიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, მაგრამ ვინაიდან მარსელომ აღიარა ჩადენილი დანაშაული და იქამდეც მსგავს საქციელში შემჩნეული არ იყო, სასჯელი ერთი კვირით შეუმცირეს.

დანაკლისი განიცადა არგენტინელთა მეტოქემ, ირლანდიის ნაკრებმაც. თითქმის იდენტური დანაშაულის გამო საფრანგეთის ნაკრებთან მატჩის დროს ერთკვირიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და "პუმებთან" ვერ ითამაშებს "სამყურების" მესამეხაზელი შონ ობრაიანი.

კიდევ უფრო მეტად დაზარალდა შოტლანდიის ნაკრები, რომელიც კვირას, "თვიქნემზე" ავსტრალიის ძალზე ძლიერ ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "სკოტებმა" ერთბაშად ორი წამყვანი მორაგბე, პირველხაზელი როს ფორდი და მეორეხაზელი ჯონი გრეი დაკარგეს.

ორივე მათგანს სადისციპლინო კომიტეტმა სამკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შესაბამისად, წარმატების შემთხვევაში ისინი "ნარშავების" შემადგენლობაში მსოფლიოს თასზე ვეღარ ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ